დღეს სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვის ფასები ევროპიდან საქართველომდე გაორმაგებულია -  თამაზ დაუშვილი

დღეს სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვის ფასები ევროპიდან საქართველომდე გაორმაგებულია - თამაზ დაუშვილი

access_time2022-09-23 11:00:32

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის გაყიდვები დაგეგმილთან შედარებით ნაკლები ზრდით მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება ფასებს, საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულზე გაზრდილმა ფასებმა, ასევე  გადაზიდვებზე  გაზრდილმა ფასებმა “დიოს“ პროდუქცია გააძვირა.


„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ გაყიდვები 10% - ით  უნდა გავზარდოთ, წლის ბოლომდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, თუმცა გაყიდვები თუ ასეთი ტემპით წავიდა, შეიძლება ნაკლები დაფიქსირდეს. ჩამორჩენა ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა რა და როგორ იქნება, შევასრულებთ თუ არა ზრდის გეგმას, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ირეაგირებს ბაზარი და ჩვენი მომხმარებელი.


რაც შეეხება პროდუქციის ფასს, წლის მანძილზე მისი დაკორექტირდება რამდენჯერმე დაგვჭირდა, წლის დასაწყისში ფასი გაზიარდა, შემდეგ როდესაც ლარმა გამყარება დაიწყო, ჩვენ პროდუქტზე ფასი შედარებით დასტაბილურდა. ფასების ზრდაზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულზე გაზრდილმა ფასმა იმოქმედა, ამას გარდა სატრანსპორტო ხარჯები, რომელიც კოვიდამდეც ისედაც გაზრდილი იყო უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო გაზარდა და  ევროპიდან ტრანსპორტირების ხარჯები თითქმის გაორმაგდა.  ამ ყველაფერმა  ფასებზე  ძალიან იმოქმედა“, - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.

 

რაც შეეხება რუსეთ უკრაინის  ომის ბიზნესზე გავლენას, თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ კომპანია „დიო“  უკრაინის და ბელარუსის კორიდორს აქტიურად იყენებდა, თუმცა ომის დაწყების  შემდეგ ეს შესაძლებლობა ჩაიკეტა და შესაბამისად მთელი დატვირთვა თურქეთის კორიდორზე წამოვიდა.


„ომამდე  ჩვენ  საკმაოდ  აქტიურად  ვიყენებდით  უკრაინის  სატრანსპორტო კორიდორს, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ  ეს პრაქტიკულად შეწყდა, ასევე  ვიყენებდით ბელარუსის სატრანსპორტო კორიდორს, ევროპიდან და  ჩრდილოეთ ევროპიდან  როდესაც  ხდებოდა ტვირთების  შემოტანა, მაგრამ ეს კორიდორიც დაიხურა. მთელი  დატვირთვა მოვიდა სამხრეთის კორიდორზე, თურქეთის კორიდორზე და დღეს სახმელეთო სატრანსპორტო  გადაზიდვის ფასები ევროპიდან საქართველომდე გაორმაგებულია, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ისიც არის, რომ საბორნე გადაზიდვები არ  არის ინტენსიური და პირდაპირ ევროპიდან გადაზიდვები ახლა  შეწყვეტილიც არის.  საბორნე გადაზიდვები, რომ ინტენსიური იყოს, ფასებიც და ვადებიც უფრო ნაკლები იქნებოდა. ახლა  დიდი  რიგებია თურქეთ - საქართველოს  საზღვარზე, გარდა  ამისა  ხარჯები  არის  ძალიან მაღალი“.  -აღნიშნა  თამაზ  დუაშვილმა.



დუაშვილმა „კომერსანტთან“ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეგიონში სიმშვიდე იქნება, შესაძლოა „დიომ“ ექსპორტზეც დაიწყოს ფიქრი.  მისივე თქმით, აქამდე „დიოს“  ექსპორტის პრაქტიკა არ  ჰქონია, რადგან მათი პროდუქცია შორეულ ბაზარზე  გათვლილი არ არის და ექსპორტი შესაძლოა მხოლოდ სამეზობლოში მოხდეს.


„ჯერჯერობით ექსპორტთან დაკავშირებით  ქვეყნებთან მოლაპარაკებებს ვერ ვაწარმოებთ, რადგან ყველა ის ქვეყანა, სადაც ექსპორტი შეიძლება ჩვენ განვიხილოთ ახლა არის კონფლიქტში ჩართული, ესენია რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ასეთ დროს ბუნებრივია, რომ  რამე გეგმებზე  საუბარი  ზედმეტია“, - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.


თამაზ დაუშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ „დიოს“ ერთ-ერთი გამოწვევა ასევე არის კადრების დეფიციტი, რადგან მისივე თქმით, პროფესიონალი კადრები  უცხოეთში მასიურად გაედინებიან.  მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესი პერსონალის მხრიდან წამოსულ მოთხოვნას ვერ ეწევა და შესაბამისად ეს პერსონალი, უცხოეთში მაღალ ანაზღაურებადი ბაზრებისკენ მიიწევს.

 

„რუსეთ უკრაინის ომთან და პანდემიასთან დაკავშირებული გარე ფაქტორები, რომ გამოვრიცხოთ დღეს ჩვენი ყველაზე მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია, პროფესიონალი კადრების დიდი გადინებაა უცხოეთში, სამწუხაროდ ქართული ბიზნესი პერსონალის მხრიდან წამოსულ მოთხოვნებს ვერ ეწევა და პერსონალი აქტიურად გაედინება უცხო ქვეყნის მაღალ ანაზღაურებად ბაზრებისკენ.

 

ამას გარდა უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანია ქვეყანაში, რომელთა მოტივაციაც დასაქმების კუთხით ძალიან დაბალია, თითქოს უმუშევრობის დონე ქვეყანაში მაღალია, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ხალხი, რომელიც უმუშევრად ითვლება სამუშაოს მოძიებით დიდად არ ინტერესდება. ასევე პრობლემა არის ის, რომ ეკონომიკა ძირითადად კონცენტრირებულია თბილისში, ხოლო თბილისში სამუშაო ძალის რეგიონიდან ჩამოყვანა ნიშნავს იმას, პერსონალს უწევს ბინის დაქირავება და ის შემოსავლები, რომელიც ბიზნესს ჩადებული აქვს  თავის კალკულაციებში, ასეთი  ტიპის მუშა-ხელის დაქირავებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ რაღაც პერიოდი სჭირდება იმას, რომ ბიზნესი გადაეწყოს და თუ კიდევ არსებობს რამე პოტენციალი რეგიონებში, ის ხალხი ჩამოვიდეს თბილისში და აქ დასაქმდეს, იმიტომ რომ ყველა პროფესიაში მოთხოვნა არის დიდი და მიწოდება  არის  მცირე, ამიტომ თუ კიდევ რამე პოტენციალი არსებობს რეგიონებში ამის გამოყენება ბიზნესებმა უნდა შევძლოთ.

 

ამას გარდა უნდა  მოხდეს კადრების გადამზადება და მათი დაინტერესება ,  სამუშაოს მაძიებლებისთვის იფნორმაციის  სწორად მიწოდება, თუ რა ტიპის პროფესიებზე არის მოთხოვნა, საჭიროა ადამიანების გადამზადება იმ პროფესიებში, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა“ - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე





ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up