„დღეს ინერგება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა„- სოსო ფხაკაძე

„დღეს ინერგება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა„- სოსო ფხაკაძე

access_time2020-07-29 10:55:44

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 14 ივლისს შეტანილი სხვა ცვლილებები განიხილეს.

  

კერძოდ, შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ის უმთავრესი საკითხები, რომელიც ევროკავშირის დღგ-ს დირექტივაზე დაყრდნობით გაიზიარა ქართულმა კანონმდებლობამ. აღინიშნა ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ბოლო ერთი წელია ინტენსიურ რეჟიმში განიხილებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ წარმოდგენილი რეფორმის კანონქვემდებარე აქტებში იმპლემენტაცია ბიზნესთან უკვე დამკვიდრებული თანამშრომლობის რეჟიმში გაგრძელდეს.


შეხვედრაზე საუბარი დიალოგის ფორმით წარიმართა, შესაბამისად, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საგადასახადო-საბაჟო საკითხებზე.


 

„სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა დღგ-ის რეფორმა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინერგება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამარტივდება პროცესები დღგ-ის ადმინისტრირების მიმართულებით, გაფართოვდება შეღავათების არეალი განათლების, სამედიცინო და სოციალური სფეროში, შემცირდება სადავო საკითხები აღნიშნული მიმართულებით და დაინერგება შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და პეცენდენტების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, რაც ვიმედოვნებთ საბოლოო ჯამში პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up