დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და შეუძლია, რომ იპოვოს სამართალი სასამართლოში - პრემიერი

დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და შეუძლია, რომ იპოვოს სამართალი სასამართლოში - პრემიერი

access_time2022-05-21 19:26:55

წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, იმ მოქალაქეების, ინდივიდების, თუ კომპანიების მხრიდან, რომლებმაც გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს აქ, ადგილზე და არ დააკმაყოფილათ მათი განაჩენები საქართველოში და მიმართეს სტრასბურგს. სააკაშვილის დროს, დღეს რომ საუბრობენ სასამართლოზე და აკრიტიკებენ, ბედავენ, იყო  3 000, 4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესულა სტრასბურგში. ეს ნიშნავს, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და შეუძლია, რომ იპოვოს სამართალი სასამართლოში. 


„მთავარი რაც მინდა გითხრათ, ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს. რეალურად, ეს იყო პროკურატურის დანაყოფი. მე არ მინდა ამ შემთხვევაში დავაკნინო იმ დროინდელი სასამართლო, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ყველაზე ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი მართლმსაჯულება არსებობდა ქვეყანაში, არის იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. შედარებისთვის რომ ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, სრული პასუხისმგებლობით, წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, იმ მოქალაქეების, ინდივიდების, თუ კომპანიების მხრიდან, რომლებმაც გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს აქ, ადგილზე და არ დააკმაყოფილათ მათი განაჩენები საქართველოში და მიმართეს სტრასბურგს. სააკაშვილის დროს, დღეს რომ საუბრობენ სასამართლოზე და აკრიტიკებენ, ბედავენ, იყო  3 000, 4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესულა სტრასბურგში. ეს ნიშნავს, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება. მოქალაქეს შეუძლია, რომ იპოვოს სამართალი სასამართლოში. 320 მოსამართლიდან 300-მა მოსამართლემ ერთობლივად, კოლექტიური განცხადება მიიღეს რამდენიმე კვირის თუ თვის წინ, ანუ დააფიქსირეს აბსოლუტური უმრავლესობა მოსამართლეებისა, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ყოველგვარ ზღვარგადასულ ცილისმწამებლურ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ. სულ რაღაც 17 თუ 18 მოსამართლე, 300 მოსამართლის მოსაზრებას არ ეთანხმება. აქ რაზეა საუბარი, როდესაც ამბობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ა.შ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, თუ პროკურატურა მართავს. ეს არის აბსურდი, ეს 300 მოსამართლე რომ ავიღოთ, დანიშნული არიან, ზოგი შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, უცხოელი კოლეგების, პარტნიორების, რომ ჩვენ მოგვეხდინა ამ მოსამართლეების სამუდამო დანიშვნა, ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ" , -   განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სასამართლოზე, არა თუ მედია არ დაიშვებოდა მიშა სააკაშვილის დროს, არამედ, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო რაიმე სამართლის პოვნა. 

„ამიტომ, ეს რეალობა, ეს კონტრასტი, რაც დღეს მივიღეთ, საშინელი პერიოდი იყო და დღეს, რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, საზოგადოების, თქვენს წინაშე - მედიის წინაშე, ამას, მეგობრებო, სჭირდება დანახვა. 
რომ ავიღოთ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის, თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო 8 წლის განმავლობაში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up