დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით დაეცა. შედეგად, 6 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3202 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0337 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 6 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9640 ლარი ეღირება.