დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-12 21:00:48

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი


1. სამომხმარებლო სესხებზე ყველა ბანკში მაღალი საპროცენტო განაკვეთი ნარჩუნდება

კომერციულ ბანკებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იანვრიდან დღემდე 12.2%-დან 12%-მდე შემცირდა. ლარში გაცემულები კი 15.7%-დან 15.6%-მდე. რადგან 200 000 ლარამდე მოცულობის სეხის გაცემა ლარშია სავალდებულო, სამომხმარებლო სესხების 88%-ზე მეტი სწორედ ეროვნული ვალუტაშია გაცემული.


2. ვაქცინირებულ ისრაელსა და ბრიტანეთში სიკვდილიანობის კოეფიციეტი 0%–ს უახლოვდება – საქართველოში 1,26%

კოვიდვაქცინის უმთავრესი მიზანი რომ ფატალური შემთხვევის დადგომის თავიდან აცილებაა, ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანი ინფექციონისტები თვეებია საუბრობენ. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრა, ინფიცირების დონე მეტ-ნაკლებად, მაგრამ სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა.



3. KTW–მ პანდემიური წელი ₾15 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

საქართველოში ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ პანდემიური წელი ₾15 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 4 წლის განმავლობაში, როდესაც ზურაბ ჩხაიძის კომპანია ზარალზე გავიდა.


4.სელის ზეთის ქართველი მწარმოებელი ინვესტორს ეძებს


საქართველოში სელის ზეთის მწარმოებელი ზაქარია სვიმონიშვილი ინვესტორს ეძებს. როგორც ,,კომერსანტთან“ ამბობს, ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც 100%-ით ნატურალურ სელის ზეთს ამზადებს. პროდუქტის უპირატესობა ხარისხი და ბუნებრივი, სასიცოცხლო თვისებების შენარჩუნებაა, რაც დამზადების ტექნოლოგიას უკავშირდება.


5.სემეკმა „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 75 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას.



6. მაღალი ინფიცირების გამო კომპანიებში მუდმივი კადრების შენარჩუნება ჭირს

პანდემიის პერიოდში ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შრომის ბაზარზე გამოიკვეთა, დასაქმებულებს უკავშირდება. იმის გამო, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს, კომპანიებში ხშირად უწევთ თანამშრომლების გათავისუფლება გარკვეული ვადით, რაც ბიზნესში არასტაბილურობას იწვევს. ამის შესახებ „კომერსანტთან“ სამეწარმეო ბიზნესის და  სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები აცხადებენ.



7. სოკოს მწარმოებელ შპს „თეთრ ქუდში” გარემოს ზედამხედველებმა სისხლის სამართლის დანაშაული დაადგინეს

არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს „თეთრი ქუდის” კუთვნილ სოკოს საწარმოში ინსპექტირება განახორციელეს და დაადგინეს, რომ საწარმო კომპოსტის (ნარჩენების აღდგენა) წარმოების მიზნით საქმიანობას კვლავ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


8. NDI-ის კვლევით ეკონომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა კვლავ პრიორიტეტებია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები. ინფორმაციას NDI ავრცელებს.


9. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა



10. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვები სრაფი ტემპით იზრდება

ეკონომიკის აღდგენის ნიშნების ფონზე, ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელიც იზრდება. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სატვირთო გადაზიდვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და ის აქტიურად ვითარდება. წლის პირველ ნახევარში ყველა სახის ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთები წლიურად დაახლოებით 13%-ით არის გაზრდილი.

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up