“დღესაც საქართველოში არ არსებობს იმ დონის ინჟინერი, რომელსაც შეუძლია ააწყოს ან  შეაკეთოს ქარხნებში დამონტაჟებული აღჭურვილობა“ - ქართული ევოლუცია - ПТУ-დან პროფესიულ კოლეჯამდე

“დღესაც საქართველოში არ არსებობს იმ დონის ინჟინერი, რომელსაც შეუძლია ააწყოს ან შეაკეთოს ქარხნებში დამონტაჟებული აღჭურვილობა“ - ქართული ევოლუცია - ПТУ-დან პროფესიულ კოლეჯამდე

access_time2019-08-11 14:00:02



საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან უყვარდათ ტრაბახი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების დიდი რაოდენობით, ასევე მეცნიერებათა დოქტორების, პროფესორების, დოცენტების და აკადემიკოსების ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო კონცენტრაციით მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით.



ამაზე ძალიან ადვილი იყო საუბარი საბჭოთა პერიოდში, როდესაც დიპლომი ცოდნაზე მეტად ფასობდა და ფულის კეთება ხდებოდა ძირითადად ნახევრად კანონიერი ხერხებით, სხვადასხვა სქემებით, მსხვილი რუსი ჩინოვნიკების დათრობით და მოსყიდვით.
იმ პერიოდში იყო მოწინავე სპეციალისტების და თავის საქმეში პროფესიონალების მცირე ფენა უცოდინართა ზღვაში და ალბათ ეს გაგრძელდებოდა დაუსრულებლად - თუმცა, ამპარტავანი უვიცების აღლუმს წინ აღუდგა თავად დრო - საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველაფერი დადგა თავის ადგილას.



ნათლად გამოჩნდა ვინ ვინ არის. ისიც გახდა აშკარა, რომ არავითარი „მაღალგანათლებული მოსახლეობა“ საქართველოს არ ჰყავს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მეტი პროფესორი და აკადემიკოსია, ვიდრე ანალოგიური ზომის ევროპულ ქვეყნებში და ამავე დროს კარგი შემდუღებლები შემოგვყავს თურქეთიდან.



აღმოჩნდა, რომ დღესაც კი, 2019 წელს საქართველოში არ არსებობს იმ დონის ინჟინერი, რომელსაც შეუძლია ააწყოს და აუცილებლობის შემთხვევაში, შეაკეთოს მცირერიცხოვან ქარხნებში დამონტაჟებული აღჭურვილობა. ქართველი სპეციალისტები მეტ-ნაკლებად კარგად მართავენ უკვე დაყენებულ დანადგარებს, თუმცა საშუალო სირთულის პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, სასწრაფოდ უწევთ სპეციალისტების მოწვევა უცხოეთიდან - შესაბამისი დანახარჯებით.



საბჭოთა განათლების სისტემის მემკვიდრეობა საქართველოში არის ადამიანი, რომელიც ლამაზად მეტყველებს, არის კარგი მოსაუბრე, იცის ბევრი ლექსი, არაუშავს მღერის, მაგრამ არ იცის არაფერი კონკრეტული, არ ფლობს არანაირ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას.



გავიხსენოთ 90-ანი წლები - მაშინ ახალი შემოსული იყო სპეციალობები, რომლებიც დაკავშირებული იყო კომპიუტერთან - პროგრამისტი, ქსელური ინჟინერი და ა.შ. დღეს ალბათ არავის ახსოვს და წარმოსადგენადაც ძნელია, მაგრამ იმ დროს „კომპიუტერშიკების“ უმეტესობა იყვნენ ან აქაური რუსები, ან სომხები, ან რუსულენოვანი ქართველები.



ამ ვითარებამ დაიწყო შეცვლა მხოლოდ 2000-ანების დასაწყისში, როდესაც კომპიუტერებით დაინტერესდნენ ქართულენოვანი ახალგაზრდები.
პარალელურად, ქართველები ჯიუტად იხდიდნენ საკმაოდ სერიოზულ თანხებს შვილების უცოდინრობაში - დიპლომომანია არ გამქრალა სსრკ-სთან ერთად და გადმოაბიჯა უკვე დამოუკიდებელ საქართველოშიც.



ასობით ვითომ უმაღლესი სასწავლებელი არიგებდა დიპლომებს, როგოც კარტოფილს და ბოლოს და ბოლოს მოხდა ის, რაც იყო მოსახდენი - ოღონდ ბევრად უფრო ადრე - სიმბოლურ-რიტუალური განათლების ფასი მკვეთრად დაეცა.




არა, ეს არ ნიშნავს, რომ დიპლომომანია მოკვდა - ბევრ ქართველ ახალგაზრდას ურჩევნია იყოს საერთაშორისო დიპლომატიის ფაკულტეტის დაუსაქმებელი კურსდამთავრებული, ვიდრე შემდუღებელი, რომელზეც მიდის ნადირობა სამშენებლო კომპანიებში.



ამიტომაც, ყველაზე პოპულარული სპეციალობები ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში კვლავ რჩება მენეჯმენტი, ადმინისტრირება, მართვა...
თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა - საზოგადოების თვალში დიპლომმა დაკარგა საკრალური მნიშვნელობა. დღევანდელ საქართველოში დიპლომი არ განსაზღრავს ადამიანის წარმატება-წარუმატებლობის საკითხს.



მენტალური ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის საშუალო-პროფესიული განათლების მოულოდნელი ზრდა საქართველოში.



საბჭოთა დროში ქართველისთვის სამარცხვინო იყო სწავლა პროფტექნიკურ სასწავლებელში - არაერთხელ გაიგონებდით - რა გაუჭირდა სამაგისოდ და რატომ სწავლობს ПТУ-ში?“.



ქართველი ახალგაზრდისთვის ამ ტიპის სასწავლებელთან მიკარებაც კი ითვლებოდა ცხოვრებისეული მარცხის მაჩვენებლად.
ეს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს - რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განვითარებულ ქვეყნებში პროფესიული კოლეჯი დამთავრებული აქვს ბევრად უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე უნივერსიტეტი.



მაგალითად, 24-64 წლის ასაკის მოქალაქეების შორის უმაღლესი განათლება აქვს იტალიაში 17%-ს, გერმანიაში - 27%-ს, ჰოლანდიაში 32%-ს, შვეიცარიაში -40%-ს. განვითარებულ სამყაროში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კანადას - 54%.



მსოფლიოში პირველ ადგილზე უმაღლესი სასწავლებლების დიპლომირებული სპეციალისტების რაოდენობით 1 სულ მოსახლეზე არის... აბა თუ მიხვდებით - რომელი ქვეყანა? დიახ, რუსეთი - 60%.



თუმცა, ეს არის მხოლოდ ქვეყნების მცირე ნაწილის რეიტინგი, რომელშიც არ ფიგურირებენ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი და ა.შ..



დღეს მსოფლიო ეკონომიკაში იზრდება პროფესიონალი ტექნიკოსების ფასი და საქართველომ, თავისი ჭარბი რაოდენობის ექიმებით, საერთაშორისო მარკეტინგის და მენეჯმენტის სპეციალისტებით ჯერ ვერ აუწყო ფეხი ამ ტენდენციას.



თუმცა, დამაიმედებელი ნიშნები ბევრია - უმაღლეს სასწავლებელში არჩაბარება სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის ოჯახი წევრების ტრაგედია, სულ უფრო ხშირად ახალგაზრდები ანებებენ თავს უსარგებლო სწავლას, რომლის ფულიც მათ ოჯახებს არა აქვს და სულ უფრო მეტი ადამიანი სწავლობს პროფესიულ კოლეჯში.



კერძოდ, 2018 წელს პროფტექნიკურ კოლეჯებში ჩაირიცხა 13 000-ზე მეტი ახალგაზრდა - მათ შორის სახელმწიფო სასწავლებლებში 8775, კერძოში - 4356.



ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია მზარეული, IT-სპეციალისტი, ელექტრიკოსი, მკერავი, შემდუღებელი, და ა.შ.
ეს ჯერ მხოლოდ პროცესის დასაწყისია და პროფესიული სასწავლებლების მსმენელთა რაოდენობა ჯერაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება უმაღლესებში ჩარიცხული ახალგაზრდების რაოდენობას - 41 600.



თუმცა, თვითონ ის ფაქტი, რომ ელექტრიკოსობა უკვე არაა სირცხვილი და სულ უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია იყოს დასაქმებული შემდუღებელი, ვიდრე ქრონიკულად უმუშევარი ტოპ-მენეჯერი, იძლევა იმედს, რომ საქართველოშიც მოვა დრო, როდესაც კარგი ელექტრიკოსი არ იქნება დეფიციტში.



თენგიზ აბლოთია






სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up