დავით ბეგიაშვილი: „ ქვეყანაში ბიზნესმენებთან ხელისუფლების მხრიდან  არაფორმალური  ურთიერთობები არსებობს“

დავით ბეგიაშვილი: „ ქვეყანაში ბიზნესმენებთან ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური ურთიერთობები არსებობს“

access_time2018-10-12 12:00:11

„დღეს ქვეყანაში ჩამორთმეული ქონება ისე არ ბრუნდება, თუ ბიზნესმენი კონკრეტულ სქემაში არ ჩაერთვება,“-ასეთ განცხადებას „კომერსანტთან“ ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი აკეთებს, რომელიც ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელია.


 

როგორც ცნობილია, დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2013 წელს შეწყდა. ბიზნესმენი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შპს ალბატროსს 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა, ბათილად ცნო, ქონებას კი ყადაღა მოეხსნა.


2013 წლის თებერვალში ბიზნესმენი ამბობდა, რომ ქონება დაუბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისთვის ქონების დაბრუნება არ მომხდარა, ეკონომიკის სამინისტრომ ქონების დაბრუნება მხოლოდ 3 თვით მოახდინა.



დღეს  ბეგიაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენებთან არაფორმალური  ურთიერთობები არსებობს.


„ინფორმაცია მაქვს, რომ ქონება ისე არ ბრუნდება, თუ ბიზნესმენი კონკრეტულ სქემაში არ ჩაერთვება. იქ  პირობებს დებენ და ხელშეკრულებებს აფორმებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არავისთან არ ექნებათ დავა  და პრეტენზია. ის, ვინც ჩამორთმეული ქონება  დაიბრუნა, 99 პროცენტი ამ სქემის მონაწილეა. სხვა გამოსავალი არ არის,“-აცხადებს ბეგიაშვილი.



 

კითხვაზე,  აღიქმება თუ არა  „ომეგა ჯგუფის“ საქმე სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლად, ბეგიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ქეისი კითხვის ნიშნებს ნამდვილად ბადებს. ამიტომ, ხელისუფლებამ პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს.


 

რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟის საქართველოში დაფუძნებას, ბეგიაშვილი აცხადებს, რომ  ამ ნაწილში პრობლემას  ვერც ეს ინსტიტუტი მოაგვარებს.  


ხან კომისიები შეიქმნა, ხან რა, ეს არის ახალი ინსტიტუტი, რომელიც რაღაცას გაარკვევს. საერთაშორისო, რა თქმა უნდა, ავტორიტეტულია, მაგრამ ცუდია ის, რომ ქვეყნის შიგნით სასამართლო სისტემა გამართული არ არის. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია დემოკრატიულ ქვეყანაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეს ქვეყნის შიგნით უალტერნატივოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ლონდონის არბიტრაჟი და სტრასბურგის ევროპული სასამართლო ისედაც არსებობს  მსოფლიოში. თუმცა, პრობლემა შიდა სასამართლო სისტემაა.



არბიტრაჟი უფრო სარეკომენდაციო ხასიათის არის  და არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც პრობლემას გადაჭრის. ქვეყნის შიგნით არსებობს პროკურატურა და სასამართლო, სადაც რეფორმაა  გასატარებელი. ის რომ საქართველო ჰაბი იქნება, ეს ცოტა ლირიკა მგონია, რადგან ჯერ შიდა პროცესებია მოსაგვარებელი და შემდეგ დანარჩენი.“ აღნიშნავს ბეგიაშვილი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up