“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

access_time2021-01-22 16:00:04

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, სე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის, დღევანდელი  გადაწყვეტილება  მთის  კურორტების  არ  გახსნის შესახებ, ჩემთვის  შიმშილით გაწირვას უტოლდება.,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ მესტიის სასტუმრო „ელიტ ჰაუსის“ მეპატრონემ ისაუბრა.


სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბაკურიანის სასტუმროს მეპატრონე განმარტავს, რომ ზაფხულის ქაოსის შემდეგ მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილებები, მაშინ როცა სხვა რეგიონის სასტუმროები მუშაობენ, უსამართლოა.


თავს  ვგრძნობთ  ძალიან  დაჩაგრულად, კახეთს  აქვს მუშაობის უფლება, შეკვეთილი  სავსეა. საქართველოს   ყველა  რეგიონი მუშაობს,  გარდა  ოთხი  ადგილისა,  ესენია, მესტია, ბაკურიანი, გუდაური და გოდერძი. 

ბაკურიანმაც  ასე თუ ისე  იმუშავა, რადგან იქ ბინები  იყო და დიდად ვერ  გააკონტროლეს ბინების  გაქირავება. ზაფხულში  საერთოდ ქაოსი მოგვიწყვეს, მუშაობის  უფლება  მოგვცეს 22 ივლისს, გავაკეთთ ინვესტიციები , ვიყიდე  პლაკატები,  მოვამზადეთ სასტმრო, აღრვეთ   რეგულაციების შესაბამისად - 9 აგვისტოს   კი მთელი მესტია  40  შემთხვევის  გამო დაკეტეს. 

ზაფხულში  ვიმუშავეთ  ზუსტად  15  დღე,  აგვისტოში,  როდესაც ყველაზე მაგარი მუშაობა უნდა  გვქონოდა , ჩაკეტილები ვიყავით. იმის  მერე  მე  მესტიაში  სტუმარი  არ მინახავს, შემთხვევით  თუ  მოხვდა ვიღაც გზაბნეული. 

საბაგიროს ჩართვა  არ ჩართვაზე აღარ  ვსაუბრობ, უბრალოდ  მუშაობის უფლებას ვითხოვთ - ამბობს ლევან  დადვანი, სასტურმო "ელიტ ჰაუსის" მეპატრონე.


სასტუმროები „მარკო პოლო“ და „ალპინა“-ს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, მთის კურორტების სასტუმროებს უკანასკნელი იმედის ნაპერწკალიც გაუქრათ.

 

სიმართლე გითხრათ,  მოლოდინი იმისა, რომ შეზღუდვები გაგრძელდებოდა გვქონდა , იმიტომ  რომ  ბოლო პერიოდში  რამდნჯერაც  მივმართეთ მთავრობას,  წერილები  დავაგზავნეთ, რეაგირება  არ იყო, მაგრამ იმედის  რაღაც ნაპერწკალს  მაინც  ვიტოვებდით.

ძალიან  რთულია  ჩვენთვის, ფაქტობრივად  ერთი  წელი  გადის, რაც  არ ვმუშაობთ და  დახურულები  ვართჩვენ  ორი  სასტუმრო  გვაქვს , ერთი  ალპინა  და მეორე მარკო  პოლო, ორივე  დაურშია. ალპინამ  შარშან კოვიდ  სასტმროდ იმუშავა,  მარტიდან 15 მაისამდე,  მხოლოდ პირველ ეტაპზე, ჩვენ მერე აღარ  გვიმუშავია.  რა  შეგიძლია  გააკეთო,  პირდაპირ  სამთო სათხილამურო  კურორტებზე მითითება, რომ არ უნდა ვიმუშავოთ.

მე ძალიან მიხარია,  რომ დანარჩენი  რეგიონების სასტუმროები მუშაობენ, მაგრამ რატომ  არ  შეიძლება  მუშაობდეს სასტუმრო?

ჩვენ  აბსოლუტურად  ყველანაირი  პირობა  გვაქვს  შექმნილი იმისათვის, რომ  რეგულაციები დავიცვათ , გადავამზადეთ  თანამშრომლები  ვიყიდეთ ყველაფერი, რაც რეგულაციებით  იყო გათვალისწინებული, მაგრამ გახსნის საშუალება არ მოგვეცა. 

გასაგებია, რომ  არ მუშაობს  საბაგირო,  მაგრამ  საბაგირო  არის  დამატებითი პლუსი, მაგრამ  იმ  ადამიანებს  ვისაც  სრიალი  საერთოდ არ  უნდათ  და  ჰაერზე  ასვლა და  გუდაურში დასვენება სურთ, რატომ  არ  გვაძლევენ  იმის  საშუალებას, რომ  სტუმარი  მივიღოთ, „- განმარტავს სასტუმრო  მარკო პოლოს და  სასტუმრო ალპინას გაყიდვებოს ამსახურის  უფროსი, სალომე კვარაცხელია.

 

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება სავალდებულო პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით“,- ამის შესახებ დღეს მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up