დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-20 21:00:38

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. რატომ ვერ იყენებს საქართველო ორგანული ფერმერული ტურიზმის პოტენციალს

სპეციალისტები საქართველოში ორგანული ფერმერული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ.

 

2. კრიზისის მიუხედავად, „კრისტალბეთის“ წმინდა მოგება 88%-ით გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 თვე ყველა ტოტალიზატორი და კაზინო დაკეტილი იყო, ონლაინთამაშების ხარჯზე, სექტორის ჯამური ბრუნვა (დადებული ფსონების ჯამი) 22%-ით, 31.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

 

3. მოესწრება თუ არა ჰაწვალის საბაგიროს შეცვლა ზამთრის სეზონამდე

ზამთრის სეზონზე სვანეთში ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ასვლას დამსვენებლები ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ.

 

4. სახელმწიფოს კუთვნილი დაჭაობებული მიწის ნაკვეთი 3 მლნ ლარად გაყიდა

3 110 000 ლარად შეფასებული ქონება შპს „ალფამ“„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში 3 115 000 ლარად უპირობოდ იყიდა.


 

5. ავღანეთი – ამერიკული შეიარაღება თალიბების ხელშია, ხაზარებს აწამებენ და კლავენ, ნადირობენ „დოიჩე ველეს“ რედაქტორზე

ავღანეთის თითქმის მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდების გარდა, თალიბანის მებრძოლებმა ის ამერიკული შეიარაღება და ტექნიკაც ჩაიგდეს ხელში, რომელიც ავღანეთის არმიამ უკან დახევისას დატოვა.

 

6. ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზე ჯერ არ ასახულა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. ბოლო დღეებში მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი შემცირდა და Brent $66–ის სიახლოვეს, ხოლო WTI — $63–თან ივაჭრება.

 

 

7. როგორ გამოიმუშავა საპენსიო ფონდმა NBIM 6 თვეში $112 მლრდ

$1,4 ტრილიონიანი ბრუნვით მსოფლიოში უმსხვილესი ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (NBIM) შემოსავალმა წლის პირველ ნახევარში 990 მლრდ კრონა, ანუ $111,9 მლრდ შეადგინა.

 

8. ბამბუკის ავეჯი ციხისძირელი მცირე მეწარმისგან

რეზო დუმბაძე, ახალგაზრდა მცირე მეწარმე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან, რომელიც რამდენიმე სახეობის ავეჯს რეგიონში არსებული რესტორნებისა და აგარაკებისთვის ქმნის.

 

9. ილონ მასკმა რობოტი–ჰუმანოიდის Tesla Bot შექმნა დააანონსა

ანდროიდის პროტოტიპი უკვე 2022 წელს შეიძლება გამოჩნდეს, განაცხადა მასკმა Tesla–ს მიერ ორგანიზებულ „ხელოვნური ინტელექტის დღეზე“, რომელიც ხუთშაბათს, 19 აგვისტოს გაიმართა. მისი თქმით, Tesla Bot ნეირონულ ქსელთან და ახალ სუპერკომპიუტერთან Dojo დაკავშირებულ საქმეებს შეასრულებს.

 

10. საქართველოში ხილ–ბოსტნის საიმპორტო ფასი 8–წლიან მინიმუმზეა

საქართველო მიმდინარე წელს ხილ–ბოსტნის, კაკლის და ჩირის იმპორტში 2020 წელზე ნაკლებსაც კი ხარჯავს, როდესაც პანდემია დაიწყო, რასაც მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა მოჰყვა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up