დღეს სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა მეორედ განახლდება - ინვესტორი სამართლებრივ დავას იწყებს

დღეს სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა მეორედ განახლდება - ინვესტორი სამართლებრივ დავას იწყებს

access_time2021-02-16 10:00:43

ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა დღეს, მეორედ განახლდება, სამშენებლო ჯგუფს დავალება უკვე მიღებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, „სასტუმრო ბუდაპეშტის“ მშენებელი ინვესტორი კომპანია უკან დახევას არ გეგმავს. კომპანიის დირექტორი, გიორგი ზაქაიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ  სასტუმროს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები არ გაჩერდება.

 

„მშენებლობას განვაახლებთ, გამოწერონ ჯარიმა, ვუპასუხებთ სარჩელით. ჩვენ მშენებლობის უფლება სასმართლოს ნებართვით გვაქვს. სასამართლოს განაჩენი უფრო უზენაესია თუ მერიის გადაწყვეტილება? მშენებლობის გასაგრძელებლად მოსაგვარებელია სპეციალური საკითხები, ტერიტორიაზე ღობეა აღსადგენი, ბილბორდი დასაკიდი. სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების გარეშე მე მშენებლობას ვერ დავიწყებ. სამშენებლო ნორმებს თუ დავიცავ, როდესაც ისინი მოვლენ ნებართვაზე ვეღარ მომედავებიან“, - აცხადებს გიორგი ზაქაიძე.

 

ნაკვეთის მესაკუთრემ, გიორგი ზაქაიძემ ტერიტორიის გასუფთავება გუშინ დაიწყო, თუმცა მშენებლობა განახლებიდან მცირე დროში, მერიის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა, რა დროსაც ინვესტორსა და თბილისის მერიას შორის შეხვედრა ჩაინიშნა. ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის და გიორგი ზაქაიძის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ მერიასთან შეხვედრაში სიახლე არაფერი ყოფილა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია არა იურიდიულ, არამედ პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს.

 

ჩვენ მშენებლობა არ შეგვიჩერებია 50 000 ლარი ჯარიმის გამო, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრდებით და მოვიგებდით. ჩვენ მშენებლობა იმიტომ შევაჩერეთ, რომ მერიის მხრიდან შეხვედრის მზაობა იყო. ვიფიქრეთ, რომ იქნებოდა კონსტრუქციული საუბრის გაგრძელება, თუმცა მათი მხრიდან არაფერი გამოჩნდა. ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ ტერიტორიაზე რესტორანი აგვეშენებინა, თუმცა გვითხრეს, რომ ურჩევნიათ 20 მლნ ლარი გადაიხადონ ან მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. გვითხრეს, რომ ქალაქს უჭირს არ აქვთ ფინანსები, უნდა გაიარონ და ნახონ თანხა რომელ ბიუჯეტში ჩასვან. 3 წლის შემდეგ რომელი მთავრობის გადასახდელი გახდება ეს თანხა და შეძლებს თუ არა საერთოდ ბიუჯეტი ამ თანხის გადახდას ცალკე ამბავია. ჩვენ რა ვქნათ? თანხას არ მაძლევენ, სასტუმროს არ მაშენებინებენ, რესტორანზეც უარი გვითხრეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ გიორგი ზაქაიძემ.

 

გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ 6 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სასამართლოსთვის ამ მშენებლობის ნებართვის კანონიერება დაემტკიცებინა. მისი თქმით, რომ არა მიმდინარე პროცესები სასტუმრო უკვე აშენებული იქნებოდა. სწორედ ამიტომ ზაქაიძე კომპანიაზე მიყენებულ ზიანისა და ზარალის დათვლას გეგმას და საკუთარი უფლებების დასაცავად იურიდიული ბრძოლის დაწყებას გეგმავს.


 

„ჩვენი იურისტები დასხდებიან, ზარალისა და ზიანის დაითვლიან და ორშაბათიდან განაცხადს შევიტან. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ტერიტორია 20 მლნ ლარად არის შეფასებული, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მიღებული ზიანი დავათვლევინეთ და შევაფასებინეთ სავარაუდო ზარალი 20 მლნ ლარზე აღარ იქნება საუბარი, იქნება 40 მლნ დოლარზე“, - ამბობს გიორგი ზაქაიძემ.

 

გიორგი ზაქაიძე გვიყვება, რომ ტერიტორიაზე 1958 წლიდან შენობის ნარჩენებია, მისი თქმით, შენობას თავისი გზაც აქვს. სწორედ ამიტომ ინვესტორი აცხადებს, რომ რასაც კომპანია აკეთებს სწორია:

 

ჩვენ მიწის ნაკვეთი შენობებით ვიყიდეთ, რომელსაც 70 წლიანი ისტორია ჰქონდა, ჩვენ მინდორი ან პარკი, რომ გვეყიდა და დაგვეწყო მშენებლობა, პროტესტს გავიგებდი.  კომპანიას ეს ტერიტორია მერიისგან არ უყიდია, საქართველოს სახელმწიფო რამდენი ხანიც არის დამოუკიდებელი, იმდენი წელია, რაც ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. 30 წლის კერძო საკუთრებაზე დღეს, რომ მედავები ქალაქის მერია, რომ არ მაშენებინებ იმას, რაც ისედაც იდგა, ვერ ვხვდები რა მორალზეა საუბარი და რა ხედვა აქვთ იმის, რომ 20 მლნ გადაიხადონ. მაგალითისთვის, ფუნიკულიორი 20 წლის წინ, ხომ აღადგინეს, არსებული შენობა, რომ დაენგრიათ, მფლობელს იქ შენობა აღარ უნდა აეშენებინა? იქ ჯერ შენობა გაჩნდა და შემდეგ რეკრეაცია, ჩვენ ტერიტორიაზეც ჯერ შენობა იდგა, მერე გახდა ვაკის პარკის რეკრეაცია. რამდენი 30 კაცი მივა კონკრეტულ ადგილზე და დაიწყებს ყვირლს, რომ მშენებლობის წინააღმდეგია, იმდენი ბიუჯეტიდან ფული უნდა ვიხადოთ? აგვაშენებინონ სასტუმრო, ვის რას უშავებს?“, - ამბობს გიორგი ზაქაიძე.

 

კომერსანტის კითხვაზე გეგმას თუ არა სასტუმრო "ბუდაპეშტის“ მშენებელი ინვესტორი პროცესში ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართვას გიორგი ზაქაიძე გვპასუხობს:

 

„რომელი ბიზნესომბუდსმენის? ბიზნესომბუდსმენი პროცესში აქამდე, თვითონ უნდა ჩართულიყო, მათი მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა იმ კუთხით, რომ ბიზნესი დაიცვას და ჩვენ შორის იყოს შუამავალი. მას, რომ სურვილი ჰქონოდა, თავიდანვე ჩაერთვებოდა. იციან, რომ ჩვენ მართლები ვართ, ბიზნესომბუდსმენი კი სახელმიწფოს წარმომომადგენელია. რომ მოვიდეს რას იტყვის უკანონობას ჩადის მერიაო? ამიტომაა გაჩუმებული“, - განმარტავს გიორგი ზაქაიძე.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up