დღეს მესტიაში ზამთრის საკურორტო სეზონი იხსნება - რა სიახლეები დახვდებათ სვანეთში ტურისტებს

დღეს მესტიაში ზამთრის საკურორტო სეზონი იხსნება - რა სიახლეები დახვდებათ სვანეთში ტურისტებს

access_time2017-12-17 10:00:09

„წელს სვანეთში სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გასულ წელთან შედარებით უკეთესად მიმდინარეობს. კურორტზე დღის განმავლობაში 500-დან 1000-მდე დამსვენებელს ველოდებით“, - აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი „კომერსანტთან“ საუბრისას.


სვანეთში (თეთნულდი, ჰაწვალი) დღეს, 17 დეკემბერს სამთო-სათხილამურო სეზონი იხსნება. კურორტი ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. 23 დეკემბერს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი 1200 მეტრი სიგრძის საბაგიროც გაიხსნება, რისი დახმარებითაც მესტიიდან ჰაწვალში მოხვედრა ექვს წუთში იქნება შესაძლებელი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის ექვსადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.


სამთო–სათხილამურო ტრასა ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. აქამდე მესტიის ცენტრიდან ჰაწვალში ავტომანქანით მოხვედრა 30 წუთში იყო შესაძლებელი, ახალი საბაგირო გზის საშუალებით კი ეს 6 წუთში მოხერხდება. კურორტზე სიახლეა ისიც, რომ წელს სვანეთს კიდევ ოთხი საბაგირო შეემატება. კერძოდ, მესტიის მაღალმთიან სოფლებში უშხვანარში, მაზერში, ეცერსა და უშგულში. ამ დრომდე საბაგირო მხოლოდ ჰაწვალსა და თეთნულდზე იყო.


კახა ჟორჟოლიანის თქმით, წელს კურორტი დღის განმავლობაში 500-დან 1000-მდე ტურისტს მიიღებს.


„ჰაწვალზე სულ ოთხი საბაგიროა, ორი დიდი და ორი პატარა. ხოლო თეთნულდზე კი ხუთი, სამი დიდი და ორი პატარა. თეთნულდის საბაგირო საათში 6 000 ადამიანს ატარებს, ხოლო საათში 1 000 ადამიანის გატარება შეუძლია ჰაწვალის საბაგიროს.


წელს სვანეთში სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გასულ წელთან შედარებით უკეთესად მიმდინარეობს. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ დღის განმავლობაში 500-დან 1000-მდე დამსვენებელს ველოდებით. ეს რიცხვი გაზრდილია, რადგან შარშან დღის განმავლობაში კი 200-დან 400-მდე ტურისტს ვიღებდით“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.



კერძო სექტორზე საუბრისას მესტიის მერი აცხადებს, რომ სასტუმროების დიდი რაოდენობით ტურისტების მიღებისთვის მზად არიან. მისივე თქმით, წელს ტურისტებს სხვადასხვა თემში მდებარე  277 სასტუმრო უმასპინძლებს.


„სასტუმროები მზად არიან, რომ ამ სეზონზე დღის განმავლობაში 1 200 ტურისტი მიიღონ. ამჟამად ჩვენ უშგულში, მესტიაში, მულახში, ლენჯერში, ლატალში, ბეჩოში, ადიშსა და წვირმში სულ 277 სასტუმრო გვაქვს. მესტიაში ხშირი სტუმრები არიან - რუსები, უკრაინელები და გერმანელები“, - განმარტა კახა ჟორჟოლიანმა.


რაც შეეხება ელექტროენერგიის პრობლემას, რაზეც კერძო სექტორი საუბრობს,  კახა ჟორჟოლიანიც აღიარებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ 2018 წლის დეკემბრიდან მესტიას ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული გზა ექნება.


„ელექტროენერგიის დანაკლისს ალტერნატიული საშუალებით, ახალი ჰესით შევავსებთ. მესტია ჰესი მომავალი წლის დეკემბრიდან ნაწილობრივ ამოქმედდება. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, 2 ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო . „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტს „სვანეთი ჰიდრო“ ახორციელებს. ეს ალტერნატიულ ელექტოენერგიის წყაროს გააჩენს. მშენებლობაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა მესტიის მერმა.


ამასთან ჟორჟოლიანის თქმით, წელს კურორტზე მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს 2 ტრავმატოლოგი. „ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით როგორც ჰაწვალში, ასევე თეთნულდში სასწრაფო დახმარების მანქანა ექიმების ბრიგადით იქნება“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე




#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
access_time2020-07-16 18:00:33
„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.   მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან.   ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა,...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...


მსგავსი სიახლეები

up