დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე - ივანე მაჭავარიანი

დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე - ივანე მაჭავარიანი

access_time2020-08-07 17:55:50

"დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე. ეს ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სასესხო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე.


როგორც მან აღნიშნა, 180 მლნ ევროს ოდენობის საბიუჯეტო მხარდაჭერა სრულად მოხმარდება კოვიდ-19-თან ბრძოლის ღონისძიებებს, ხოლო 130 მლნ ევრო მიიმართება რეგიონული პროექტების განვითარებისკენ.



„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან მიღებული 180 მლნ ევრო სრულად მოხმარდება კოვიდ-19-თან ბრძოლის ღონისძიებებს, ასევე, პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შერბილებასა და კომპენსაციებს. 130 მლნ ევრო გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისთვის. კერძოდ, 80 მლნ ევრო მოხმარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. როგორც ცნობილია, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე იწყება 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. შესაბამისად, ამ პროექტის დასრულებისთანავე, ყაზბეგშიც უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტობანის დასრულების შემდეგ, რეგიონი სრულად იყოს ინტეგრირებული ამ მნიშვნელოვან პროექტთან. დარჩენილი 50 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოხმარდება იმერეთის რეგიონის განვითარებას. კერძოდ, ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში წყლის მომარაგებას და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას. მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, გერმანია იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამიტომ კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი გერმანიის მთავრობას, მის ელჩს საქართველოში, ასევე, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ამ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up