დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-07-29 21:00:31

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. საქართველოში ,,მწვანე წყალბადის“ წარმოებაში ინვესტირებით Toyota Tsusho Corporation დაინტერესდა

მალე საქართველოში შესაძლოა ახალი ინოვაციური საპილოტო პროგრამა დაიწყოს, რომელიც ,,მწვანე წყალბადის“ წარმოებას უკავშირდება.

 

2. აუთვისებელი ბაზარი და თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები იაპონიასთან

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველომ იაპონიაში ექსპორტზე $10.6 მლნ-ის პროდუქცია გაიტანა. ამ მაჩვენებლით საექსპორტო პარტნიორებში ამომავალმა მზის ქვყანამ 24-ე ადგილი დაიკავა.

 

3. ჯანდაცვაში საქართველოში ჯიბიდან გადახდების წილი 48%–ს, ევროპის ქვეყნებში კი 30%-ს შეადგენს

ჯანმრთელობაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი (48% 2018 წელს) კვლავ აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%).

 

4. „ნუტრიმაქსი“ თევზის კომბინირებული საკვების წარმოებას იწყებს


კომპანიის წარმომადგენელმა რევაზ ლაფაჩმა „კომერსანტს“ უთხრა, რომ სამომავლოდ თევზის სანაშენე მეურნეობების კომბინირებული საკვებით მოამარაგებას გეგმავენ, რომლებიც დღეს ამ პროდუქტის დეფიციტს განიცდიან.

 

5. რუსეთში ვაშლის თვითღირებულება საბაზრო ფასს ასცდა – შეზღუდავენ თუ არა ქართული ხილის იმპორტს?

რუსეთმა, შესაძლოა, ვაშლის იმპორტს შეზღუდვა დაუწესოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნით რუსმა მეხილეებმა მიმართვა უკვე გაუგზავნეს ქვეყნის პრემიერ მიშუსტინს.

 

6. ავტოსკოლის რამდენი გაკვეთილია საკმარისი მართვის მოწმობის ასაღებად

ავტოსკოლა ,,ავტომობილის“ ხელმძღვანელი, მძღოლ-ინსტრუქტორი თამაზ თოფაძე აცხადებს, რომ მინიმუმ, 20-25 გაკვეთილი აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლემ სრულად შეძლოს დაეფლოს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და გავიდეს გამოცდაზე.

 

7. BOOKING, GOOGLE, FACEBOOK–სა და სხვა კომპანიებს დღგ-ს გადახდის ვალდებულება 1-ელ ოქტომბრამდე გადაუვადდათ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში,  რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვება.

 

8. საქართველო–რუსეთს შორის ავიამიმოსვლის უპირობოდ აღდგენა არ უნდა მოხდეს

„საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე აღდგენა არ უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა 20/20–ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა.

 

9. ევროპაში გაზი $500-მდე გაძვირდა

„გაზპრომი“ ევროპაში უკრაინის გავლით გაზის მიწოდების ზრდაზე უარს ამბობს, რამაც 1000 კბ/მ ცისფერი საწვავის ფასების მკვეთრი - $500-მდე ზრდა გამოიწვია.

 

10. საქართველოში ლურჯი მოცვის სეზონი მთავრდება

საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავლის აღება რამდენიმე დღეში დასრულდება. ადგილობრივი მწარმოებლების აზრით, 2021 წლის სეზონი ივნისის ბოლოს რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებული პანიკის და ფასების ვარდნის მიუხედავად, მთლიანობაში, წარმატებული იყო.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up