„დღგ-ს დაბრუნებით, გაჩერებული ბიზნესის ნაწილს,მთავრობა შესაძლებლობას მისცემს რომ გადარჩეს“

„დღგ-ს დაბრუნებით, გაჩერებული ბიზნესის ნაწილს,მთავრობა შესაძლებლობას მისცემს რომ გადარჩეს“

access_time2020-03-25 10:00:18

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობა ბიზნესს საგადასახოდო შეღავათებს სთავაზობს. მათ შორის, საქართველოს მთავრობა გეგმით გათვალისწინებული დასაბრუნებელი 600 მლნ დღგ-ს ნაცვლად, ბიზნესს დამატებითი ღირებულების გადასახადის გაორმაგებულ ოდენობას დაუბრუნებს. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მტკიცებით, ამ რაოდენობის დღგ-ის დაბრუნებით, ჯამში ეკონომიკას განსაკარგად 1.2 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსი უბრუნდება.


BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ არსებულ კრიზისულ სიტუაციაში, ბიზნესს ფულის ლიკვიდურობის პრობლემა აქვს და დღგ-ს გაორმაგებით დაბრუნება მასზე დადებითად აისახება, თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ იმ ორგანიზაციებზეც გააკეთოს შეღავათები, ვისაც დღგ-ს ზედმეტობა არ წარმოექმნება.


„ზოგადად,მსგავსი კრიზისების დროს, ფულის ლიკვიდურობის პრობლემა იქმნება, როდესაც კომპანიებს არ აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები რომ ვალდებულებები გაისტუმრონ და ოპერირება განაგრძონ. შესაბამისად, დღგ-ს დაბრუნება ძალიან კარგია, უბრალოდ ბიზნესს უნდა ესმოდეს რომ ეს გავრცელდება არა ყველაზე, არამედ, მხოლოდ იმ კომპანიაზე,რომლსაც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დღგ-ს ზედმეტობა წარმოექმნება, ესეთები არიან მაგალითად, ექსპორტიორები. როგორც დაანონსდა, ველოდებით მთავრობიდან უფრო ფართომაშტაბიან გეგმას, საინტერესო იქნება სახელმწიფოს მიერ როგორ მოხდება ყველა სხვა ბიზნესის მხარდაჭერა. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში გამოიგზავნოს უცხოური ფულადი სახსრები, რაც ძალიან გვჭირდება. ის უნდა მოხმარდეს როგორც ბიზნესს, ასევე სოციალური საკითხების მოგვარებას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“, - განმარტა ზურაბ ლალაზაშვილმა.



ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ დღგ-ს დაბრუნების ინიციატივა სწორია, ასევე აუცილებელია სხვა სახის საგადასახადო შეღავათების განხორციელებაც, თუმცა, შესაძლოა ბიუჯეტში მობილიზებული თანხები ამ ხარჯების დასაფარად საკმარისი არ იყოს.


„მსგავსი ინიციატივები აუცილებელია, საგადასახადო მიმართულებით მაქსიმალურად დიდი შეღავათების მიცემა უნდა მოხდეს, თან მაშინ როცა ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერებულია, მას კიდევ დამატებითი საგადასახადო ტვირთის გაწევა არ შეუძლია და თუ ამ პერიოდს მთავრობა შეუმსუბუქებს, შესაძლებლობას მისცემს, რომ გადარჩნენ. ჩვენი მიზანია იმ ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, რომელიც გვემუქრება, ერთ-ერთი საშუალება კი დღგ-ს დაბრუნება და გადასახადების შემსუბუქებაა. პრობლემა გვაქვს იმპორტზეც, რადგან როდესაც მასზე ვართ დამოკიდებული, გაუფასურებული ლარის და მაღალი გადასახადების პირობებში იმპორტირებული პროდუქცია ძვირდება, ამიტომ ასეთ სიტუაციაში გადასახადების შემცირება აუცილებელია. ბიუჯეტის ნაწილიც გასათვალისწინებელია, არ ვიცი მთავრობას რამდენად ეყოფა თანხები რომ ადმინისტრაციულ ხარჯებსაც გაუმკლავდეს და შემდეგ ბიზნესს დაეხმაროს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დღგ-ს წილი მთლიან გადასახადებში დაახლოებით 40%-მდეა, ყველაზე დიდი წნეხი შესაბამისად საგადასახადო შერბილების კუთხით დღგ-ზე წამოვა და მსგავსი გადაწყვეტილება ბიუჯეტს დააცარიელებს, თუმცა ალტერნატიული გზები არის მოსანახი, რადგან სახელმწიფო თავისი ხარჯებით ამ ეტაპზე ბიზნესს ბევრით ვერ შეეშველება“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up