დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-31 21:00:45

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. ევროკავშირის დახმარების შეჩერების გამო ინვესტორები საქართველოს მაღალი რისკის ზონაში გადაიყვანენ

გია ხუხაშვილი: „ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების შეჩერება ნიშნავს მინიმუმ ათჯერ მეტის დაკარგვას, რადგან ყველა პოტენციური ინვესტორი ამ ფაქტის გამო, საქართველოს გადაიყვანს მაღალი რისკის ზონაში და შეაჩერებს აქტივობას. პოლიტიკურ შედეგებზე აღარაფერს ვამბობ“.

 

2. რთველი 2021-ის ერთ-ერთ პრობლემად მევენახეები ყურძნის დაბალ შაქრიანობას მიიჩნევენ

რთველი 2021-ს საწყის ეტაპზე მევენახეები დარგში ყველაზე მეტ პრობლემად ფასსა და ხარისხს მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ჩაბარების პროცესი დაიწყო, მევენახეები ამბობენ, რომ სტანდარტით განსაზღვრული ხარისხის დაკმაყოფილება ბევრს უჭირს, პრობლემა კი უმეტესწილად ყურძენში შაქრიანობის დონეს უკავშირდება.

 

3. უკიდურესი ანტისანიტარია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – რა ანგრევს ქვეყნის იმიჯს?!

სანამ ტურისტები ნარიყალას, მცხეთას, უფლისციხეს ან ყაზბეგს ნახავდნენ, აეროპორტის უკიდურესად დაბინძურებული ტერმინალი მოხვდებოდათ თვალში.

 

4. რამ წაახალისა საქართველოში დიზელის კონტრაბანდა

საქართველოში საწვავი, განსაკუთრებით კი, დიზელი, 100%-ით ძვირი ღირს, ვიდრე მოსაზღვრე აზერბაიჯანში. ფასების ასეთი მკვეთრი სხვაობა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის წინაპირობას ქმნის, რისი კონტროლიც რეალურად შეუძლებელია. 


 

5. ამცრელი ავტობუსების გრაფიკი დარღვეულია – აცრის მსურველები ამაოდ ელოდებიან

 წესით, განსაზღვრულია ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი და ლოკაციებიც თითო უბანში, მინიმუმ, სამია, თუმცა აცრის მსურველებს სხვადასხვა მისამართზე ყოველდღიურად უშედეგოდ უწევთ ლოდინი, რის გამოც მოსახლეობაში დიდი დაბნეულობაა. 

 

6.  150+ ლარი ხელფასი - საქართველოს ბანკი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს იხდის

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში საქართველოს ბანკის განცხადება გავრცელდა. ბანკი პოტენციურ კონსულტანტებს სრულ განაკვეთზე 150 ლარს + ბონუსს სთავაზობდა.

 

7. მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე რჩება ძალაში.

 

8. სკოლებში სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურად ჩატარდება

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

 

9. ივლისში ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.9% შეადგინა, აპრილიდან მოყოლებული ეს პირველი შემთხვევაა როცა, ზრდის ტემპი ერთნიშნაა.

 

10. მიკროსაფინანსოების აქტივები ბანკების 3%-ზე ნაკლებია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამურმა აქტივებმა 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 1.573 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმავე პერიოდის საბანკო აქტივების 2.8%-ს უთანაბრდება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up