მედია სახელმწიფოსგან დღგ-ს გაუქმებას ითხოვს

მედია სახელმწიფოსგან დღგ-ს გაუქმებას ითხოვს

access_time2020-05-07 16:30:09

მედიისთვის საგადასახადო ტვირთი ყოველთვის ძალიან მძიმე იყო. ჩვენ მედიასაშუალებას ვხედავთ, როგორც დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. ამიტომაც, აუცილებელია, რომ სახელმწიფო პანდემიის კრიზისის დროს და შემდგომაც კონკრეტული შეთავაზებებით  სამაუწყებლო, ბეჭდურ, ონლაინ თუ რეგიონულ მედიასაშუალებებს გვერდით დაუდგეს, უზრუნველყოს მათი ფინანსური სტაბილურობა და საარჩევნო პერიოდში მედია-გარემოს პლურალიზმი.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს.

 

„ლელოს“ მხრიდან მედიასაშუალებების გადასახადებისგან 3 წლით გათავისუფლების შესახებ ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. საბა ბუაძე განმარტავს, რომ პანდემიამ მედიასექტორი იმდენადვე დააზარალა, რამდენადაც ბიზნესი, რომელთაც რეკლამების განთავსების საშუალება არ აქვთ. ეს უკანასკნელი კი ნებისმიერი, სამაუწყებლო, ბეჭდური თუ ონლაინ მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

მედია პირდაპირ დამოკიდებულია სარეკლამო შემოსავლებზე, რომელსაც განათავსებს კერძო ბიზნესი. დღეს კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა დააზარალა სარეკლამო ბაზარი, რომლის მოცულობაც ისედაც არ ჰყოფნიდა საქართველოში მედიას არსებობისთვის.  ბოლო 5 წლის განმავლობაში მედიასექტორში 50 მილიონზე მეტი მოცულობის საგადასახადო დავალიანება დაგროვდა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო და ხელისუფლება შერჩევითად იყენებს. ორივე ხელისუფლების მმართველობის დროს ჩვენ ვნახეთ ძალიან უსამართლო მიდგომა მედიის მიმართ.  მთავრობა დავალიანებას ჩამოაწერდა მხოლოდ მათთვის მისაღებ მედიასაშუალებებს და რთულ პირობებში ტოვებდნენ სხვებს. ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ეს მიმართულება სამი წლის მანძილზე იმ გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდეს, რომელიც მათ ყველაზე მძიმე ტვირთად აწევთ. სარეკლამო ბაზარი მცირდება და ამას უნდა დავუპირისპიროთ შემხვედრი ნაბიჯები, რათა შევინარჩუნოთ მდგრადი გარემო მედიისთვის.“- აღნიშნავს საბა ბუაძე.

 

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საუბარია ყველა გადასახადის გადავადებაზე, თუმცა, უნდა გაკეთდეს იმის ანალიზი, თუ რომელი გადასახადი უფრო მძიმე ტვირთად აწევს მედიას და ამის შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული.


„ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივას „კომერსანტთან“  მედიის წარმომადგენლები აფასებენ.

 

ბიზნესრეზონანსის“  მთავარი რედაქტორი ზვიად შვანგირაძე „ლელოს“ ინიციატივას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ საეჭვოა მთავრობის მხრიდან 3 წლის მანძილზე მედიის გადასახადებისგან გათავისუფლება.  რაც შეეხება სარეკლამო ბაზრის შემცირებასა და კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს, შვანგირაძის განმარტებით, მსგავსი სურათი შემოდგომამდე შენარჩუნდება, რადგან ბიზნესს ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება  მარკეტინგული მიმართულებით გააქტიურებისთვის.

 


მედია შეიძლება ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს ისევე, როგორც სხვა ბიზნეს სუბიექტები, თუცა, არ მგონია, რომ სამი წლით მთავრობა ამას დათანხმდეს. სამი წელი დიდი ვადაა, უფრო რეალური იქნება, თუ  ერთი წლის განმავლობაში ან 2022 წლამდე იყოს ამაზე საუბარი. რეკლამების მიმართულებით მართლაც ძალიან გართულდა მდგომარეობა - ბიზნესმა რეკლამების განთავსება შეაჩერა, მაგარამ არანაკლებ რთული იქნება საგანგებო მდგომარეობის შემდგომი პერიოდი. თუკი ბიზნესი ამუშავდება,  კომპანიები უცებ ვერ მოიკრებენ ძალებს და სარეკლამო ბაზარზე ვერ გავლენ. ეს ვითარება კიდევ გაგრძელდება და შემოდგომამდე ბევრი არაფერი შეიცვლება.“ - აცხადებს შვანგირაძე.  

 

სარეკლამო ბაზრის ხელახალი გააქტიურების ნიშნებზე საუბრობს ბიზნესმედია კორპორაციის დამფუძნებელი  ლევან ბეგლარიშვილი. მისი განცხადებით,ეს  არსბეულ ეკონომიკურ ვითარებაში მნიშნელოვანი ნაბიჯი იქნება. მისივე განმარტებით, დამატებული ღირებულების გადასახადისგან მედიის გათავისუფლება სავსებით შესაძლებელია და ეს დამატებითი შეღავათი იქნება სხვა ბიზნესებისთვისაც.

 

 „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სარეკლამო ბაზარი რა თქმა უნდა შემცირებულია. გლობალური პანდემია თავის გავლენას მედიის შემოსავლებზეც ახდენს. თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში, ბიზნესის მხრიდან გარკვეული ძვრები შეინიშნება.


რაც შეეხება ინიციატივას,ზოგადად, ყველა გადასახადის გაუქმების წინააღმდეგი ვარ, პირიქით, ვფიქრობ, გარკვეულ გადასახადებს უნდა იხდიდეს ყველა ბიზნეს სუბიექტი, რომელიც შემოსავალს ღებულობს. თუმცა, ასეთ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, საგადასახადო შეღავათები, როგორც სხვა ბიზნეს სექტორებისთვის, ასევე მედიაბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია დამატებული ღირებულების გადასახადი. როგორც ვიცით ბეჭდური მედია გათავისუფლებულია აღნიშნული გადასახადისგან, გარდა ამისა მედიაბიზნესის ძირითადი ხარჯი სახელფასო ფონდებია, შესაბამისად დღგ-უბრალოდ ვიხდით და ძალიან იშვიათად ვითვლით. შესაბამისად, გარკვეული შეღავათის გაწევისთვის, დამატებული ღირებულების გადასახადისგან გარკვეული ვადით გათავისუფლება, შესაძლებლად მიმაჩნია. თავის მხრივ ეს გამოიწვევს ზოგადად, მედიამომსახურების გაიაფებას, რაც დამატებითი შეღავათი იქნება სხვა ბიზნესებისთვის.“ - აღნიშნავს ლევან ბეგლარიშვილი.

 

ბიზნესმედია ჰოლდინგ „კომერსანტის“ კომერციული დირექტორი ლილია იასეშვილი განმარტავს, რომ კრიზისი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა იმ მედიასაშუალებებისთვის, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული არიან რეკლამით მიღებულ შემოსავლებზე. მისივე განცხადებით, მედიის გადასახადებისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, მითუმეტეს, რომ ქვეყანაში ამ სფეროში არც თუ ისე ბევრი მედიაკომპანია ოპერირებს და ბიუჯეტისთვის ეს დიდ დანაკლისს არ წარმოადგენს.

 

პანდემიამ, როგორც ყველა სფეროს, ისე მედიასაც დიდი ზიანი მიაყენა. როცა ეკონომიკური კრიზისი იწყება, კომპანიები პირველ რიგში მარკეტინგულ ხარჯებს ამცირებენ. ეს კი ისეთი მედიისთვის, რომელიც არა დოტაციაზე, არამედ მთლიანად გამომუშავებულ შემოსავალზე ვართ დამოკიდებული, ძალიან მძიმე სურათს ქმნის. მესმის, რომ დღგ-თანხა  ბიუჯეტის დიდი წილია, თუმცა საქართველოში არ არის იმდენი მედიასაშუალება,  რომ შეღავათების დაწესებით ბიუჯეტს დიდი ზიანი მიადგეს. ჩვენი სფეროს კომპანიებისთვის დღგ-გადასახადის გაუქმება დიდი შეღავათი იქნება, გვექნება ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება და შევძლებთ გადარჩენას.“ - აღნიშნავს ლილია იასეშვილი.



რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თათა სადრაძის განმარტებით, შექმნილი ვითარება მედიის სრულფასოვან ფუნქციონირებას  აფერხებს, შესაბამისად ჰოლდინგის პოზიციაც მთავრობისგან დამატებით მხარდაჭერის აუცილებლობას გულისხმობს.

 

COVID19-ის  პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე საგრძნობლად შემცირდა სარეკლამო შემოსავლები, რის გამოც მედია საშუალებების ფუნქციონირების საკითხი შესაძლოა დადგეს დღის წესრიგში. შექმნილ ვითარებაში მედიისთვის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანიარადიო ჰოლდინგი ამ ეტაპზე ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ხარჯები, რათა შეინარჩუნოს ყველა თანამშრომელი და შეუქმნას მათ სამუშაო პირობები. დღეისთვის ჰოლდინგის რადიოსადგურებში 130 თანამშრომელია დასაქმებული.


ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, მოიცავს გარკვეულ შეღავათებს, ეს ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დამატებით, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა რადიოს სექტორის სრულფასოვან ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. - ამბობს თათა სადრაძე.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up