დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-25 21:00:42

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. ქონება 1 ლარად - რას იღებს (კარგავს) სახელმწიფო ზოგიერთი ბიზნესისთვის მინიჭებული უპირატესობით

საქართველოს სახელმწიფოს მიერ 1 ლარად გასხვისებული საინვესტიციო ქონების და მასთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ სპეციალისტებს სერიოზული კითხვები აქვთ.

 

2. ბიზნესს იმუნიზაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

იმის გამო, რომ ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო არ არის, ბიზნესს თანამშრომლების იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ძალიან უჭირს.

 

3. საქსტატი სპილენძის მადნების რეექსპორტს ადგილობრივ ექსპორტად აღრიცხავს

7 თვეში საქართველოდან ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს - $2.276 მლრდ–ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.27-ჯერ, ხოლო 5 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

 

4. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდულ მაღაზიებში გაყიდვები 60%-ით შემცირდა


გაყიდვების ყველაზე დაღმავალი ტრენდია. რეალიზაციამ იკლო და ის სტრატეგიული გეგმები, რაც კომპანიებს ჰქონდათ, დროებით შეჩერებულია.

 

5. საქართველო რუსული ხორბლის ალტერნატივას ეძებს

საქართველო, რომელიც დღემდე ხორბლის მოთხოვნის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან იმპორტით აკმაყოფილებდა, ამ პროდუქტზე ფასების ზრდის გამო ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებს.

 

6. ბაზარი ორბელიანზე - 1886 წელს დაარსებული ბაზარი თანამედროვე კონცეფციით აღდგება

ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის ბაზრის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი – „ბაზარი ორბელიანზე“ მოეწყობა.

 

7. ლარში სადეპოზიტო სარგებელი უცხოურ ვალუტაზე 11-ჯერ მაღალია

ივლისში ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა, მიმდინარე ანგარიშების ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით 35.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

 

8. „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–მა ევროპასთან სასამართლო წააგო

„ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG გერმანიაში სასამართლო პროცესი წააგო, რომელზეც გაზსადენის ევროკავშირის საგაზო დირექტივისგან გათავისუფლებას ითხოვდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

 

9. ვაქცინაციის დაბალი ტემპი მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჟურნალ Economist-თან დაკავშირებული კვლევითი ინსტიტუტის Economist Intelligence Unit (EIU) ექსპერტები. მათი კვლევის შედეგები ოთხშაბათს, 25 აგვისტოს გამოქვეყნდე, წერს გერმანული გამოცემა DW.

 

10. Forbes: რატომ დაინტერესდნენ  მეგა-კორპორაციები კრიპტოვალუტით?

15 აგვისტოს ამერიკის უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა Walmart-მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების სპეციალისტს ეძებს - ვაკანსიის აღწერის მიხედვით, მას კომპანიისთვის ციფრული ვალუტის სტრატეგიის დამუშავება და ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით პარტნიორობის დამყარება ევალება.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up