დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

access_time2020-12-05 14:15:15

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. 2010 წელს 5 დეკემბერი კონკურენციის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და რომელსაც საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.

„დღეს, 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კოვიდ19-ის გამო შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, დაგეგმილი რიგი აქტივობები ვერ განხორციელდა. იმედს ვიტოვებ, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, კონკურენციის სფეროში მოღვაწე საზოგადოება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

მიუხედავად პანდემიური ვითარებისა 2020 წელი საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის გამორჩეულია – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მათი მხარდაჭერით იქნა მომზადებული, შედეგად დღეს საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა.

გარდა ამისა, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კიდევ ორი კანონპროექტი, რომლის აღსრულებაც 2021 წლიდან საააგენტოს ეკისრება – „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონი“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დავების განხილვის საბჭო კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაში გადმოდის.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია როგორც ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებების გაზიარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მისი ქართულ რეალობასთან თანხვედრაში ასახვა, რაც შედეგზე ორიენტირებული, სწრაფი, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას, ვინც კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, საჯარო და კერძო სექტორის, მედიისა და დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.


დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: საერთაშორისო კონკურენციის ქსელი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია; სოფიას კონკურენციის ფორუმი; ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია. 2014 წლიდან დღემდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მათ შორის, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში მომზადდა კონკურენციის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ასევე, 2015 – 2019 წლები საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გაფორმდა 30-მდე მემორანდუმი -საჯარო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, დარგობრივ მარეგულირებლებთან და კონკურენციის საერთაშორისო უწყებებთან.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს აღდგენიდან, 2014–2020 წლებში – განხორციელდა 15 ბაზრის მონიტორინგი, 30 მოკვლევის საქმე, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა 11 თანხმობა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 ბაზრის მონიტორინგი და 3 საქმის მოკვლევის პროცესი.

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.





ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
access_time2021-03-05 14:00:00
2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ქვეყანა მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...


მსგავსი სიახლეები

up