დღეს გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

დღეს გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

person access_time2016-03-04 09:02:57

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერი ბიზნესმენებს გააცნობს სამთავრობო პროექტებს, ახალ ინიციატივებს და სამომავლო გეგმებს, მოისმენს მათ პრობლემებს და უპასუხებს შეკითხვებს. 


შეხვედრა დღეს, 14.00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართება.


 

„კომერსანტთან“ საუბარში მცირე მეწარმეების ნაწილმა განაცხადა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის და ბიუროკრატიულ პრობლემებს, ასევე მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების აუცილებლობისა და სხვა საკითხებს დააყენებენ.

 

შეგახსენებთ, რომ  გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრა 16 თებერვალს გამართა




პარლამენტის წინ პოლიციამ სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი ისროლა

პარლამენტის წინ პოლიციამ სავარაუდოდ  ცრემლსადენი გაზი ისროლა
access_time2019-06-20 23:56:55
პარლამენტის წინ პოლიციელებმა გასროლა განახორვიელეს. სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი ისროლეს. დემონსტრანტები თანდათან იშლებიან. იქ მყოფები აცხადებენ, რომ სუნთქვა შეუძლებელია. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...


მსგავსი სიახლეები

up