„დღეს კომპანიები არა მოგებისთვის, არამედ გადარჩენისთვის მუშაობენ“ -  ივა ჭყონია

„დღეს კომპანიები არა მოგებისთვის, არამედ გადარჩენისთვის მუშაობენ“ - ივა ჭყონია

access_time2021-01-22 14:30:12

„დღეს კომპანიები არა მოგებისთვის არამედ გადარჩენისთვის  მუშაობენ, გარდა  ამისა იჯარა ძალიან მაღალია და რესტორატორებს უწევთ  დიდი  გადასახადების გადახდა. დელივერის შემთხვევაში, რესტორანს  შესაძლებლობა  აქვს  გაყიდოს  მხოლოდ მზა  პროდუქტი, რაც  რესტორნისთვის მომგებიანი არ არის“,  ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.


ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემებზე და პანდემიის გავლენაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში დოვლათის შემქმნელი და ბიუჯეტის შემავსებელი ბიზნეს სექტორია.


„ქვეყნის ბიუჯეტს  ავსებს ბიზნესი და როცა ბიზნესს რესურსი არ  ყოფნის იღებს სესხს, შესაბამისად, როდესაც სესხის აღება გიწევს ეს ძალიან ცუდია. ხოლო როცა სესხს ვიღებთ მიზანმიმართულად, მასში ჩადებულია ინვესტიცია, რომელიც რაღაც მოგებას მოგვცემს და სესხსაც გაგვასტუმრებინებს, ამ შემთხვევაში ეს კარგი ნაბიჯია. სამწუხაროდ, 2019-2020 წლებში და დღესაც იმედები ასაღებ  სესხზეა დამყარებულიმინდა ხაზი გავუსვა, რომ ბიზნესი თუ პრობლემებზე საუბრობს ეს  არ  ნიშნავს იმას, რომ ის  რომელიმე პოლიტიკური  პარტიის  მხარდამჭერია“ -  აღნიშნა ივა ჭყონიამ.


ჭყონიას განმარტებით ბიზნესისთვის  მთავარია, რომ რაღაცის პროგოზირება და წლის დაგეგმვა შეეძლოს. როდესაც 2020 წლის პანდემია დაიწყო,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა,  რომ მსოფლიომ კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს. ივა ჭყონიას განცხადებით, ჯანმოს ეს მესიჯი ყველაზე სწორი იყო და საქართველოს მთავრობასაც უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის,  რომ ადამიანებს კოვიდთან ერთად ცხოვრება გაეგრძელებინათ. ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ბიზნესის ჩაკეტვით  შესაძლოა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდეს და გავრცელება შეჩერდეს, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში ამას ცუდი შედეგები მოჰყვება, რაც დახურულ ბიზნესებში და გაზრდილ უმშევრობაში აისახება. ამას კი ქვეყანა ვერ გადაიტანს.


„როდესაც გვეუბნებიან, რომ პირველ თებერვალს გაიხსნება მხოლოდ მოლები და მერე ვნახოთ, ეს მერე ვნახოთ კი არ უნდა არსებობდეს, არამედ უნდა იყოს რაღაც კონკრეტული გეგმა იმის შესახებ თუ რა იქნება შემდეგ. ეს  გეგმა 2020 წელს, მაშინ როდესაც  ყველაზე მეტად  მძვინვარებდა კრიზისი უნდა გაწერილიყო, რომ ბიზნესი რაღაც ალტერნატივაზე გადაწყობილიყო.


ჩემ სექტორში, როგორც სადისტრიბუციო მწარმოებელ კომპანიებს, ასევე  რითეილ სექტორს რაც გვწუხებს არის თანამშრომლების ტრანსპორტირება. გვიწევს  იმაზე ფიქრი თუ როგორ გადავიყვანოთ თანამშრომლები ა პუნქტიდან  ბ პუნქტში. ბოლოს და ბოლოს ეს ხარჯებთან არის  დაკავშირებული“ -  აღნიშნა ივა ჭყონიამ.


ივა  ჭყონიამ ასევე  ამბობს, რომ სარესტორნო და სასტუმროების ბიზნესი უმძიმეს ვითარებაშია და სადისტრიბუციო კომპანიებთან მათი  დავალიანება  ათობით მილიონ ლარს  შეადგენს, თუმცა განმარტავს, რომ  ამ  ფულის  ამოღების  ილუზია სადისტრიბუციო კომპანიებს   უახლოეს  მომავალში არ  აქვთ და არც სასამართლოში აპირებენ ჩივილს იმისათვის, რომ რესტორნებისგან ფული ამოიღონ.


„მინდა სახელმწიფომ დაინახოს, რომ ბმაში ვართ. როდესაც ჩვენ  ყველა ბიზნეს ასოციაცია გამოვედით და ვსაბრობდით  სექტორში არსებულ პრობლემებზე, პირველ ადგილზე  რესტორტორები და  სასტუმროები გვყავდა  წამოყენებული. უკან ვიდექით მწარმოებლები და დამსაქმებლები,  იქნებოდა ეს რითეილი თუ სხვა, ანუ გადამხდელთა კავშირი. ჩვენ  საუბარი გვაქვს ათასობით ბიზნეს ოპერატორზე და ასიათასობით  დასაქმებულ ადამიანზე.


როდესაც მოგვცეს უფლება, რომ 24 დეკემბრიდან  2 იანვრამდე გახსნილიყო მოლები, ამას  ბიზნესი საკმაოდ  პასუხისმგებლობით მოეკიდა. მაქსიმალურად სწორად 99.9%-ით მართეს პროცესები და  იმ პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა. ეს იმას ნიშნავს რომ ბიზნესი  არის  მზად,  თუმცა როდესაც  ბიზნესს 22 რიცხვში  ეუბნებიან, რომ 24-ში იხსნება, წარმოიდგინეთ რამდენად საპასუხისმგებლოა და როგორი პასუხისმგებლობით  ეკიდება  ამ ყველაფერს ის და როგორი ძვირი უჯდება მომზადება.


რესტონები მოგებას  ნახულობდნენ მაშინ, როდესაც სტუმრები ადგილზე მოდიოდნენ და უკვეთავდნენ. მაგალითად, როდესაც სტუმარი ერთ ბოთლ ღვინოს მეორეს დაამატებდა. როდესაც რესტორანი რაღაცას აგზავნის, მაშინ  მომგებიანობა  საკმაოდ  დაბალია და ინვესტიციას აკეთებს  მხოლოდ იმის  იმედად, რომ ხვალ რაღაც გამოსწორდება. ხშირ შემთხვევაში კი იჯარის და კომუნალური  გადასახადები უფრო მაღალია ვიდრე შემოსავალი“, - განმარტა ჭყონიამ.


ჭყონიამ  ასევე  განმარტა, რომ სექტემბერში შვიდმა  ბიზნეს გაერთიანებამ  საქართველოს  მთავრობას მიმართა თხოვნით,  რომ შეექმნთ საკონსულტაციო საბჭო, რათა ერთად მოეძებნათ  გამოსავალი. თუმცა ჭყონიას განმარტებით მთავრობისგან  ამ  შეთავაზებაზე ბიზნეს ასოციაციებმა  პასუხი  ვერ  მიიღეს.


„როდესაც შეხვედრებზე ბიზნეს ასოციაციებს გვპატიჟებდნენ, ვფიქრობ რომ სწორად ვმართეთ პროცესები და  ჩვენი ქვეყანა პირველი პანდემიის  დროს  მოწინავე ადგილს იკავებდა. ჩვენ  ვნახეთ  რა  ხდება სხვა  მოწინავე  ქვეყნებში, საქართველოში კი ეს  პრობლემა არ  იყო და ეს იყო ჩვენი, ჩემი პირადად როგორც დისტრბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის და ყველა იმ  ადამიანის ვინ ამ სფეროს წარმოადგენდა ერთობლივი  მუშაობის შედეგი.  


პირველი პანდემიის  დროს  მიგვიშვეს და  სწორადაც ვიმუშავეთ, მაგრამ  არის  შემთხვევები,  როდესაც ბიზნესს  უკვე  გამზადებულ  გეგმებს  ახვედრებენ და  შეხვედრას მხოლოდ შეხვედრისთვის მართავენ. ისე დაგვიძახონ, არ გვინდა ეს გაშუქება, მივალთ  ჩუმად, ღამეს გავათენებთ, ვიმსჯელებთ  თუ  როგორ  ვმართოთ  პროცესები, სხვანაირად  ვერ  გადავრჩებით“, -  აღნიშნა ივა  ჭყონიამ.



თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up