„შვეიცარიული Camille Bloch-ის საქართველოში შემოსვლამ, პირველ რიგში, თხილის ხარისხის  გაზრდას და ამ სფეროში ცოდნის  ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი„

„შვეიცარიული Camille Bloch-ის საქართველოში შემოსვლამ, პირველ რიგში, თხილის ხარისხის გაზრდას და ამ სფეროში ცოდნის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი„

access_time2019-01-30 09:00:56


„ისეთი ტიპის კომპანიის, როგორიც არის  შვეიცარიული Camille Bloch-ი, საქართველოში შემოსვლამ, პირველ რიგში, თხილის ხარისხის  გაზრდას და ამ სფეროში ცოდნის  ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი, “— აცხადებს კომერსანტთან კომპანია „აგრო სოლუშენსის“ კომერციული დირექტორი ირაკლი ჩიქავა.


როგორც ცნობილია, იტალიური ბრენდ „ფერეროს“ შემდეგ, საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებით შოკოლადის მწარმოებელი  შვეიცარული კომპანია Camille Bloch-ი დაინტერესდა. კომპანია სწორედ ქართული თხილით აპირებს ცნობილი პროდუქტის - “რაგუსას” გაკეთებას, რომელიც პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა. 


რა პერსპექტივა აქვს ქართულ თხილს, არის თუ არა კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე  და რითი ინტერესდებიან  ისეთი ცნობილი ბრენდები  როგორიცაა „ფერერო“ და  Camille Bloch-ი?

 

 „დღეს ქართული თხილი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი არ არის“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია აგრო სოლუშენსის“ კომერციულმა  დირექტორმა   ირაკლი ჩიქავამ განუცხადა. მისი შეფასებით, ქვეყნისთვის თხილის მიმართულება ახალი არ არის და საქართველო საკმაოდ აქტიურია ამ კულტურის წარმოების კუთხით. თუმცა, პრობლემად რჩება ხარისხი, რაც პირდაპირ კავშირშია განათლებასთან.

 

 ჩიქავას განმარტებით, როგორც კი ქვეყანა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას დაიწყებს და ცოდნის იმპორტს გააკეთებს, თხილის მიმართულებით ხარისხიც გაუმჯობესდება.


„ ისეთი ტიპის კომპანიის, როგორიც არის შვეიცარიული Camille Bloch-ი, საქართველოში შემოსვლამ, პირველ რიგში, თხილის ხარისხის გაზრდას და ამ სფეროში ცოდნის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი. ამის ნათელი მაგალითია, 2007 წელს იტალიური ბრენდი „ფერეროს“  საქართველოში შემოსვლა, რომელმაც სამეგრელოში  მიწა შეიძინა, გააშენა თხილის პლანტაციები, ჩამოიტანა ტექნოლოგიები და  ძალიან ბევრი ადგილობრივი დაასაქმა. გარდა ამისა, ამ კომპანიის შემოსვლამ კონკურენცია გაამძაფრა, რამაც თხილის ხარისხი გააუმჯობესა,- აცხადებს ირაკლი ჩიქავა.


 

2007 წლიდან სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თხილის ექსპორტი მზარდი იყო (2007 წელს თხილის ექსპორტი 65, 122 მლნ ლარი), „ფერეროს“ შემოსვლის შემდეგ თხილის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა და 2016 წელს 178.904 მლნ ლარი შეადგენს.  აღნიშნული ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ მაშინ  „ფერეროს“ შემოყვანამ სტანდარტი ასწია, ცოდნა ადგილზე ხელმისაწვდომი გახდა.


 

„საქართველოს აქვს  აქვს შესანიშნავი კლიმატური და ნიადაგობივი გარემო იმისთვის, რომ წარმოებული პროდუქცია ძალიან კარგი იყოს. რაც ქართულ თხილს აკლია -  ეს აგროტექნოლოგიაა.თუ შვეიცარიელები ან სხვა დაინტერესებული მხარე ჩამოიტანს ამ გამოცდილებას, ბუნებრივია, ხარისხიანის წარმოება შესაძლებელი იქნება. ის, რომ დღეს ქართულ თხილს არ უვარგა ხარისხი, ამის მიზეზი არა ლოკაცია, არამედ სწორად მოვლა-არმოვლაა. თანამედროვედ მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია საკმაოდ კონკურენტული ხარისხის მქონე პროდუქტი დადოს საქართველომ, აღნიშნავს ჩიქავა.


რატომ არ არის ქვეყანაში ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები და თხილის კულტურა უნდა იყოს თუ არა ქვეყნისთვის პრიორიტეტი, ჩიქავა განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის პროგრამები ხელს უწყობს ამათუიმ კულკტურის პოპულარიზაციას. თხილის კულტურა კი საქართველოში პოპულარულია. ერთადერთი, რასაც გავრცელება სჭირდება, ეს არის ის, რომ  ამ კულტურის სწორად მოვლით, ბევრად უკეთესი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი. მისივე განმარტებით, ქართული თხილი  დღეს მსოფლიოს ტოპ ხუთეულშია შესული (თურქეთის, იტალიის, აშშ-სა და აზერბაიჯანის შემდეგ).


 

„წლების განმავლობაში ქართველი ფერმერი თხილის პლანტაციას ისე ვერ ამუშავებდა, რომ მისგან მაქსიმალური ეფექტი მიეღო,“- აღნიშნავს „კომერსანტთან„ საუბარში საქართველოს თხილის მწარმოებელთა  ასოციაციის თავჯდომარე  გიორგი თოდუა. მისი განმარტებით, მუდმივად, ქართველები იმით კმაყოფილდებოდნენ, რაც ველურად მოდიოდა.


„ინდუსტრია რაც უფრო განვითარდება, მით უფრო განვითარდება რეგიონიც. არ აქვს მნიშვნელობა  ინვესტორი ქართველი იქნება თუ უცხოელი.  მთავარია, ის საკითხს სერიოზულად მიუდგეს. თხილის ბაღების გაშენების და შემდგომი მოვლის თვალსაზრისით, პერსპექტივა ნამდვილად არის. უახლოეს პერიოდში, თხილის მიმართულებით საკმაოდ საინტერესო პროგრამების ამოქმედება იგეგმება, რაც ინდუსტრიაში საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ აღნიშნავს თოდუა.



როგორც ცნობილია, შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოსვლით დაინტერესდა. ამავე მიზნით, საქართველოში ბიზნესი იტალიურმა  ფერერომ  2007 წელს  შვილობილი კომპანიის - აგრიჯორჯიას - დაარსებით დაიწყო, რომელშიც წილის 100%-ს თავად ფლობს. ამჟამად კომპანიის საკუთრებაში  დაახლოებით, 3 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლის ნაწილი პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მთავრობის აუქციონზე შეიძინეს, ნაწილი - კერძო მესაკუთრეებისგან.


რაც შეეხება თხილის ექსპორტს,  2018 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოდან თხილის ექსპორტი 52 პროცენტით შემცირდა.საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის ნოემბერში ექსპორტმა 1 900 ტონა შეადგინა,2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი  კი 915 ტონა. შემცირდა თხილის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებშიც.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up