დღეს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

access_time2021-02-03 10:59:57

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, დღეს საქართველოში, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ასოციაციის მიზანია წელს საქართველოც ტრადიციულად შეუერთდეს საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

პროექტის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალ თაობასთან, განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. ღონისძიების საერთაშორისო ორგანიზატორი კი „Litworld“-ია.

პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნისა და დახურვის ღონისძიებებს შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეისბუქ გვერდებზე:

· წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia


· GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

დღეს, 12 საათზე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნის ღონისძიება გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნება, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. ონლაინ შეხვედრაზე მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ დათო ტურაშვილი, ზვიად კვარაცხელია, გიორგი კეკელიძე და გვანცა ჯობავა, რომლებიც წაიკითხავენ ფრაგმენტებს მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტის“ ბაჩანა ბრეგვაძისეული თარგმანიდან.

მთელი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი მწერალი ონლაინ შეხვედრებს ჩაატარებს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად ლიტერატურულ ტექსტებს წაიკითხავს და კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას წიგნიერების მნიშვნელობაზე. თიბისი ყველა მოსწავლესა და სტუდენტს, ვინც წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ავტორების ლაივებს დაესწრება, „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას გადასცემს.

ღონისძიება 6 საათზე დაიხურება მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძისა და პოეტ პაატა შამუგიას დისკუსიით თემაზე - „ადამიანი და სახელმწიფო: გამოწვევა და გამოსავალი“. სპიკერები ტრადიციულად მიმოიხილავენ გასული წლის აქტუალურ თემებს, ისაუბრებენ ლიტერატურულ ანალოგებზე. საუბრის ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხავენ ლიტერატურულ ტექსტებს.

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმდჯომარე, რუსუდან მოსიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი წარადგენენ. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს - ,,წიგნის თარო“ (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), „ფორმულა კრეატივს“ (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

ფოტო თუ ვიდეომასალის გადაღებით, სოციალურ ქსელებში გაზიარებითა და ასოციაციის თუ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მონიშვნით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და გახდეს ღონისძიების მონაწილე.

#WorldReadAloudDay #WRAD2021

NS

თეგები:
წიგნი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up