დღგ-ს შემცირება, სუბსიდირება და საბიუჯეტო დახმარების პროგრამა - ბრიტანეთი სარესტორნო ბიზნესის გადარჩენას ცდილობს

დღგ-ს შემცირება, სუბსიდირება და საბიუჯეტო დახმარების პროგრამა - ბრიტანეთი სარესტორნო ბიზნესის გადარჩენას ცდილობს

access_time2020-07-15 20:00:57

ბრიტანეთის ახალმა ინდუსმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკიმ კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის დარგების გადარჩენის გეგმა შეიმუშავა. რამდენიმე დღის წინ მან ახალი ბიუჯეტი წარადგინა, სადაც აქცენტი რესტორნების, სასტუმროების, მუზეუმების, პარკებისა და სხვა გასართობი ადგილების ხელშეწყობაზეა გაკეთებული.


ახალი გეგმის მიხედვით, პირველ რიგში დღგ 20%-დან 5%-მდე მცირდება. გარდა ამისა, პროგრამა Eat out — help out (ჭამე და დაეხმარე) ამოქმედდა, რომელის მიხედვითაც, აგვისტოს თვეში მთავრობა, მომხმარებლებს საკვები ობიექტების ჩეკების მიხედვით, ყოველი საუზმის/სადილის/ვახშმის ღირებულების 50%-ს აუნაზღაურებს. სისტემა მხოლოდ სამუშაო დღეებში მოქმედებს, რადგან სავარაუდოდ, უქმეებზე რესტორნებს მომხმარებლები ისედაც არ მოაკლდებათ. ასევე განსაზღვრულია სუბსიდირებული სადილის მაქსიმალური ღირებულება - 10 ფუნტი. შესაბამისად, რაც უფრო იაფია რესტორანი, კომპენსაცია მით უფრო მაღალი იქნება.


ერთი ადამიანის მიერ ვიზიტების რაოდენობა შეზღუდული არაა. ბრიტანელებს შეუძლიათ რესტორანში დღეში სამჯერ მიირთვან და შეღავათითაც ისარგებლონ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფასდაკლება ალკოჰოლურ სასმელებზე არ მოქმედებს. გარდა ამისა, ბრიტანეთში, ისევე როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მოქმედებს სქემა furlough ანუ თუ ბიზნესი დახურულია, თანამშრომლის დათხოვნა არ ხდება და ის ბიუჯეტიდან თავისი ხელფასის 80%-ს მაინც იღებს.



რა იქნება, როდესაც ბიზნესები აღდგება და საბიუჯეტო დახმარების პროგრამა დასრულდება? დააბრუნებენ თუ არა დამსაქმებლები ყველა თანამშრომელს?- ამის საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრო ყოველ დაბრუნებულ თანამშრომელში დამსაქმებელს 1000 ფუნტს გადაუხდის. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაბიჯია, ბრიტანეთში უმუშევრობის ზრდის წინაამღდეგ. გარდა ამისა, მთავრობა დამსაქმებლებს 16-24 წლის ასაკის ყოველ ახალ აყვანილ თანამშრომელზე ასევე 1000 ფუნტს გადაუხდის. ეს იმისთვის კეთდება, რომ კრიტიკულ ასაკში ახალგაზრდები უმუშევრად არ დარჩნენ.


აღსანიშნავია, რომ დღეს ბრიტანეთში 40 000 პაბი, 28 000 რესტორანი, 15 000 კაფე და 7500 სასტუმროა, სადაც 2,4 მლნ. ადამიანი მუშაობს.


წყარო businessviews.com.ua

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ბრიტანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up