დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-23 21:00:10

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. ჩინეთიდან ნედლეულის იმპორტი პანდემიამდელ პერიოდზე 5-6-ჯერ ძვირია

ქართველი იმპორტიორები ჩინეთიდან ნედლეულის იმპორტის გაძვირებას მთავარ პრობლემად მიიჩნევენ, რის გამოც ბიზნესს ხარჯი არნახულად ეზრდება.

 

2. COVID-19 ეფექტები უძრავ ქონებაზე საქართველოში - კვლევა

2021 წლის ივლისში თბილისში ძველ ბინებზე მოთხოვნა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-თ გაიზარდა.

 

3. რა ღირს ოკუპირებული უძრავი ქონება აფხაზეთსა და ცხინვალში

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფასი, როგორც მიწაზე, ასევე საცხოვრებელ სახლებზეც მკვეთრად დაეცა.

 

4. სექტემბრიდან მცენარეული ზეთი მკვეთრად გაიაფდება


ქართულ დახლებზე დაახლოებით 2 კვირაში მცენარეული ზეთი გაიაფებას დაიწყებს. ტენდენცია გლობალურ ბაზრებზე უკვე შესამჩნევია.

 

5. „კასს სქაი ბრიჯმა“ ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2023 წელს უნდა დაასრულოს

სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს.

 

6. კორონავირუსი და ბიზნესი - შავი სია გაკოტრების სანაცვლოდ

მაშინ, როცა ქვეყანაში „ეკონომიკა დუღს“ ბიზნესი გაკოტრებისგან თავის დახსნას სხვადასხვა გზებით ცდილობს. „კომერსანტი“ მოგიყვებათ ამბავს, თუ როგორ აღმოჩნდა მრავალწიანი გამოცდილების მქონე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში.

 

7. „თეა გოდოლაძის შპს „სეისმიკ კონსალტინგ“ ყიდის სეისმურ დასკვნებს, ქმნის მონოპოლიას და სფეროში კორუფციულ რისკებს ზრდის

როგორც „ახალგზრდა ადვოკატები“ აღნიშნავენ, აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში ადგილი ჰქონდა ისეთ შეცდომებს, როგორიცაა სქემატური რღვევითი ტექტონიკის მოდელების გამოყენება, სეისმური კერების ზონების არასწორი პარამეტრიზაცია, უზუსტობები პიკური აჩქარების დაცხრომების არჩევაში და ა.შ. რაც არ იძლეოდა ქ. ბათუმში სასტუმროს მშენებლობის მოედნის სეისმური საშიშროებოს ობიექტურ, სწორ შეფასებას.

 

8. რუსეთ–უკრაინას შორის „სანქციების ომი“ გამწვავდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას „პერსონალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდველი ზომების მიღების შესახებ“ 12 რუსულ იურიდიულ პირთან მიმართებაში.

 

9. ისრაელის შემდეგ კოვიდის სამკურნალო წამალი ბრიტანეთმაც შექმნა

კოვიდვაქცინასთან ერთად ნელ-ნელა მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატებიც ჩნდება. ისრაელის შემდეგ, დამაიმედებელი ინფორმაცია ბრიტანეთიდანაც ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯევიდმა მედიკამენტი „რონაპრევე“ შეაფასა, როგორც „პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი იარაღი“.

 

10. Goldman Sachs: რა გავლენას მოახდენს თალიბების გამარჯვება დოლარზე?

ამ თვეში 50 წელი უსრულდება აშშ-ის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ისტორიულ გადაწყვეტილებას, როდესაც მან ბერტონ-ვუდის სისტემა გააუქმა, შეაჩერა დოლარის კურსის მიბმა ოქროსთან და ამერიკული ვალუტის კურსი თავისუფალ ცურვაში გაუშვა - წერს გამოცემა project-syndicate.org-ში საინვესტიციო ბანკ  Goldman Sachs-ის მთავარი ეკონომისტი ჯიმ ო‘ნილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up