სასტუმრო „ჯორჯია პალასს“ ზღვის სეზონისთვის უცხოური ჯავშნები შეუმცირდა

სასტუმრო „ჯორჯია პალასს“ ზღვის სეზონისთვის უცხოური ჯავშნები შეუმცირდა

access_time2022-04-14 16:00:51

ზაფხული აჭარაში ყველაზე აქტიური სეზონია, „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორ ემზადება საზღვაო კურორტი ქობულეთი 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის და სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს რუსუდან ცეცხლაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მომხმარებელთა ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა.


„მოგეხსენებათ ზაფხული აჭარაში და განსაკუთრებით ქობულეთში დასვენებისთვის ყველაზე სასურველი პერიოდია, შესაბამისად 2022 წლის ზაფხულიც არ არის გამონაკლისი, თუმცა მოლოდინი უფრო მაღალი იყო. მიმდინარე წელს რეალურად  გაზრდილი იყო მოლოდინები, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ზრდის მკაფიო შენელება გამოიწვია. ზაფხულის პერიოდში უკრაინელი სტუმრების წილი საკმაოდ მაღალი იყო. დღევანდელი მდგომარეობით, მიმდინარე ზაფხული შარშანდელზე გაცილებით დაბალი ტემპით იჯავშნება. დამსვენებელთა 95% ადგილობრივია.

სასტუმრო “ჯორჯია პალასის“ დამსვენებელთა ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ტურისტზე მოდის. რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური პროცენტულობა მოდის ყაზახ ტურისტებზე. დიდი ბაზრები იყო რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და სხვა“, -  აღნიშნა რუსუდან ცეცხლაძემ.



რუსუდან ცეცხლაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი დამსვენებლისგანაც ინტერესი შედარებით შენელებულია, რაც როგორც უკრაინის მოვლენებს, ასევე ინფლაციას და ფასების ზრდას უკავშირდება. 



„ნებისმიერი სახის აგრესია, რომელსაც ერთი ქვეყანა მეორეზე ახორციელებს, მსოფლიოს მასშტაბით დიდ ზიანს აყენებს ტურიზმს. ამ მხრივ გამონაკლისი ვერც ჩვენი ქვეყანა იქნებოდა. უკრაინელი ტურისტები ძირითად სამეულში შედიოდნენ, სეზონზე  ეს ბაზარი დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა. 

ამ ეტაპზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ადგილობრივი ტურისტის ინტერესიც შედარებით შენელებულია, რაც ალბათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც უკავშირდება, რადგან არის რიგი ფაქტორები, რაც ამ ტემპზე გავლენას ახდენს – ინფლაცია, ზოგადად ფასების ზრდა და ა.შ.“, -  აღნიშნა რუსუდან ცეცხლაძემ. 



რუსუდან ცეცხლაძე ამბობს, რომ სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ მომხმარებელს ყოველ წელს სიახლეებს სთავაზობს და ამ მხრივ არც 2022 წელი იქნება გამონაკლისი. 




„ყოველი ზაფხულის მოახლოება ჩვენი სტუმრებისთვის ყველაზე სასიამოვნო პერიოდია. მათ აქ ყოველთვის ელოდებათ სუფთა გარემო და სიახლეები. როგორც ყოველთვის, 2022 წლის ზაფხულიც არ იქნება გამონაკლისი სიახლეების მხრივ. “ჯორჯია პალასის“ გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი სტუმრებს სთავაზობს განახლებულ აიურვედას, ინდურ პანჩაკარმა სერვისს. წელს შესაძლებელია თითოეული პროცედურა უკვე ექიმის ჩართულობით და რჩევით ჩაიტაროს სტუმარმა, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და ეზიარონ უძველეს, 5000–წლოვან ინდურ მედიცინას. აქ იქნება აიურვედას 5 სპეციალისტი და ექიმი. სტუმრებს ვთავაზობთ  არაერთ გასართობ სპორტულ აქტივობას, წელს ჩვენს ჩამონათვალს დაემატა ცხენით ჯირითი“, - აღნიშნა რუსუდან ცეცხლაძემ. 



რაც ეხება ფასებს, რუსუდან ცეცხლაძე ამბობს, რომ სასტუმრო როგორც ქართული, ასევე უცხოელი ტურსიტებისთვის ფასების დასტაბილურებას ცდილობს, თუმცა ის მაინცცვალებადია და მუდმივად საჭიროებს კორექტირებას. 



„როგორც ყოველთვის, ვცდილობთ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. ფასები ცვალებადია და მუდმივად გადის კორექტირებას. ინდივიდუალურად ვუდგებით ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს და კომფორტული გადახდის მექანიზმს ვთავაზობთ. ფასები დამოკიდებულია თვეზე, კვების ტიპზე, ოთახის ტიპზე და ა.შ.“, - აღნიშნა სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა. 




სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ 157 ნომერს მოიცავს ზღვისა და ბაღის ხედებით.



 თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up