დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს
„მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის გზა“
2. სჭირდება თუ არა საქართველოს ,,საპარტნიორო ფონდი“
,,საპარტნიორო ფონდის“ არსებობას ვერავინ ამართლებს, მაგრამ რა ფორმით შეიძლება გააგრძელოს საქმიანობა, ამაზე მთავრობაც კი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.
3. ცვლილება კანონში – სათამაშო ბიზნესის სრული კონტროლი თუ მსუბუქი შეზღუდვა?
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პარლამენტმა სათამაშო ბიზნესისთვის მოიცალა და კონტროლთან დაკავშირებით რეგულაციები მიიღო, მაგრამ ეს არ არის ის ცვლილება, რომელსაც მოსახლეობის აზარტული თამაშებისგან თუნდაც მინიმალური დაცვა შეუძლია.
4. ბინები მთაწმინდაზე სამგორთან შედარებით 76%-ით ძვირია
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.1%-ით, 2020 წლის საშუალსთან შედარებით კი 8.6%-ით გაიზრდა.
5. ბენზინისა და დიზელის იმპორტი $96 მლნ-ით გაიზარდა
6 თვეში ნავთოპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, $96 მლნ-ით $327 მლნ-მდე გაიზარდა.
6. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა სექტემბერში იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, სასოფლო–სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროექტს მთავრობა სექტემბრიდან დაიწყებს.
7. თხილის ჩასაბარებელი ფასი წელს 10 ლარს მიაღწევს
საქართველოს რეგიონებში ნედლი თხილის რეალიზაცია დაიწყო. 1 კგ პროდუქტის ფასი ამ ეტაპზე 3-3,50 ლარია, თუმცა სეზონის განმავლობაში იგი რამდენიმეჯერ დაკორექტირდება.
8. ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტმა 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო
ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 32.3%-ით 1.323 მლრ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც ივნისის ექსპორტმა 195 მლნ კვტ/სთ, მთელი 2020 წლის მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო.
9. Die Zeit: მოსკოვს შეუძლია უკრაინის დამცირება იზეიმოს
კომპრომისი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე - ეს დამცირებაა უკრაინისთვის, პუტინი კი ძალიან კმაყოფილია. გაზსადენი უახლოეს თვეებში ამუშავდება, ხოლო გერმანიის და აშშ-ის მიერ მოსკოვის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს კრემლი სერიოზულად არ მიიღებს.
10. „დელტა“ ბრიტანეთს უტევს
ბრიტანეთში კორონავირუსის დელტა-შტამი სწრაფად ვრცელდება, რაც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.