დღეს, საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი გაიმართება

დღეს, საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი გაიმართება

access_time2019-04-12 09:21:57

დღეს, 12:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერების ვიზიტის ფარგლებში ფორუმი გაიმართება. 



მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ სხვადასხვა წლებში „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებად დასახელებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, მსოფლიო ეკონმიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრი ვერა ქობალია,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და „Anaklia City- ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი საქართველოში World Economic Forum-ის „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებს უმასპინძლებენ. 



4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები საქართველოში ბიზნეს გარემოს და ქართულ კულტურას გაეცნობიან. შეხვდებიან ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, გაიმართება პანელური დისკუსიებ0ი  ლიდერები ოკუპაციის ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობასაც  ესტუმრებიან. 




Young Global Leaders- ი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ნაწილია და დაფუძნდა 2004 წელს, რათა ეპასუხა მსოფლიო გამოწვევებისთვის. 



Young Global Leaders- ის წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურიატები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები. თითოეული მათგანი დასახელებულია ნოვატორული საქმიანობისათვის, პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომისა და მათი უნარისათვის ააგონ ხიდები კულტურებს, ბიზნესებს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. 

ოთხდღიანი ღონისძიების თანასპონსორებს „საქართველოს ბანკი“, Galt and Taggart-ი, თანაინვესტირების ფონდი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენენ. 





უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას
access_time2019-04-23 09:00:31
21 აპრილი 2019 წელი   პანკისის ხეობაში მოსახლეობამ ხადორ სამის მშენებლობა გააპროტესტა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს...


მსგავსი სიახლეები

up