დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით დაეცა. შედეგად, 2 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0221 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 2 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0101 ლარი ეღირება.