დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა და საერთაშორისო ფინანსური რესურსები მოზიდვა - ექსპერტები ფინანსთა მინისტრის 2020 წლის საქმიანობას აფასებენ

დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა და საერთაშორისო ფინანსური რესურსები მოზიდვა - ექსპერტები ფინანსთა მინისტრის 2020 წლის საქმიანობას აფასებენ

access_time2020-12-17 15:00:58

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. როგორც ივანე მაჭვარიანმა აღნიშნა, პანდემიის საპასუხოდ ქვეყანამ შეძლო საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც იმ ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგია, რაც საქართველოს პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკრედიტო რეიტინგები.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პარამეტრებზე და აღნიშნა, რომ პანდემიამდე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ხარჯები და გაიზარდა კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8.5 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა საბიუჯეტო დეფიციტი.

 

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე დეტალურად ისაუბრა სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც ბიუჯეტიდან მიიმართა დამატებითი თანხები პანდემიის წინააღმდეგ - ესაა ჯანდაცვა, მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ ეკონომისტები ივანე მაჭავარიანის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და პანდემიის დროს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრომ არაერთი რეფორმა გაატარა, რომელთა შორის ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმის შექმნაა.


„რამდენიმე რეფორმა ნამდვილად იმსახურებს გამოყოფას, მაგალითად, დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმის შექმნა, რომელიც სამწუხაროდ აქამდე ვერავინ გააკეთა, არადა  ფაქტობრივად ყველა მაგას პირდებოდა ბიზნესს. ეს ბიზნესისთვის ბევრად უფრო კომფორტული პირობების შემქმნელია, თავისი ფული მას თვითონ აქვს და არ უნდა ელოდოს ერთი წელი, სანამ ფინანსთა სამინისტრო დაუბრუნებს ამ თანხას სხვა პირობებში, ამიტომ ეს ბიზნესისთვის მისასალმებელი მოვლენაა, ამას თავისი პოზიტიური ეფექტი ექნება. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ გადადგმილი ნაბიჯები, პანდემიასთან გასამკლავებლად ფინანსთა სამინისტროდან იფარებოდა, იქნებოდა ეს ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარიანი თუ ერთჯერადი სამასლარიანი დახმარება, ასევე კომუნალური ხარჯების დაფარვა და ა.შ.


მართალია მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მუშაობის დამსახურება არ იყო, რადგან საგარეო ვალის ხარჯზე გაკეთდა, თუმცა მათ მოიზიდეს ეს დახმარებები და შეძლეს დროულად ამ ფინანსური რესურსის მობილიზება, მაგრამ ფაქტი, რომ ეს არ იყო ქართული ეკონომიკის შექმნილი ფული, საიდანაც შემდგომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა პროგრამებით დაეხმარნენ, ესეც აღსანიშნავია“, - აცხადებს ჭარაია.

 


ვახტანგ ჭარაია სხვადასხვა სექტორის სხვადასხვა წესით დაბეგვრის საკითხსაც შეეხო.მაშინ როდესაც ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ფიქრობს, რომ ეს არასწორია და მნიშვნელოვანია, გადასახადები თანაბრად იყოს გადანაწილებული ყველა სექტორზე, ჭარაია ამბობს, რომ ზოგიერთ სექტორს რომელსაც დახმარება სჭირდება, შეიძლება ეს საგადასახადო გადასახადების შემცირებით მივცეთ.


„მარტივად რომ გითხრათ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, იმ გაგებით, რომ ჩვენ დღეს ეკონომიკაში სხვადასხვა სექტორები ისედაც განსხვავებულად გვაქვს დაბეგრილი. ზოგიერთ სექტორებს დახმარება სჭირდება, რომელიც შეიძლება საგადასახადო გადასახადების შემცირებით მივცეთ, ვიღაცას კი სუბსიდირებით, ასევე შეიძლება პირობითად მიწა უსასყიდლოდ ან ერთ ლარად გადავცეთ, ამის სხვადასხვა მექანიზმები არსებობს.


გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ გადასახადების შემცირება საქართველოში, რომელიმე ბიზნესს, რაღაც ტიპის უპირატესობას აძლევს, მაგრამ რაიმე ფორმის კვლევით თუ გამოიკვეთა, რომ პირველ ეტაპზე რაღაცა პერიოდის განმავლობაში წახალისებისთვის, ერთი ან ორი წელი, ასეთი შეღავათი ამ სექტორისთვის მომებიანია, მაშინ შეიძლება მიეცეთ კიდეც. თუმცა ზოგადადად გადასახადები საქართველოში ყველაზე დაბალი გვაქვს ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია და ამის კიდევ შემცირებით, არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ეფექტი მივიღოთ.

 

თუ აკეთებ კონკრეტულ გათვლებს, შემდეგ მთავრობას არწმუნებ, რომ ამ კონკრეტულმა შეღავათმა შეიძლება ეს კონკრეტული შედეგი მოგიტანოს და უფრო მეტია ვიდრე გაწეული შეღავათი, რა თქმა უნდა ღირს ასეთი ხელის გაწოდება, მაგრამ ჩვენ რომ პირობითად ვთქვათ, რომ სავაჭრო ცენტრებს და იქ არსებულ მაღაზიებს შევუმციროთ გადასახადები ან პირობითად რომელიმე კომპანიას, მგონია რომ არ არის მიზანშეწონილი.


ზოგადად გადასახადების შემცირებას არ ვეთანხმები, თუმცა კონკრეტულ დარგში, კონკრეტულ სეგმენტში, კონკრეტული გათვლა არსებობს, რომელიც კარგ შედეგებს იძლევა, რა თქმა უნდა შეიძლება ამაზე ფიქრი“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

 

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო პანდემიის პერიოდში ძალიან კარგად გაუმკლავდა მიმდინარე პროცესებს და მისი როლი საერთაშორისო ფინანსების მოზიდვის კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო.

 

„დიდი ყურადღება ალაბთ უნდა გავამახვლოთ იმაზე, თუ პანდემიის პერიოდში როგორ გაუმკლავდა პროცესებს ფინანსთა სამინისტრო და სხვა სამინისტროები მიმდინარე პროცესებს. მიმაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ერთის მხრივ კარგი შედეგი დადო. ფინანსური რესუსრსების მოზიდვის საშალებით ფინანსთა სამინისტროს უდიდესი როლი აკისრია. როცა გაზაფხულზე პანდემია ძალებს იკრებდა, ფინ ანსთა სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა და საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა , სადაც მოხერხდა საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება, ამ თვალსაზრისით ფინანსთა სამინისტროს როლი უმნიშვნელოვანესია.


გარდა ამისა, კერძო სექტორების მხარდაჭერის კონტექსტში ფინანსთა სამინისტრომ უპრეცედენტოდ მაღალი, დაახლოებით ერთი მილიარდი ლარის დღგ დაუბრუნა კერძო სექტორს და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც პანდემია არის ქვეყანაში და ფინანსური რესურსების მოძიება და მისი მართვა რთულია.


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაკროერკონომიკური მდგრადობის პარამეტრების თვალსაზრისით 2019 წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო და ისოტრიულად კარგი მაჩვენებლები გქვონდა იგივე ბიუჯეტის დეფიციტის, საგარეო ვალის და  სხვა ტიპის პარამეტრების კუთხით. ამ მდგრადმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა განაპირობა, რომ 2020 წელს როდესაც კრიზისული ვითარება შეიქმნა, სახელმწიფომ მოახერხაფინანსური რესურსების მოძიება თუ სხვა ღონისძიებების გატარება. ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება კრიზისულ პერიოდში უფრო მოქნილები ვყოფილიყავით“, - განმარტავს გვიდიანი.


ივანე მაჭავარიანის აზრს იზიარებს ანდრია გვიდიანიც და ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა რაც სამინისტრომ გაატარა, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა იყო.


„მიმაჩნია, რომ დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა რაც ბოლო წლებში გატარდა ფისკალური პოლიტიკის ჭრილში. 2019 წელს კერძო სექტორიში დაბრუნდა დაახლოებით 600 თუ 620 მილიონი ლარის დღგ, 2020 წელს პანდემიის დროს დაბრუნდა მილიარდი ლარი, რაც კერძო სექტორისთვის არის ძალიან  მნიშვნელოვანი რესურსი, რადგან ფინანსების მოძიების თვალსაზრისით კერძო სექტორი უფრო ელასტიური იყოს.


გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს უკვე სისტემურად გაიმართა და  ბიუროკრატიული ბარიერები გამარტივებული არის, რაც გულისხმობს მოთხოვნის გარეშე დაბრუნებას. მანკიერი პრაქტიკა არსებობდა, როდესაც დღგ-ს იტოვებდა სახელმწიფო და გამორჩენაზე იყო, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე  წარმატებული რეფორმაა , რაც ბოლო წლებში ფისკალური პოლიტიკის კონტექსტში გატარებულა“, - აცხადებს გვიდიანი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up