სებ-ის პრეზიდენტი წლიური ანგარიშით ხუთშაბათს საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტში წარდგება.
უმაღლეს საკანონმებლო ორგანოში კობა გვენეტაძე საფინანსო ბაზრის გამოწვევებზე, პამდემიაში მდგრადობის შენარჩუნების უნარზე და საბანკო სექტორის მაღალ ლიკვიდურობაზე აღნიშნავს.
სავარაუდოდ სებ-ის პრეზიდენტს სავალუტო ჯიხურების საქმიანობის შეჩერების მიზანშეწონილობაზეც ჰკითხავენ, ასევე ვალუტის გადამცვლელებს უშამდგომლა თუ არა პრემიერთან, რომ სხვა უფრო რისკიან მიმართულებებთან ერთად ვადამდე გახსნილიყო და არა 8 ივნისს.
2019 წლის ანგარიშით, ვალუტის გადამცვლელებისთვის გამოწერილი ჯარიმა 177 000 ლარია.
2019 წელს ეროვნულმა ბანკმა 61 სუბიექტის შესწავლაზე განაცხადა, მათ შორი 7 კომერციული ბანკია. ჯარიმები სუბიექტებს შორის ასე გადანაწილდა:
• კომერციული ბანკი - 726,000 ლარი;
• მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 539,300 ლარი;
• საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 256,400 ლარი;
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 177,100 ლარი.
gbc.ge