„დღეს საქართველოში შრომის კანონმდებლობა დიდად არ განსხვავდება მონათმფლობელობისგან„

„დღეს საქართველოში შრომის კანონმდებლობა დიდად არ განსხვავდება მონათმფლობელობისგან„

access_time2019-03-28 14:30:02


„დღეს საქართველოში შრომის კანონმდებლობა დიდად არ განსხვავდება მონათმფლობელობისგან დამსაქმებლებს აქვთ უფლებები, დაქირავებულებს მხოლოდ მოვალეობები,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე სტატისტიკის სპეციალისტმა ნოდარ კაპანაძემ. საშუალო ხელფასი საქართველოში,შრომის ბაზარი, განათლება, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა რეგიონებს შორის, განსხვავებები ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის, ამ თემებზე ისაუბრეს გადაცემაში „პროფესიონალები“. ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას სტუმრები იყვნენ სტატისტიკის სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე და  ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა .


ნოდარ კაპანაძის თქმით, სხვადასხვა დარგი დისკრიმინირებულია, რის გამოც ამ დარგში მომუშავე ადამიანებს დაბალი ხელფასები აქვთ.


„საშუალო ხელფასის შესახებ კვლევის შედეგმა პროტესტის ტალღა გამოიწვია, როგორც ჩანს, ნებისმიერ პოზიტიურთან მიახლოებული ინფორმაციის თქმა სირცხვილად ითვლება. ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა იგი მოიცავს,როგორც ძალიან მაღალ, ისე დაბალ ხელფასებს.


დღეს საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილს აქვს ძალიან მაღალი ხელფასი. სხვადასხვა სექტორში, იგივე საბანკო სექტორში - წლის ბოლოს დარიცხული ბონუსები ხშირად ასი ათას ლარსაც კი აღემატება, მეორე მხარეს არიან სოფლის სკოლის მასწავლებლები, რომელთაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ. ამდენად, უმეტესობა, ვინც ადარებს საკუთარ შემოსავალს საშუალო ხელფასს, აღშფოთებულია  - თუ ამდენია საშუალო ხელფასი, მაშინ მე რატომ არ მაქვს ამდენიო, ამბობს. კი ასეა - ვიღაცას ძალიან მაღალი აქვს ხელფასი და ვიღაცას ძალიან ცოტა.  დასაქმებისა და მშპ-ს დარგობრივი სტრუქტურა ძალიან ასიმეტრიულია.


განსხვავებებია ხელფასებში სქესის მიხედვით, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სქესი კი არა, დარგია დისკრიმინირებული. დარგებში ხელფასებს  შორის დიდი განსხვავებაა. სოფლის მეურნეობას თუ არ ეშველა, სისტემურად რთულია ქვეყნის განვითარებაზე ვისაუბროთ და არა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან ეს უკანასკნელი აპრიორი არ ნიშნავს ქვეყნის განვითარებას. ჩვენი ეკონომიკის განვითარება არის ასიმეტრიული, როგორც სექტორული, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით.



ვფიქრობ ასევე, რომ განათლებაში დღეს სხვა თანრიგის პრობლემები გვაქვს, რომლებსაც მხოლოდ ფულის დახარჯვით ვერ გადავჭრით. სისტემურ პრობლემებს სისტემური მიდგომები სჭირდება, სისტემური მიდგომების ნასახი კი ბოლო 30 წელია არ მინახავს.


საშუალო ხელფასს, რომ დავუბრუნდეთ. უნდა ითქვას, რომ მთლიან დასაქმებაში მცირე ადგილი უჭირავს ეკონომიკის მთავარ, რეალურ სექტორს, გადამამუშავებლ მრეწველობას, სადაც დასაქმებულთა ხვედრითი წონა დაბალია.  დღეს საქართველოში შრომის კანონმდებლობა დიდად არ განსხვავდება მონათმფლობელობისგან -  დამსაქმებლებს აქვთ უფლებები, დაქირავებულებს მხოლოდ მოვალეობები. ნებისმიერ დროს ირღვევა მათი უფლებები და არ არსებობს სოციალური დაცვის მექანიზმები, არც შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.


როგორც, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა ამბობს, ყველაზე დაბალი ხელფასები საქართველოში განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორშია.


„სექტორულ ჭრილში ჩაშლილ ინფორმაციას რომ დავუკვირდეთ, ვნახავთ, რომ ამგვარ საშუალო მაჩვენებელს განაპირობებს ხელფასებს შორის უთანასწორობა. არის სექტორები, სადაც ძალიან დაბალია ხელფასი, მათ შორის განათლების სექტორი, მეორე მხრივ, კვლევის დროს არ ხდება თვითდასაქმებულებზე დაკვირვება. მათი გათვალისწინებით, კიდევ შეიძლება განსხვავებული სურათი მივიღოთ, როგორც წესი, ხშირად ადამიანები იმაზე გაცილებით დაბალ შემოსავალს აფიქსირებენ, ვიდრე რეალურად გააჩნიათ.


ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა არც ისე სახარბიელოა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული, ეს ხალხი ნაწილობრივ გამოთიშულია ეკონომიკურ პროცესებს, ამ სექტორში წარმოდგენილი ადამიანები ძირითადად საკუთარი თავის გამოკვებით არიან დაკავშირებული და მშპ-ს შექმნაში არ მონაწილეობენ.


ხელფასებს შორის განსხვავებებს სქესის მიხედვით ხშირად განაპირობებს სახელფასო დისკრიმინაცია, მაგალითად, ჰორიზონტალურ დისკრიმინაციას რასაც ვუწოდებთ, სექტორულ განაწილებაში ქალები იმ სექტორში არიან მეტად დასაქმებულები, სადაც დაბალია პროდუქტიულობა და ანაზღაურებაც, კაცები პირიქით. თავის მხრივ,  ვერტიკალური დისკრიმინაციაც იჩენს თავს. ქალებს არ ეძლევათ საშუალება, მოწინავე ადგილებში იყვნენ დასაქმებულები. აუცილებელია გავაკონტროლოთ სექტორები და პოზიციები.


სქესთან ერთად, ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ არსებობს უზარმაზარი განსხვავებები რეგიონებს შორის. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ უნდა დავაკორექტიროთ ეს მაჩვენებლები ცხოვრების დანახარჯების მიხედვით, რადგან თბილისში ასეთი ტიპის ხარჯები უფრო ძვირია, ვიდრე რეგიონებში. თუმცა დაკორექტირების გარეშეც მაინც დიდია რეგიონებს შორის სხვაობა.


ეკონომიკის სტრუქტურა არასწორადაა განვითარებული, აუცილებელია მოხდეს გარღვევა, შრომის ბაზარზე უამრავი პრობლემებია, უნდა განვავითაროთ ბიზნესი, რაც მოგვიტანს ეკონომიკურ განვითარებას. საჭიროა პრობლემების სწორი იდენტიფიკაცია და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად,“- ამბობს დავით კეშელავა.


„კომერსანტი“





30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up