გელა ხანიშვილი: საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება დაცულია

გელა ხანიშვილი: საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება დაცულია

access_time2022-05-17 16:30:09

„ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, ყველა შემთხვევაში დამანგრეველია არა მხოლოდ მისი  სამეზობლო არეალისთვის, არამედ მსოფლიო ეკონომიკისთვისაც, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პანდემიის პირობებში ვართ“, - ამის  შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა „ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივა“ პირველ ვებინარზე განაცხადა, რომელსაც “ჯეოქეისის“ მკვლევარი და მედიაჰოლდინგის მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.

 

გელა ხანიშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ორი  წლის განმავლობაში  რყევებს  განიცდიდა და ეს რყევები ასახული იყო როგორც პროდუქციის  წარმოებაზე, ასვე  მიწოდებაზე და  ლოგისტიკური  ჯაჭვების  რღვევაზე. მისივე  თქმით,  ამ  პერიოდში  ვხედავთ  ომს  იმ  ორ  ქვეყანას  შორის,  რომლებიც  მსოფლიოს მნიშვნელოვანი პროდუქციით  ამარაგებენ.

 

„მსოფლიოს ყველა  ქვეყანა არნახულ ინფლაციურ პროცესებს  განიცდის, ორნიშნა ინფლაციური  პროცესები  აქვს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც  მიჩვეული იყო, რომ აჩვენებდნენ 1%  ან 1.5% - იან ინფლაციას და  ხშირ  შემთხვევაში  უფრო  დაბალსაც და რაც მთავარია, მსოფლიო  მასშტაბით  იგივე FAO-ს  მონაცემებით, ჩვენ ფასების მატების საკმაოდ მაღალი დიაპაზონი გვაქვს,  ეს არის 40-43%,  რომელშიც  სასურსათო  კალათა  მსოფლიო მასშტაბით განიცდის  გაძვირებას.

მარტო  ფრახტის ღირებულება, რომელიც  ტრადიციულად  30-40$-ის  ფარგებში მერყეობდა, რუსული  თუ  უკრაინული პორტებიდან ფოთის  თუნდაც  იგივე  ეგვიპტის  მიმართულებით, ფაქტობრივად  გასამმაგდა,  არაფერს ვამბობ  იმაზე,  თუ რა  გამოიწვია და დღეს პრაქტიკულად საზღვაო გადაზიდვები შეჩერებულია.

ჩვენ  დღეს ვსაუბრობთ სასურსათო უსაფრთხოების  საკითხებზე და მე  მინდა, რომ  ერთი  განაცხადი  გავაკეთო ,  საბედნიეროდ  საქართველოს სასურსათო  უზრუნველყოფის  თვალსაზრისით კოვიდის  პირობებშიც არანაირი  საფრთხე არ შექმნია და   მიმდინარე  პერიოდშიც ეს  საფრთხე  დღის  წესრიგშიც არ დგას.  ომის  დაწყების  დღიდანვე, როდესაც  24 თებერვალს  ომი  დაიწყო,  25 თებერვალს  ჩვენ უკვე  შევკრიბეთ  ხალხი,  ეს არის  იმპორტიორები,  სავაჭრო ქსელები,  დიდი  და მცირე  ასოციაციები და მათთან მუდმივი კოორდინაცია გვაქვს და  მუდმივად ვაკონტროლებთ  ქვეყანაში მარაგებს და  შეიძლება  ითქვას, რომ საქართველოს  სასურსათო  უსაფრთხოება  დაცულია“, -  აღნიშნა  გელა  ხანიშვილმა.

 

ხანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძირითადი მომმარაგებლების  უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი  იყვნენ, ქვეყანა აქტიურად გადაერთო მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნებიდან  შესაბამისი პროდუქტების  შემოტანაზე. თუმცა, მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ  საქართველო ფასების  ზრდას  ვერ  გაექცევა და  ეს  სხვადასხვა  ფაქტორებიდან გამომდინარეობს.

 

„მარტო ზეთის  იმპორტიორი  ქვეყანას  ჰყავს  300-ზე  მეტი და გეოგრაფია არის  პრაქტიკულად  მთელი მსოფლიო.  მარაგებთან  დაკავშირებული პრობლემები არ  არის, მითუმეტეს სწორედ  ამ ომიდან  გამომდინარე. ჩვენი  ძირითადი მომმარაგებელი ქვეყნები უკრაინა,  ბელარუსი და რუსეთი  იყო, თუმცა  ბიზნესი  აქტიურად  გადაერთო მსოფლიოს  სხვადასხვა  ქვეყნებიდან  შესაბამისი  პროდუქციის  შემოტანაზე და  აქ  ჩვენ გვაქვს  დაცულობა  რაოდენობრივი  თვალსაზრისით,  თუმცა  ბუნებრივია  ქვეყანა  ვერ  გაექცევა  ღირებულებით  ნაწილს, მაშინ როდესაც მსოფლიოში მწარმოებელ  ქვეყანაში  პროდუქცია გაძვირებულია  და  ასევე გაძვირებული ლოგისტიკაც. მაგალითად ჩინეთიდან  კონტეინერი მოდიოდა  3000-4000  ევროს  ფარგლებში და დღეს კონტეინერის ფასი 10 000 -15 000 ევროს  ფარგლებში  მერყეობს, იგივე კონტეინერი ევროპაში  7 000  - 8000  ევრო გახდა,  ბუნებრივია  ამან საფასო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინა.

ჩვენ ვამბობდით, რომ  ქართული ბიზნესი გამოწვევებს წარმატებით  უმკლავდება,  გახსოვთ, რომ  შაქარზე შეიქმნა გარკვეული  ემოცია და  რაღაც პერიოდში ძვირად იყიდებოდა, თუმცა  დასტაბილურდა და დღეს  შაქრის  ბაზარი  ბევრად უფრო  იაფია, ვიდრე  ერთი თვის წინ იყო, იმიტომ რომ შემოტანაც  და გატანაც  იმ  ჩარჩოებში  მოექცა, რაც  გარკვეული  ლოგისტიკური  წყვეტებით იყო გამოწვეული.ამის შემდეგ  იყო ემოცია,  რომ  თითქოს  ბაზარზე  შეიძლება  შაქარი  აღარ იყოს და  ამ  ემოციამ  შაქრის დეფიციტი  შექმნა“, -  აღნიშნა გელა  ხანიშვილმა.


 

ხანიშვილის  თქმით, იმისათვის რომ საქართველოს პურზე დაბალი ფასი შეენარჩუნებინა, გარკვეული ნაბიჯები გადადგა.


„იმისათვის, რომ საქართველოში პურზე შესაძლო დაბალი ფასი  შეგვენარჩუნებინა,  სახელმწიფომ ამ გაურკვევლობის აღმოფხვრამდე,  ანუ ახალი მოსავლის მიღებამდე გარკვეული ნაბიჯები გადადგა.

ქვეყანაში ფქვილის რაოდენობა მაქსიმალურად შემოდის, შესაბამისად ხორბალი ავტომატურად შეიზღუდა, იმიტომ რომ თუკი ვერ  გადაამუშავებ და  ბაზარზე  ვერ გაყიდი, ხორბლის  ხელოვნურ მარაგებს  არავინ შექმნის, მაგრამ აქაც  არის  სტაბილურობის 100%-იანი  განცდა, იმიტომ რომ ქვეყანაში დღეს მაღალი ფქვილის გარდამავალი მარაგები გვაქვს, სხვა შემთხვევისთვის ეს მარაგები არ იქნებოდა , მე შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ყოველ  თვე 1000  ტონა  ფქვილი  შემოდიოდა, დღეს  შემოდის 17 000 ტონის ფარგლებში, პრაქტიკულად ამან 40 000 ტონის ეკვივალენტი  ხორბალი ჩაანაცვლა, რამაც  ბუნებრივია  გავლენა  მოახდინა, მაგრამ  კიდევ  ერთხელ  ხაზს  ვუსვამ, რომ ეს  მარაგებზე არანაირ  გავლენას  არ  ახდენს და შესაძლო დაბალ ფასებს  ინარჩუნებს.

მორე უმთავრესი პრობლემა,  რაც გლობალურად  ამ პრობლემებიდან  ქვეყანას უდგას ეს  არის ექსპორტთან  დაკავშირებული პრობლემა და  ზოგადად იმპორტ-ექსპორტი  , ეს არის  ის  ძირითადი ლოგისტიკური  მიმართულებები , რომელიც  საქართველოს  გააჩნია, ეს  არის  სარფის  საბაჟო საზღვარი და ლარსის  საბაჟო  საზღვარი,  სადაც  ტვირთნაკადების  ზრდამ გარკვეული შეფერხებები  გამოიწვია“, -  აღნიშნა  გელა  ხანიშვილმა.

 

მისი თქმით, ახლა დღის წესრიგში დგას საექსპორტო  პოტენციალის  ქვეყნის  ფარგლებს  გარეთ  გატანა.  მაგალითად, ახალი კარტოფილის  და ლურჯი მოცვის  გატანა უკვე დაწყებულია, მალევე  დაიწყება  ვაშლატამას  ექსპორტიც.

 

„ბოლო  რამდენიმე  წელიწადია რაც  სამაცივრე  შემნახველი მეურნეობა  განვავითარეთ და ატმის სექტორში დღეს 42 მაცივარი მუშაობს. 5-6 წლის  წინ ფაქტობრივად არცერთი  არ  არსებობდა. ამ პირობებში ჩვენ გვაქვს ერთი ფანჯრის პრინციპი, თუმცა წელს აქაც  იკვეთება ხარვეზები, რადგან ტვირთნაკადის  გაზრდამ  ობიექტურად  გაზარდა  ის  პრობლემატიკა, რაც  ამ  შემთხვევაში  ჩვენ  გვიდგება.  ეს  ნიუანსიც  ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია  შავი  ზღვის  გათავისუფლება, რომ  გვქონდეს  საშუალება, გემებმა იმუშაონ, ხორბალი გადაიზიდოს  ე.წ. ბრტყელძირიანი  გემებით,  ამავე  დროს  საბორნე  მიმართულებაც  განვითარდეს. ამ  შეფერხების  ფარგლებში  დღესდღეობით  გვაქვს ზრდა, რაც  ასე ვთქვათ ნამდვილად  კარგი და  მნიშვნელოვანია, რომ ვინარჩუნებთ  გასული  წლის  შედეგებს და ამ  კრიზისულ  პირობებში  2%  - იანი ზრდა  გვაქვს. თუმცა სხვა  პერიოდში  ექსპორტის ზრდა ალბათ  10-15% -იანი  გვექნებოდა, მაგრამ რისკები ბუნებრივია  იზრდება.  ჩვენი ექსპორტიორები და იმპორტიორები ახალ  ბაზრებზე  აქტიურად მუშაობენ, ახალი  პროექტებიც დავამატეთ, როგორც ფულის  გაიაფების, ისე  საბრუნავი საშუალებების მიმართულებით, ასევე  გლობალ გეპის და მიკვლევადობის  დაჩქარების მიზნით, იმისათვის, რომ პროდუქცია ევროპულ და  აზიურ  ბაზარზე  უფრო  სწრაფად  გავიდეს. არსებობს  ტრადიციული  ბაზრები, რომელთა  ჩანაცვლებას ვახდენთ, მაგალითად ხშირად არის  საუბარი,  რომ  ღვინის  11 %  უკრაინაში  და  57%  რუსეთში მიდის, მაგრამ უკანასკნელ  5-6 წელში  10 % -ით  შევამცირეთ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, რაც მნიშვნელოვანია თუმცა არასაკმარისი.

 

დღეს რეალურად სახელმწიფოში  სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით პრობლემა  არ დგას და მომავალშიც ამის მოლოდინი  არ  არის“, -  აღნიშნა გელა ხანიშვილმა.


გიორგი აბაშიშვილის ინიციატივით გამართულ  ვებინარში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, კერძო და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის: ვიქტორ ყიფიანი – ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, გელა ხანიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან სილაგავა – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და შალვა ფიფია – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილე.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up