დღეს ყველას სჭირდება რისკების დაზღვევა და საუკეთესო ვარიანტია თუ ბიზნესის გარანტორი სახელმწიფო იქნება

დღეს ყველას სჭირდება რისკების დაზღვევა და საუკეთესო ვარიანტია თუ ბიზნესის გარანტორი სახელმწიფო იქნება

access_time2020-04-28 10:00:17

„აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზრდება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმა ეკონომიკური გეგმა წარადგინა.


ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი, საიდანაც საკრედიტო საგარანტიო სქემის მიმართულებით – 300 მლნ დაიხარჯება და ძირითადი ჯგუფები იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი. გარდა ამისა, ახალი სესხის 90%-ზე გარანტიას სახელმწიფო მისცემს. იმ კომპანიებს კი, რომლებსაც ძველი სესხები აქვთ, რესტრუქტურიზაციის სახით სახელმწიფო 30%-ის გარანტირების ნაწილში შეეხიდება.


გიორგი გახარიას განმარტებით, ცვლილებები შევა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსების პირობებში: სესხსის/ლიზინგის პირობები 24-დან 36 თვემდე გაიზრდება; შეიცვლება საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმი და პროცენტის დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობა გაიზრდება; გაიზრდება საქმიანობის სახეობებიც; სესხის/ლიზინგის მინიმალური ზღვარი დაიწევს; გაიზრდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსებაც.


შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის დამფუძნებელი პაატა აბრამია, რომელიც პროგრამის „აწარმოე  საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა, „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის გეგმა კარგია, თუმცა ბევრი დეტალი დაზუსტებას საჭიროებს.



„აქ მთავარი არის ეკონომიკის სამინისტრო როგორ გააკეთებს ამ ყველაფრის ფორმულირებას, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მონაწილე ვართ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის და რამდენად შეგვეხება ზუსტად არ ვიცით, თუნდაც თანადაფინანსების მექანიზმი. თუმცა, კარგია, რომ სესხის პირობები 24-დან 36 თვემდე გაიზარდა, ეს თავიდანვე რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა, რადგან არ შეიძლება ერთნაირ პირობებში ჩააყენო არსებული ბიზნესი და სტარტაპი, ეს ყოვლად მიუღებელია, თუმცა ახლაც რომ შეიცვალა კარგია. თანადაფინანსებას რაც შეეხება ადრეც იყო საუბარი ამაზე და რამდენჯერმე მქონდა მცდელობა, მაგრამ ვერ ვისარგებლე, საჭირო იყო ბევრი დეტალის დაკმაყოფილება. ჯერ ამაზე საუბარი რთულია, რადგან კონკრეტული დეტალები არ ვიცით, თან 300 მლნ-იან ფინანსურ რესურსზეა საუბარი, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს და ბანკები როგორ იმოქმედებენ - ეს არის საინტერესო. ადრე სახელმწიფოს ერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ ბანკებს 9%-ზე მაღალი სესხი ჩვენთვის არ უნდა მოეცათ, მაგრამ 12-13%-ში აკეთებდნენ სესხებს და 2-3%-ს სხვადასხვა მომსახურებებში ატარებდნენ, საინტერესოა ახლა როგორ იქნება. თუმცა, საერთო ჯამში უკეთესი პირობები იქნება, იმასთან შედარებით რაც ადრე იყო. დღეს ყველას სჭირდება რისკების დაზღვევა და თუ სახელმწიფო იქნება ბიზნესის გარანტორი ეს საუკეთესო ვარიანტია“, - განაცხადა პაატა აბრამიამ.


„ჯეოკეპის” დამფუძნებელი და დირექტორი ენრიკო მოსულიშვილი, რომელიც ასევე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილეა, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი გეგმა, სტარტაპებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.


„ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივის საფუძველზე, ბიზნესს კარგი წინსვლა ექნება. განსაკუთრებით კარგია, რომ სესხის ვადა გაიზარდა და ვფიქრობ ბევრი ისარგებლებს. მეტის საშუალება ალბათ მთავრობას არც ჰქონდა, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა უფრო მეტი შეღავათები დაეწესებინა სტარტაპერებისთვის, მაგრამ იმას უნდა დავჯერდეთ რაც არის. ჩვენს კომპანიასაც აქვს ახალი გეგმები, თუმცა ამ ეტაპზე შევჩერდით, მაგრამ თუ იქნება შესაძლებლობა გამოვიყენებთ ამ ახალ ინიციატივას და ბიზნესს გავაფართოვებთ“, - ამბობს ენრიკო მოსულიშვილი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up