დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-24 21:00:40

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. ახალი შეზღუდვები - 25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობის ხანგრძლივობა 1 საათით მცირდება

25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე.

 

2. გლობალურ ბაზრებზე სურსათის გაძვირების ახალ ტალღას ელიან

როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, გაძვირების ტენდენცია არა თუ შეიცვლება, პირიქით – გაგრძელდება კიდეც, ხოლო პიკს წლის ბოლოსთვის მიაღწევს.

 

3. საით წავა ლარი – ეროვნული ბანკის პროგნოზი

წლის დარჩენილ პერიოდში ლარის დოლართან მიმართებაში 3%-ით გამყარებას ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ოპტიმისტური სცენარით ხოლო პესიმისტური სცენარი გაცილებით მკვეთრ – 10%–იან გაუფასურებას პროგნოზირებს.

 

4. საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ღატაკია

გარდა იმისა, რომ მოსახლეობა გაღარიბდა და შემწეობის მიმღებთა წრე გაფართოვდა, მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც შემწეობას ითხოვს. მათი რიცხვი 1 მილიონს აღემატება.


 

5. რუსეთმა სავალუტო ფონდისგან $18 მლრდ მიიღო, საქართველომ – 406 მლნ

სსფ–ის ისტორიაში რეკორდული მოცულობის სპეციალური სასესხო უფლების განაწილება ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე ორშაბათს, 23 აგვისტოს შევიდა ძალაში – საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრები 456 SDR–ს მიიღებენ, რაც $650 მლრდ–ის ექვივალენტია.

 

6. მეწარმეები რქაწითელს, სავარაუდოდ, 90 თეთრად ჩაიბარებენ

მართალია, ყურძნის კონკრეტული ღირებულება ჯერ გამოკვეთილი არ არის, თუმცა ინდუსტრიაში უკვე იციან, რომ 1 კგ. ყურძნის აფსი სულ მცირე 90 თეთრი იქნება.

 

7. ენგურჰესის გაუმჯობესებული წარმადობის გამო ელექტროენერგიის გენერაცია 23%-ით გაიზარდა

გენერაციის ზრდა ძირითადად მხოლოდ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად გაზრდილი წარმადობის ხარჯზე მოხერხდა. მოხმარება კი ყველაზე მეტად ოკუპირებულ აფხაზეთში გაიზარდა.

 

8. ბიტკოინს მნიშვნელოვან გაძვირებას უწინასწარმეტყველებენ

როგორც პროფესორი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, ფინანსურ ბაზრებზე პროცესები ბიტკოინის სასარგებლოდ არის მიმართული.

 

9. Bloomberg: გათხევადებული გაზი ევროპას ამ საწვავის დეფიციტისგან ვერ იხსნის

გათხევადებული გაზის ტერმინალების ფართო ქსელი ევროპას ზამთარში მოსალოდნელი გაზის დეფიციტისგან ვერ იხსნის  - ბოლო თვეებში ამ ტიპის საწვავის მიწოდება ევროპაში მინიმუმამდე დაეცა და პერსპექტივები ბევრად უკეთესად არ გამოიყურება.

 

10. პორტუგალიელი აგრონომი:  საქართველოს ლურჯი მოცვის ინდუსტრიის შექმნის შანსი აქვს

პორტუგალიელი აგრონომი ხორხე დუარტე USAID-ის სასოფლო-სამეურნეო პროგრამის ინიციატივით საქართველოს ესტუმრა, და ქვეყანაში ლურჯი მოცვის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები შეაფასა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up