დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-09-03 21:00:21

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1.       ქართულ პროდუქტზე არნახული მოთხოვნაა

სოფლის მეურნეობაში წელს 1,2 მილიარდი დოლარის ექსპორტი დაიგეგმა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.

 

2. სურსათი 16.2%-ით, სამედიცინო პროდუქცია 17.9%-ით გაძვირდა

აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ ბოლო ათწლეულის მორიგი რეკორდი მოხსნა და 12.8%-ს მიაღწია. ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 16.2%-იანმა გაძვირებამ გამოიწვია.

 

3. ბიზნეს სექტორი: ბრუნვა 56,7%–ით, საშუალო ხელფასი – 214 ლარით გაიზარდა

საქართველოში II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.7%–ით გაიზარდა და 35 მლრდ ლარი შეადგინა.

 

4. კომერციული ბანკების 1,2–მილიარდიან მოგებას ანალიტიკოსები საყურადღებოდ მიიჩნევენ

სავალუტო რყევები, გაზრდილი საკომისიოები და რეფინანსირების მაღალი განაკვეთი - 3 ძირითადი ფაქტორია, რაც ანალიტიკოს ნიკა შენგელიას შეფასებით, კომერციული ბანკების მოგებაზე ახდენს გავლენას.


 

5. ქართული ცხვრის სულადობა წლიდან წლამდე უცვლელად, 1 მილიონის დონეზეა

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას ითხოვს. მისი თქმით, წლების განმავლობაში ცხვრის სულადობის ზრდა ვერ ხერხდება და ამის მთავარი მიზეზი საძოვრების სიმცირეა.

 

6.  მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ

სადგურის მოედანზე მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ, მათი მთავარი მოთხოვნა ფართზე იჯარის გადასახადის მოხსნაა, მანამ სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები არ მოიხსნება.

 

7. კოვიდ ვაქცინამ ბოლო 3 თვეში 200 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს

მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, საქართველო კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში, ბოლო კვირებში, პირველ ადგილზეა.

 

8. Grandpa Dato's toys – ამ ბრენდით ქართული ხის სათამაშოები ექსპორტზე გავა

ხის სათამაშოებზე მომუშავე მეწარმე, წალენჯიხელი დავით მოსიძე პროდუქციის გაყიდვას უკვე სპეციალური ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით შეძლებს. წარმოება სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის, თუმცა მან მომხმარებელთა წრის გაფართოება და პოპულარობაც შეძლო, რითაც მთავრობის და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღებაც მიიქცია.

 

9. საქართველოში მოსავლის აღების მექანიზება რეალობა ხდება

სამეგრელოს ფერმერთა კავშირის თავმჯდომარეს ოთარ შეროზიას თქმით, ორგანიზაციაში შემავალი თხილის 18 მსხვილი მწარმოებლიდან თითქმის მესამედი მოსავლის კრეფის დროს კომბაინებს იყენებს, დანარჩენები კი ამ კუთხით ინვესტირებას გეგმავენ.

 

10. ერდოღანის „გიჟური პროექტი“

სტამბულის ახალი არხი, როგორც ჩანს, ერდოღანის მიერ 2013 წელს დაწყებული 4 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტიდან ბოლო იქნება. მაშინ მთავრობამ $200–მილიარდიანი გრანდიოზული სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტების საერთო ხანგრძლივობა 10 წელიწადს შეადგენდა.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up