დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-05 23:55:43

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

2. მეწარმეთა კავშირი: „ხელისუფლება ისევ ნაცნობ წრეზე ტრიალებს, საქმის კურსში არავინ ჩაგვაყენა“

„მეწარმეთა კავშირის“ განცხადებით, პარლამენტმა სამეწარმეო სფეროს კანონი ისე დაუწესა, რომ მათ უმრავლესობასთან კომუნიკაცი არ ჰქონია...

 

3. რეფინანსირების განაკვეთის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა

ივნისის მდგომარეობით, თურქეთს აქვს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი - 19%-იანი განაკვეთი, ხოლო ყველაზე დაბალია მოლდოვაშია, სადაც ეს მაჩვენებელი 2,65%-ს შეადგენს.

 

4. ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია საქართველოს შრომის ინსპექციამ დააჯარიმა


ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი შრომის ინსპექციამ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა.

 

5. სენატის შენობაში Aspria-ს ფიტნეს დარბაზის გახსნა გადავადდა

ვაკის პარკთან მდებარე რესტორან „სენატის“ ყოფილ შენობაში Aspria-ს ფიტნეს დარბაზის გახსნა მეორედ გადავადდა.

 

6. საბანკო აქტივების 73%-ზე მეტი თიბისისა და საქართველოს ბანკზე ნაწილდება

კომერციული ბანკების აქტივების მუცულობამ, 30 ივნისის მდგომარეობით, 56 მლრდ ლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.7 მლრდ-ით აღემატება. აქტივების 73%-ზე მეტი თიბისისა და საქართველოს ბანკზე ნაწილდება.

 

7. 3D საამქრო პლასტმასის ნარჩენებისგან მეორეული პროდუქციის წარმოებას გეგმავს

სამმა მეგობარმა – ვახტანგ დოლიძემ, საბა სირაძემ და დავით ვაშაყმაძემ პლასტმასის ბოთლებით მეორეული პროდუქტის წარმოება გადაწყვიტეს და ოზურგეთში 3D საამქრო დააფუძნეს.

 

8. პანდემიურ წელს „ევექსი ჰოსპიტლების“ შემოსავალი 11%-ით შემცირდა

2020 წელს სს „ევექსი ჰოსპიტლების“ წმინდა მოგება 2019 წელთან შედარებით 208%-ით შემცირდა და ზარალმა 31 504 000 ლარი შეადგინა.

 

9. საქართველოს სატრანზიტო გზებზე მალფუჭებადი ტვირთები პრიორიტეტული გახდა

ინფორმაციის გაცვლის ახალი ელექტრონული სისტემა საშუალებას იძლევა, საპატრულო პოლიციამ შეამოწმოს ინფორმაცია მალფუჭებადი/პრიორიტეტული ტვირთის შესახებ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და გზებზე მათი გადაადგილების პრიორიტეტულლობა განსაზღვრონ.

 

10. 2020 წელს ჩინეთმა $54 მლრდ–ის პირბადეები გაყიდა

2020 წელს ჩინეთმა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გაყიდვები 4-ჯრ გაზარდა. კერძოდ, 2019 წელს ქვეყანამ საერთაშორისო ბაზარზე $22,9 მლრდ–ის, ხოლო 2020 წელს $90 მლრდ–ის პროდუქცია გაიტანა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up