„დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება, ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ“ - მამუკა ხაზარაძე

„დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება, ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ“ - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-09-17 22:38:42

ლელო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა და ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს. 



„ლელოს“ ლიდერებმა, წარდგენაზე როგორც რეგიონის პრობლემებზე, ასევე „ლელოს“ მარშალის გეგმაზე ესაუბრეს.



მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს განუცხადა, რომ არჩევნებისა და ლელოს გამარჯვების შემდეგ პარტიის ლიდერები მათთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ და პირველი სამი თვიდან 4 წლის ჩათვლით ყველა მათგანს გააცნობენ, თუ რას აკეთებს პარტია მათთვის.




„ყოველი ასეთი შეხვედრის დროს დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ თქვენგანთან. დღეს ქართულ პოლიტიკას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონკრეტული საქმის გაკეთება და ახალი სტანდარტის შემოტანა, ამ საქმით მოვდივართ ჩვენ, ამ საქმეს კი ჰქვია ნდობა. როდესაც მე ვლაპარაკობ დღეს თქვენ წინაშე, 100 დღის შემდეგ მოვალ ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად და რა გავაკეთეთ ამ დღეების განმავლობაში, ყველაფერს გეტყვით. ამას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, რადგან თქვენთან უშუალო შეხვედრისას მე და ჩემი გუნდი ჩვენი მუშაობის სამი თვის ანგარიშს წარგიდგენთ. 4 წელში კი ლელოს მარშალის გეგმის შევასრულებთ და ამას თქვენ ყველანი ნახავთ. ამ გეგმაში მთავარი ადგილი უჭირავს ჩვენს იდენტობას, რომელსაც არ დავკარგავთ და ისე განვვითარდებით,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



„ლელოს“ თავმჯდომარემ საუბრის დასასრულს იმ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონებში არსებობს. ხაზარაძის თქმით, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო მათი პარტიის მთავარი ამოცანაა.



„ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული, რუსთავი - ამ ქალაქებში უნდა გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა, რადგან ძალიან ბევრია ამის გამო დაავადებული ადამიანი. გამომწვევი მიზეზი ყველამ ვიცით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მიზეზი დღეს ბიზნესადაა მონათლული. მე ბიზნესიდან მოვდივარ და ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს ბიზნესი არ არის. როდესაც თანამშრომელს ექცევიან უდიერად და მის ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან, უფრო მეტიც, გარემოს აბინძურებენ, ეს არ არის ბიზნესი. ბიზნესი არის საქმე, რომელსაც აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ არის შეკრული მაფიასთან და იხდის გადასახადებს, სწორედ ამ ბიზნესს დავამკვიდრებთ ჩვენ ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ხაზარაძემ.



NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up