“დღეს ხელისუფლებაში მოდიან იმისთვის, რომ თავის ახლობელ ბიზნესებსა და შინაურებს სახელმწიფო ქონება სიმბოლურ 1 ლარად გადასცენ“

“დღეს ხელისუფლებაში მოდიან იმისთვის, რომ თავის ახლობელ ბიზნესებსა და შინაურებს სახელმწიფო ქონება სიმბოლურ 1 ლარად გადასცენ“

access_time2020-10-14 12:30:28

რადიო კომერსანტის გადაცემაში „არჩევნები 2020“  პოლიტიკური პარტია „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძემ და პარტიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვაბზირიძემ, პარტიის საარჩევნო პროგრამისა და პოლიტიკური  გეგმების შესახებ ისაუბრეს. 

 

საჯარო ფინანსების გამჭირვალობა,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გადაცემა და ეროვნული ვალუტის ცვლილება - ირაკლი მურცხალაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმა აღნიშნულ კომპონენტებზეა დამოკიდებული.


წლებია სტაგნაციაა და გაჩერებულია ქვეყანა, არ ვვითარდებით არცერთი -  არც ეკონომიკის, არც სამართლის და არც თავდაცვის მიმართულებით. ისეთ დონეზეა უკვე სიტუაცია, რომ ხალხი გარბის საქართველოდან. ამ ქვეყანას ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობა რომ ჰქონოდა, სამოთხე იქნებოდა. არადა ქვეყანა მდიდარია, ამ მთავრობას და წინასაცხალხი ღარიბად ჰყავდა დამწყვდეული და არ აძლევდა შესაძლებლობას, რომ ის დოვლათი, რაც გვაქვს, გამოგვეყენებინა. ჩვენ გუნდს ორი გზა ჰქონდა, ან ქვეყნიდან წავსულიყავით, ან შეგვეცვალა არსებული რეალობა. დღეს კი, ბერკეტი არის პოლიტიკური პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვინდ ქვეყანის პროგრესი და წინსვლა.


საქართველოს მოსახლეობა შეგნებულად ჰყავთ გაღარიბებული, იმიტომ რომ ღარიბი მოსახლეობის მართვა იოლია, შეძლებულისა და თავისუფალი ადამიანის მართვა და ძარცვა რთულია.
 რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობა სწრაფად გამდიდრდეს ? - ის, რაც გააკეთა ყველა სხვა სახელმწიფომ, აიღო და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება მოსახლეობას გადასცა.


საქართველო ითვლბა ბუნებრივი წიაღისეულის მარაგებით მდიდარ ქვეყანად, ყველამ კარგად იცის ქვემო ქართლის ოქროს საბადოს, ასევე ქვემო სვანეთში უფრო დიდი საბადოს შესახებ. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობისთვის საბადოს ნაწილი მაინც გადაეცათ, ჩინელებს მისცეს და სვანები თოფით ხელში გამოვიდნენ, არ შეუშვეს ჩინელები შიგნით. შემოსავლის 20%, რომ მიეცათ სვანებისთვის და ბევრი ფული გამოემუშავებითან, სვანები თოფებს აიღებდნენ და აქეთ დაიცავდნენ კომპანიას. ქვეყანა მდიდარია ძვირფასი ქვებით, საბადოებით, მიწებითა და შენობა-ნაგებობეთი, რომლებიც წლიდან წლამდე ზარალზე გადიან, იმიტომ, რომ იქ ფულს იპარავენ და მოტივაციაც არავის აქვს. ამდენად, ყველაფერი უბრალო მოსახლეობას უნდა გადაეცეს და ისინი საკუთარ თავს თავად მიხედავენ,“- აცხადებს ირაკლი მურცხვალაძე.


მისი განცხადებით, სახელმწიფო აქტივების საზოგადოებისთვის გადაცემით ქვეყანაში საშუალო ფენა გაიზრდება. იგი ასევე აკრიტიკებს ოპონენტების მოსაზრებას ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით.

 

იმაზე კი არ უნდა ვიმუშავოთ, რომ ბიუჯეტი შევამცირო, არამედ იმაზე, თუ როგორ ავამუშავოთ ეკონომიკა, როგორ გავზარდოთ ბიუჯეტი და გავხადოთ ხალხი ბევრად უფრო მდიდარი და წარმატებული. დღეს ხელისუფლებაში მოდიან იმისთვის, რომ თავის ახლობელ ბიზნესებსა და შინაურებს გადასცენ სახელმწიფო ქონება სიმბოლურ 1 ლარად. თუ კი ეს ყველაფერი კერძო იქნება, მაშინ სახელმწიფო სამსახურში მოსვლის  სტიმულს დაკარგავენ ასეთი ადამიანები, იმიტომ, რომ ეცოდინებათ - ვერავის ვერაფერს დაურიგებენ და პოლიტიკური პროცესიც გაჯანსაღდება. ხალხს ექნება შემოსავალი და არ იქნება ვიღაცაზე დამოკიდებული,“- ამბობს ირაკლი მურცხვალაძე და ეროვნული ვალუტის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. 


 

ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ლარის გაუფასურება, ვინაიდან, პროდუქტების 70%-ზე მეტი იმპორტირებულია, ლარის გაუფასურება ავტომატურად ფასების გაზრდასაც იწვევს. ჩვენს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, შევიდნენ ევროკავშირის საიტზე და წაიკითხონ, რა მოთხოვნებია. ერთ-ერთი პორველი მოთხოვნაა ევროზონაში შესვლა, ამიტომ ჩვენი მთავარი სურვილია ადამიანებმა ხელფასი მიიღონ ევროში, ლარისგან განსხვავდებით, ეცოდინებათ მათ,რომ გრძელვადიან პერიოდში არ გაუფასურდებათ ევრო.“- აცხადებს ირაკლი მურცხვალაძე.

 

პარტიის გენერალური დირექტორის, გიორგი  კვაბზირიძის კი ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემბზე საუბრობს. 

 

ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როცა ქართველ ადამიანებს აქვთ ორი მოლოდინი: ერთი, რომ დარჩეს არსებული ხელისუფლება, რომელმაც რაც გააკეთა და რა რეალობაშიც გვაცხოვრა კარგად ვხედავთ და არის მეორე ალტერნატივა - დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება. ჩვენთვის ორივე ცალსახად მიუხებელია.  ბოლო 30 წლის განმავლობაში ორივე პარტია ებრძოდა ერთმანეთს ადამიანების გაღარიბებაში და ცუდი პირობების შექმნაში. თან ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, ტრადიციების მქონე ამაყი ადამიანებით დასახლებულ ქვეყანაში, არცერთ ეროვნებას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების სიამაყე, ქართველობა და კაცობა ბევრად უფრო სხვა სიმაღლეზე დგას და ამ ადამიანებს ამყოფებდნენ ისეთ რეალობაში, რომ ამაყ ქართველს, რომელსაც სახლში მისულს შვილი ეუბნება,რომ შია, არ აქვს პასუხი კითხვაზე,როგორ დააპუროს შვილი,“- ამბობს გიორგი კვაბზირიძე. 


იგი გადაცემაში ნეპოტიზმის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში სპეციალური ცენტრი დაარსდება, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმების გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს. 

 

დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობია ნეპოტიზმი, ეს არის ძალიან ცუდი გამოცდილება და იქიდან გამომდინარე,რომ ადამიანს არ ეძლევა განვითარების საშუალება, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს იმ ტიპის ცენტრის შექმნას, რომელსაც ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა მიმართავს ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში. ამ ცენტრში ჩატარდება ტესტირება, გასაუბრება, და სურვილის შემთხვევაში, ანდიდატს ვიდეოსაც გადაუღებენ. როგორ იხარჯება და ვისზე იხარჯება ბიუჯეტიდან ფული უნდა იყოს ცალსახად გამჭვირვალე, მათ შორის პრემიების შესახებ ინფორმაციაც ონლაინ სივრცეში უნდა განთავსდეს თავისი აღწერილობით. დეპუტატები,რომლებიც სხედან პარლამენტში ვალდებულები უნდა იყვნენ ყოველ საღამოს დაწერონ ანგარიშიმოსახლეობისთვისიმის შესახებ, თუ რა კანონპროექტს დაუჭირეს ან არ დაუჭირეს მხარი და რატომ?,“- აცხადებს გიორგი კვაბზირიძე და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.


ჩვენ ვართ ზუსტად ისეთივე ადამიანები, როგორებიც ხართ თქვენ და გვაწუხებს იგივე პრობლემები. თითოეულ ჩვენგან გვაქვს გააზრებული ამ არჩევნების მნიშვნელობა, გვაქვს ნანაი ყველა პოლიტიკური ძალის მმართველობა და მათი ქმედებებიც,ვინც ხელისუფლებიდან დაპორტირდა და ახალი პარტია გააკეთა. ჩვენ ნანაი გვაქვს პარტიების არაერთი ტყუილი დაპირება. თუმცა, ჩვენი პარტია არის ახალი ძალა, რომელიც შეასრულებს სიტყვას. 


თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, მისცეთ ხმა იმას, ვინც იტყუება, ან დაუჭიროთ მხარი ახალ ძალას,რომელიც მოდის გულანთებული, სუფთა ხელებითა და წარსულით, ჩვენ შეგნებულად არ გავიკარეთ  ცნობადი სახეები და ე.წ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, იმიტომ რომ მე და ჩემი გუნდი არ ვაპირებთ მათ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებას. 



მოდი, დავდგეთ ერთად, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში, ჩავკიდოთ ხელი და ქვეყანა წავიყვანოთ პროგრესისკენ. ჩვენ პარტიას არ ჰყავს შეგნებულად გამორჩეული ერთი ლიდერი, იმიტომ რომ ეს არ არისრომელიმე კონკრეტული სახელი და გვარის პარტია, იმიტომ რომ ეს არის ყველას პარტია- სახალხო მოძრაობა. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც კი გაქვთ სურვილი, მოდით და ერთად გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. ვინც თვლით,რომ შეგიძლიათ საქმის კეთება, დადექით ჩვენთან და ერთად მივხედოთ ქვეყანას,“- აცხადებს გიორგი კვაბზირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up