„დღეს თუ გამონაბოლქვია, ხვალ იქნება დაგროვილი აკუმულატორი, რომელიც ასევე პრობლემურია“-ნავთობკომპანიები ელექტრომობილებით ავტოპარკის განახლებაზე

„დღეს თუ გამონაბოლქვია, ხვალ იქნება დაგროვილი აკუმულატორი, რომელიც ასევე პრობლემურია“-ნავთობკომპანიები ელექტრომობილებით ავტოპარკის განახლებაზე

access_time2018-10-26 16:00:00

სამთავრობო გეგმას, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანას და შემდეგ ქარხნის მშენებლობას გულისხმობს, ნავთობკომპანიების წარმომადგენლები აფასებენ. ამ იდეა უფრო დეტალურად დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას უფრო დეტალურად ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.


  როგორც „კომერსანტთან“   „ვისოლ პეტროლოლიუმ ჯორჯიას“  გენერალურმა  დირექტორმა  ვასილ ხორავამ განაცხადა, ეს ტრენდი სწრაფად ვერ განხორციელდება და  ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. მისი ვარაუდით, ამისთვის ქვეყანამ ბევრი საფეხური უნდა გაიაროს.


 როგორც ხორავა განმარტავს, ეს ყველაფერი ელექტროენეგიის მოხმარებას გაზრდის, რაც საბოლოო ჯამში ფასზეც აისახება. „დღეს რატომ გადადის ელექტროენერგიაზე? ეკოლოგიურის გარდა ეკონომიურის ფაქტორია, რადგან უფრო იაფი ღირს და მომხმარებლისთვის იაფი ჯდება. თუმცა, არის ეკოლოგიური ფაქტორიც, რადგან ელექტრომანქანა ისე არ აზიანებს გარემოს, როგორც საწვავი,“-აცხადებს ხორავა.

 

 

მისივე განცხადებით,  ავტოპარკის ელექტრომობილებით  განახლების შემთხვევაში თავს იჩენს მეორე პრობელმა - დიდი რაოდენობით აკუმულატორის უტილიზაცია რამდენად საზიანო იქნება, ან როგორ მოხდება  მათი გადამუშავება. ხორავა აცხადებს, რომ  ეკოლოგიის თვალსაზრისით,  ესეც  დიდი თავისტკივილი იქნება.



 „დღეს თუ გამონაბოლქვია, ხვალ იქნება დაგროვილი აკუმულატორი, რომელიც ასევე პრობლემურია. რაც შეეხება ჩვენს ხედვას, კომპანია „ვისოლი“ ხელს უწყობს ამ მიმართულებას და აქვს კიდეც  ქალაქში რამდენიმე დამტენი სადგური.   ახლა ვამატებთ  სწრაფ  დამტენებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი  მანქანაბს 30 წუთში დატენის“-აცხადებს ხორავა.

 

 

მისივე შეფასებით, ძალიან რთულია გათვალო რა იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა, „ვისოლი“ საჭიროების შემთხვევაში  აუცილებლად მოერგება და ალტერნატიულ გზას იპოვის.

 

 

„2006-2007 წლებში როდესაც გაზის ინფრასტრუქტურის  გაკეთება მოხდა ,ესეც ეკოლოგიური და ეკოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე იყო. დღეს ჩვენს კონკურენტებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაზის ქსელი გაგვაჩნია. ასევე იქნება ელექტრომანქანების შემთხვევაშიც,“ აცხადებს ხორავა.

 

 

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ელექტრომობილების განვითარებას საქართველოში პერსპექტივა, ხორავა აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში 100 პროცენტით ვერ განახლდება ავტოპარკი, თუმცა, გარკვეული დოზით, საწვავი  შეიძლება ჩაანაცვლოს.


 

 

„მე მხარს ვუჭერ  დივერსიფიკაციას, როდესაც მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს  გაზზე ჰყავდეს მანქანა, საწვავზე თუ ელექტრომობილით იმოძრაოს. სწორი მიდგომააა, რომ არცერთი პროდუქტის მწარმოებელმა არ იგრძნოს პრიორიტეტულად თავი და ამიტომ არ იყოს სპეკულაციური ფასები. მაშინ, როდესაც მარტო ნავთოპროდქტებზე იყო დამოკიდებულება, ვნახეთ, რომ ხანდახან 1 ბარელი 100 დოლარზე მეტი ღირდა. ასე რომ, ენერგოპროდუქტების დივერსიფიკაცია იძლევა საშუალებას, რომ ფასი დაბალანსდეს“-აცხადებს ხორავა.

 

 ლუკოილ ჯორჯიას გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე  განმარტავს, რომ ეს ბიზნესი და მიმართულება მომავლის პერსპექტივაა და ამაზე ახლა დეტალურად საუბარი რთულია. თუმცა, როგორც მიშველაძე აღნიშნავს, ადამიანი რასაც არ უნდა წარმოადგენდეს და რასაც არ უნდა ქმნიდეს, ვალდებულია შვილების მომავალზე იზრუნოს. მისი შეფასებით, თუ ელექტრომობილების რაოდენობა ქვეყანაში ჭარბად იქნება წარმოდგენილი, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან გარემოზე პოზიტიურად აისახება.



„თუ ავტოპარკის 5 პროცენტი იქნება ელექტრომობილები, ეს რაციონალირად არ გამოიყურება, ხოლო თუ იქნება 50 პროცენტი, რა თქმა უნდა რაღაცას მოვიფიქრებთ და ფეხს ავუწყობთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში იქნება“-აცხადებს მიშველაძე.


 

როგორც ცნობილია, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ გაზაფხულიდან ჩაატაროს ექსპერიმენტი და აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონად აქციოს. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება და ადგილობრივებს თვითონ დაეხმარება.


 

მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას და აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები, - აღნიშნა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს.


 

მისივე თქმით, აბასთუმანში 800 ოჯახი ცხოვრობს და ზოგს უყიდის ელექტრომანქანას, ხოლო ზოგს სხვა მხრივ დაეხმარება. როგორც ივანიშვილი განმარტავს, სწორად განვითარების შემთხვევაში ათი წლის შემდეგ საქართველო შეიძლება, გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ელექტროავტომობილები იმოძრავებენ.


 

ქვეყანაში ელექტრომანქანების შემოყვანაზე მწვანე პოლიტიკის პრეზენტაციის დროს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც. მისი თქმით, მომავალი ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ავტოპარკი 90 პროცენტი ელექტრომობილებით შეიცვლება.


 

სამთავრობო გეგმის თანახმად, საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა დაიწყება, ერთი წლის განმავლობაში კი 2 000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. ჩარ შჰარინგ-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით.


 

თბილისში ელექტროავტობუსების შემოყვანაზე ისაუბრა ქალაქის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, 2020 წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 





დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up