„დღეში ერთი მაგიდა ერთი ერთგული კლიენტისთვის“ - ერეკლე მეორის მოედანი დაცარიელდა

„დღეში ერთი მაგიდა ერთი ერთგული კლიენტისთვის“ - ერეკლე მეორის მოედანი დაცარიელდა

access_time2020-10-23 15:30:00

ერეკლე მეორის მოედანზე, სადაც ძველ თბილისს მორგებული 15-ამდე სხვადასხვა ბარი თუ რესტორანი მუშაობდა, დღეს სამამდე ბარია დარჩენილი. ერთერთია ნატურალური ღვინის ბარი „ჯი.ვინო“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. როგორც ბარის მფლობელი გიორგი აივაზიანი „კომერსანტთან“ ამბობს, დღეს ქუჩა სრულად დაცარიელდა და „ჯი.ვინოს“ ღვინის ბარიც დღეში თითო მომხმარებელს მასპინძლობს.


„ჯი.ვინო მდებარეობს ერეკლე მეორის ქუჩაზე და უნდა გავუსვა ხაზი, რომ აქ სრული კატასტროფაა მომხმარებლებისა და ბიზნესის მიმართულებით. ჩვენი ნატურალური ღვინის ბარი გახსნიდან ძალიან კარგად მუშაობდა,  ყოველგვარი მცდელობის გარეშე, ლოკაციისა და ღვინის გამო, ბარი სულ სავსე იყო. დღეს ამ ქუჩაზე ერთი სულიერიც არ დადის. ერეკლე მეორის ქუჩაზე 15-მდე რესტორანი და კაფე-ბარი იყო, დღეს სამი დარჩა. ლოქდაუნის მერე ყველამ გახსნა თავისი ობიექტი, მაგრამ ზოგმა ერთ კვირაში, ზოგმა 2 კვირაში დახურა. ჩვენ ვმუშაობთ იმიტომ, რომ მაინც ერთგული კლიენტები გვყავს, ვისაც უყვარს ჩვენი ღვინო. ასეთ სიტუაციაში, კომერციულად არანაირად საინტერესო არ არის ამ ბარის მართვა და ზარალზე ვმუშაობთ.

მეიჯარემ მცირე შეღავათი გაგვიკეთა - მოვახერხეთ, რომ გაყიდვებიდან პროცენტის მიცემაზე მოვლაპარაკებოდით და გარკვეულწილად პარტნიორული გარიგება გამოვიდა. ეს ძალიან გვეხმარება, რადგან ფიქსირებუბული რომ იყოს იჯარის გადასახადი, ვერ გავწვდებოდით. წარმოიდგინეთ დღეში ერთი მაგიდა თუ დაკავდება თითო ერთგული კლიენტის მიერ.“ - ამბობს გიორგი აივაზიანი.



მარიამ მორგოშია


თეგები:
ჯივინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up