დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-13 21:00:58

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. მცირე ბანკებში დოლარის ანაბრებზე პროცენტი 4–ჯერ მეტია, ვიდრე მსხვილ ბანკებში

მცირე ზომის ბანკები კლიენტების მოზიდვას დომინანტ ბანკებთან შედარებით უცხოურ ვალუტაში 3-ჯერ ან ზოგ შემთხვევაში 4-ჯერ უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით ცდილობენ.

 

2. 82.7 მლნ ლარის დივიდენდს თიბისი სექტემბერში გადაიხდის

თიბისი შუალედური დივიდენდების გადასახდელად ემზადება და TBC Bank Group-მა აქციონერებს უკვე აცნობა, რომ თანხა 17 სექტემბერს ჩაერიცხებათ, თითო ჩვეულებრივ აქციაზე 1.5 ლარის (ექვივალენტი ფუნტში) ოდენობით.

 

3. ივლისში ექსპორტი 42%-ით გაიზარდა

ექსპორტი აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით, 2019 წლის ივლისთან შედარებით კი 21%-ით $391 მლნ-მდე გაიზარდა.

 

4. თხილის ბაზარზე განუკითხაობაა - 5–ლარიან თხილს ხალხი 3,5 ლარადაც ვერ ყიდის


ჩამბარებელ პუნქტებში თხილის სტანდარტის გამო  1 ტონა თხილში მოსახლეობა, სულ მცირე, 1500 ლარს კარგავს.

 

5. მოსახლეობის ფინანსური ზარალი მილიარდ ლარს აჭარბებს

პანდემიის გამო საქართველოშო ოჯახების შემოსავალი 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარით შემცირდა. ცალკეა აუნაზღაურებელი ზარალი, რასაც ჩვენი მოქალაქეები ინფიცირებულთა გარდაცვალების, ჯანმრთელობის გაუარესებისა და მორალური სტრესის გამო განიცდიან.

 

6. 3 ლარი – ფსიქოლოგიური ნიშნული რეგულარის მარკის ბენზინმაც გადალახა

საქართველოში ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე ყველაზე იაფი რეგულარის მარკის ბენზინის ფასმა ახალი ფსიქოლოგიური ნიშნული – 3–ლარიანი ზღვარი გადალახა.

 

7. სავალუტო რყევებმა და ინფლაციამ ჯუთაში სასტუმრო „მეხუთე სეზონის“  ფასებზე იმოქმედა

როგორც „კომერსანტს“ ყაზბეგის რაიონის  სოფელ ჯუთაში მდებარე სასტურმოს „მეხუთე  სეზონის“ დამფუძნებელმა გელა არაბულმა უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ბიზნესზე დიდ გავლენას ახდენს, სასტუმრო დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის და 2021 წელს მათთან მომხმარებელთა რაოდენობამ 2019 წლის ნიშნულს მიაღწია. თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასების დაკორექტირება რამდენჯერმე მოუწიათ.

 

8. გერმანიაში სეზონური სამუშაოზე ნამყოფი მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფოს სასამართლოში უჩივიან

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს დღეს, 13 აგვისტოს შეიტანენ. მათ  უფლებს „გაერთიანებული პროფკავშირები“ დაიცავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთა უმეტესობა პროგრამით უკმაყოფილოა, თუმცა ამ ეტაპზე 11 მოსარჩელეა, რომლებსაც პროფკავშირები საკუთარი უფლებების  დაცვაში დაეხმარება.

 

9. საქპატენტმა ბორჯომის დასახელების გამოყენებაზე ჩინურ კომპანიას დავა მოუგო

საქპატენტმა ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დავა მოიგო. საქმე ეხება ქართული მინერალური წყლის დასახელება „ბორჯომის“ გამოყენებას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არაკეთილსინდისიერი განზრახვით იყო რეგისტრირებული ჩინური კომპანიის სახელზე.

 

10. Adidas Reebok–ის ბრენდს €2,1 მილიარდად გაყიდის

გერმანული Adidas AG უკვე შეუთანხმდა Reebok–ის ბრენდის გაყიდვაზე ამერიკულ კომპანიას Authentic Brands Group (ABG). მხარეები €2,1 მლრდ მოცულობის გარიგების დახურვას მომავალი წლის პირველ კვარტალში აპირებენ. Adidas–მა Reebok 2006 წელს $3,8 მილიარდად იყიდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up