დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-07-13 21:00:09

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. ექსკლუზივი: რუსეთში ქართულ ფეროშენადნობზე ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო – რას ამბობენ ჯორჯიან მანგანეზში

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიდა ბაზრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა გაავრცელა ოფიციალური შეტყობინება, რომლის თანახმად, ქართული წარმოშობის ფეროსილიკომანგანუმთან მიმართებით ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო.

 

2. ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 1862 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 121 PCR ტესტით.

 

3. სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულაციების ჩარჩოში მოსაქცევად მთავრობა მესამე ცდაზე წავიდა

12 ივლისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

4. ექვს თვეში ექსპორტი 25.5%-ით გაიზარდა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 6 თვეში 21.3%-ით $6.212 მლრდ-მდე გაიზარდა. იანვარ-ივნისში იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.5%-ით $4.325 მლრდ-მდე, ხოლო ექსპორტი 25.5%-ით $1.888 მლრდ-მდე გაიზარდა.


 

5. 2016-2020 წლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანია 1.149 მილიარდ მგზავრს მოემსახურა

2016-2019 წლებში მგზავრთნაკადი თბილისის ავტობუსში 11%-ით, ხოლო მეტროში 31%-ით გაიზარდა. 2020 წელს, პანდემიის გამო, ორივე მონაცემი განახევრდა.

 

6. საფრთხეშია როგორც შეჩერებული, ისე მიმდინარე სახელმწიფო ტენდერების შესრულებაც

ამის მიზეზად ასოციაციის დირექტორი პროექტების ძველი ფასებით დაკონტრაქტებას და დღეისათვის კი აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.

 

7. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება 97.3%-ით შემცირდა

შემოსავლის 124 მლნ ლარიანი ზრდის მიუხედავად ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება 2020 წელს 97.3%-ით 3.197 მლნ ლარამდე შემცირდა. კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის მიხედვით მოგების შემცირება ხარჯების ზრდამ გამოიწვია.

 

8. Audi, BMW, Daimler, Porsche და Volkswagen კარტელისთვის ასობით მილიონი ევროთი დააჯარიმეს

მსხვილი გერმანული საავტომობილო კომპანიები Audi, BMW, Daimler, Porsche და Volkswagen კარტელურ გარიგებაში დაადანაშაულეს.

 

9. Deutche welle: „საქართველოს ევროკავშირში წევრობის შანსებს კარგავს“

ევროპაში ძალიან ბევრი აღშფოთდა მას შემდეგ, რაც თბილისში გადაღებული კადრები იხილა  - ლგბტ-პრაიდის მონაწილეები და ჟურნალისტები ულტრანაციონალისტების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ გეი-აღლუმები მიუღებელია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის“.

 

10. Le Figaro: მოლდოვას ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები მოვიდნენ

ამ დროისთვის არჩევნებში 47%–ს მაია სანდუს პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“ იღებს, მაშინ, როდესაც პრორუსული ბლოკი „კომუნისტები და სოციალისტები“, რომელსაც კრემლთან დაახლოებული ექს-პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს - 31%-ს დასჯერდა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up