დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-07-27 21:00:12

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება

იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.

 

2. რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო

როგორც ,,კომერსანტთან“  მეწარმე თამაზ ომანაძე ამბობს, ყველაზე ძვირად, 3000 ლარად,  2012 წელს  ჩამოსხმული ,,უსახელოური“ გაიყიდა.

 

3. ქვეყნები, რომლებიც პანდემიამდელ ეკონომიკას დაუბრუნდნენ

ეპიდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას რიგმა ქვეყნებმა თავი დააღწიეს. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, 27-მა ქვეყანამ გასულ წელს მშპ არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა 2019 წელთან შედარებით.

 

4. „მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა


2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ყველაზე დიდი შემსყიდველი 1.76 მლრდ ლარით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა.

 

5. 520-ე დადგენილებაზე მუშაობას BAG იწყებს - როგორია მარიანა მორგოშიას გეგმები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს უკვე ერთი თვეა რაც ახალი მოადგილე მარიანა მორგოშია ჰყავს.  გააძლიერებს თუ არა საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე მენეჯერი ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და რა მიმართულებით იმუშავებს ის.

 

6. დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.

 

7. 6 თვეში ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის შემცირდა

წლის პირველ ნახევარში ბენზინის, დიზელისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთი კი შემცირდა. ინფორმაციას ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავსირი ავრცელებს.

 

8. ჩრდილოვანი მაინინგი - აფხაზეთში კრიპტოვალუტის გამომუშავების აკრძალვა ქაღალდზე დარჩა

აკრძალვის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგის პროცესმა ძალები უფრო მეტად მოიკრიბა, რასაც რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის ზრდა ადასტურებს.

 

9. 10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია.

 

10. Moody's: პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები დააზარალა

სარეიტინგო სააგენტომ Moody's დაადგინა, რა ტიპის ქვეყნები დაზარალდნენ პანდემიისგან ყველაზე მეტად და მომავალში რა სახის პრობლემები გახდება მთავარი გამოწვევები როგორც ცალკეული ქვეყნებისთვის, ასევე მთლიანად გლობალური ეკონომიკისთვის.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up