დღეს, პრემიერმინისტრის რანგში პირველად, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებს ხვდება

დღეს, პრემიერმინისტრის რანგში პირველად, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებს ხვდება

access_time2016-01-18 09:10:04

დღეს, 18 იანვარს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას დაესწრება ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.


ესაა  პრემიერმინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან. 

 

ცნობილია, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი, რომელსაც „კომერსანტი“ ესაუბრა, დადებითად აფასებს. ისინი, პირველ რიგში, მთავრობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ბიუროკრატიული წნეხის მოხსნას ელოდებიან.


კვირიკაშვილის კანდიდატურის ოფიციალურად დასახელებამდე ბიზნესმენები „კომერსანტთან" საუბარში არ მალავდნენ, რომ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა ბიზნესისთვის საკმაოდ პოზიტიური იქნებოდა. მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საზოგადოებას სამოქმედო პროგრამა წარუდგინა, ქართული ბიზნესი კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით უყურებს ხელისუფლებასთან მომავალი კომუნიკაციის საკითხს. 


გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატის რანგში, პარლამენტში გამოსვლისას გაჟღერებულმა პირველივე მესიჯებმა ბიზნესი დაარწმუნა, რომ ახალი პრემიერის პირობებში სახელმწიფო ბიზნესის რეალურ პარტნიორად იქცევა.



გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბიზნესისადმი გაჟღერებული მესიჯები კი ასეთია:


• იქნება მეტი აქცენტი კერძო სექტორზე. სადაც კი შესაძლებელი იქნება, სახელმწიფოს ჩარევა იქნება გამორიცხული. პოტენციალი იმისა, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი შედგეს, იქნება ასეთი პარტნიორობის მოდელი. მთლიანად აქცენტი იქნება გადატანილი პასუხისმგებლიან თანამშრომლობაზე საჯარო და კერძო სექტორს შორის;


• მთავრობა შეეცდება ბიუროკრატიული წნეხის მინიმალიზაცია მოახდინოს და მაქსიმალურად დააჩქაროს ბიუროკრატიული პროცედურები კერძო სექტორისთვის;


• დამწყები ბიზნებისთვის დაკრედიტების მექანიზმები ამოქმედდება. აუცილებელია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რისთვისაც სპეციალური სახელმწიფო პროგრამები დაინერგება. ხელი შეეწყობა სამეწარმეო ინიციატივების მქონე ახალგაზრდებს. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი უნდა იყოს გამოყოფილი, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ სტარტაპების და საკუთარი ბიზნესის დაწყება. ამ გზით შევძლებთ მყარი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას;


• სოფლის მეურნეობის სუბსიდირებიდან ეტაპობრივად გამოვალთ და რესურსს კომპანიების წახალისებისკენ მივმართავთ;


• სპეციალური საკრედიტო სააგენტო აპრილიდან ამოქმედდება. ეს იქნება საპარტნიორო ფონდის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტო, რომელიც კონკრეტულად სტრატეგიულად იმუშავებს ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული კომპანიების წახალისების კუთხით.




ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up