შემოსავლების სამსახურმა დღგ-ს გადამხდელ კომპანიებს სავარაუდო დარიცხვა 1,250 ლარის ოდენობით განუსაზღვრა

შემოსავლების სამსახურმა დღგ-ს გადამხდელ კომპანიებს სავარაუდო დარიცხვა 1,250 ლარის ოდენობით განუსაზღვრა

access_time2021-06-01 16:47:32

შემოსავლების სამსახურმა დღგ-ს გადამხდელ კომპანიებს, რომლებსაც მიმდინარე წლის აპრილის თვის ნულოვანი დეკლარაცია არ გაუგზავნიათ - სავარაუდო დარიცხვა 1,250 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა - ანა ოსიყმიშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი.


რას ნიშნავს სავარაუდო დარიცხვა?


შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზაში, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს კონკრეტული საგადასახადო პერიოდისთვის გადასახადის აღრიცხვა და ასახვა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, რაც სავარაუდო დარიცხვას გულისხმობს.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული დარიცხვის განხორციელების მიზნად დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარიების ხელშეწყობა დაასახელა.


რა შემთხვევაში ხორციელდება სავარაუდო დარიცხვა და რა პერიოდში?



სავარაუდო დარიცხვა განხორციელდება, როდესაც კომპანია, რომელიც არის დღგ-ს გადამხდელი, დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაბამის დეკლარაციას, ხოლო პერიოდი განსაზღვრულია დღგ-ს დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილი სავადო თარიღის შემდეგ. შესაბამისად 2021 წლის აპრილის თვის დეკლარირების ვადა იყო 2021 წლის 17 მაისი და იმ კომპანიებმა ვისაც აპრილის თვეში მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციები და არ წარადგინეს ნულოვანი დეკლარაციები მიიღეს შეტყობინებები სავარაუდო დარიცხვის შესახებ, რომელმაც თანხობრივად შეადგინა 1250,00 ლარი.


— როგორ უნდა მოხდეს სავარაუდო დარიცხვის გაუქმება?


თუ კომპანიას შესაბამის საგადასახადო პერიოდში არ ჰქონია დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვები, უნდა გააგზავნონ ნულოვანი დეკლარაიცები, რაც საფუძველი იქნება სავარაუდო დარიცხვის გაუქმების.


აღსანიშნავია, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამტკიცებული ინსტრუქციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტში ვკითხულობთ:


„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელი, გარდა ფიზიკური პირისა, არ წარადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია“. 


„ქუდოს ჯორჯია“ მზად არის ნებისმიერი სირთულის კომპანიას გაუწიოს ბუღალტრული, აუდიტორული და სხვა ფინანსური მომსახურება, იყოს მისი პირადი კონსულტანტი, რითაც კომპანიის ოპერაციების აღრიცხვა მუდმივად იქნება შესაბამისობაში საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.


Kudos Georgia-ს შესახებ: ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. „ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს. კომპანია „Forum of Firms“-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის, რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up