დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.
2. ქართული არქიტექტურული პროექტი ბულგარეთის სანაპიროზე
„სტუდია 9“-ის ესკიზური პროექტი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. არქიტექტურული ოფისი მუშაობას მასშტაბურ ზღვისპირა კომპლექსის პროექტზე იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, ბულგარეთში აშენდება.
3. წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც არ დაწყებულა
საქართველოს სავიზიტო ბარათი, საბჭოთა კავშირის რივიერა - წყალტუბო ისევ ახალი სიცოცხლის მოლოდინშია. კურორტის გაცოცხლება 30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო.
4. საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.
5. რა იწვევს ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტს საქართველოს დახლებზე
... ძალიან ხშირად ტვირთებს „ყვითელ დერეფანში“ უწევთ მოცდა, ზოგ შემთხვევაში, კვირაობით, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ბაზარს უქმნის პრობლემას და ბიზნესიც ზარალდება.
6. კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს.
7. „ქართულ მოდას ქვეყნის პოპულარიზაციის მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ღვინოს“ - სოფო ჭყონია
„ქართულ მოდას აქვს პოტენციალი, საქართველო უფრო სწრაფად გახადოს პოპულარული ვიდრე ღვინოს“ - ამის შესახებ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა განაცხადა.ფ„ქართულ მოდას აქვს პოტენციალი, საქართველო უფრო სწრაფად გახადოს პოპულარული ვიდრე ღვინოს“ - ამის შესახებ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა განაცხადა.
8. როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
9. Facebook-ზე რეკლამა ფიზიკური პირებისთვის გაძვირდება
ფიზიკური პირებისთვის ოქტომბრიდან ფეისბუქზე რეკლამის განთავსება ძვირდება და მას დღგ-ს განაკვეთი 18% ემატება
10. Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს
აშშ–ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ირგვლივ შეთანხმება რუსეთს გაზის პირდაპირ დასავლეთ ევროპაში მიწოდების შესაძლებლობას აძლევს.