დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია.
2. ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
3. ნიშნავს თუ არა Made in Georgia 100%-ით ქართულ ნაწარმს?
ნიშნით Made in Georgia (დამზადებულია საქართველოში) სასაქონლო ბაზარზე გასული პროდუქციის უმეტესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 100%-ით ქართული არ არის.
4. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა, მაგრამ ჯიბიდან გადახდილის წილი საკმარისად ვერ შეამცირა
„ჯანდაცვის დაფინანსების ბოლოდროინდელმა რეფორმებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა, მაგრამ ჯანდაცვის მიმდინარე ხარჯების ჯიბიდან გადახდილი წილი არ შემცირებულა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო“.
5. ხეხილის მოსავლიანობით საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა
1 ჰა-ზე ხეხილის მოსავლიანობის მოცულობით საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა. როგორც FAO-ს ანგარიშიდან ირკვევა, ერთ ჰექტარზე საშუალოდ წარმოებული ხეხილი რამდენჯერმე ნაკლებია მეზობელი ქვეყნების მიერ წარმოებულ რაოდენობაზე.
6. Astrazeneca-ს ვაქცინა რეგიონებში არ არის - მოქალაქეები მეორე დოზით ვეღარ იცრებიან
კოვიდის შემთხვევების დრამატული ზრდის ფონზე საქართველოში ვაქცინაცია კვლავ პრობლემად რჩება.
7. მეთევზეობის მთავარი პრობლემა საკვების ინდუსტრიული წარმოების არქონაა
იმპორტირებული კომბინირებული საკვები იმდენად ძვირია, რომ ხშირ შემთხვევაში წარმოებული თევზის გასაყიდი ფასი თვითღებულებასაც ვერ პასუხობს, რის გამოც თევზის მეურნეობებს ძალიან უჭირს.
8. რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა.
9. Le Monde: ირანელები ვაქცინაციისთვის სომხეთში ჩადიან
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირანში მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიმდინარეობს და ბევრი ირანელი ასაცრელად მეზობელ სომხეთში ჩადის.
10. Handelsblatt: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამჯერად ბრიუსელი უპირისპირდება
აშშ-ის მხრიდან გაზსადენის წინაამღდეგ მიმართული ქმედებები დასრულდა, მოსკოვი ტრიუმფალურ გამარჯვებას ზეიმობს.