„დღეს ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა“ - რა დაჯდა ქვეყნის უდიდესი ჰესის მშენებლობა

„დღეს ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა“ - რა დაჯდა ქვეყნის უდიდესი ჰესის მშენებლობა

access_time2021-06-04 14:00:00

დღეს ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.


მისივე თქმით, საბჭოთა პერიოდში სხვა საფასო პოლიტიკა მოქმედებდა და შესაბამისად, ჰესის აშენება დაჯდა „ძალიან იაფი“.


„თავის დროზე, ენგურჰესის აშენება დაჯდა 980 მლნ საბჭოთა მანეთი, ამას თუ დღეს დოლარის კურსზე გადავიყვანთ გამოვა 1,5 მლრდ აშშ დოლარი. ეს არის ძალიან იაფი. დღევანდელ პირობებში, ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა.


მოგეხსენებათ საბჭოთა დროს სხვა საფასო პოლიტიკა წარმოებდა. ძალიან იაფი იყო მუშახელი, ცემენტი, არმატურა და მშენებლობისთვის საჭირო სხვა მასალები. მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, ბორჯომი 20 კაპიკი ღირდა, ხოლო ბენზინი 8 კაპიკი. ამასთან, საბჭოთა ინჟინერს 350 მანეთი ჰქონდა თვიური ხელფასი. ამან განაპირობა, აშენების თანხების სიმცირე. კარგია, რომ ენგურის აშენება მოესწრო, ხუდონზეც რომ იგივე მომხდარიყო, სხვა ქვეყნებისკენ არ ვიქნებოდით ხელ გაშვერილი ენერგეტიკულად.



ხუდონს თავისი ძირითადი ფუნქციის, ელექტროენერგიის გამომუშავების, გარდა ჰქონდა სხვა ფუნქციაც, მასში დაგროვილი წყალი ზამთარში დამატებით გამოიმუშავებდა ენგურ და ვარდნილ ჰესებზე 180 მლნ კვტ-სთს. ამასთან, ნატანსაც და ქვიშასაც ამცირებდა და ამით ახანგრძლივებდა „ენგურჰესის“ მუშაობას კიდევ რამდენიმე ათეული წლით. სამწუხაროდ, მაშინ პოპულიზმმა მოიცვა ქვეყანა და გადაწყვიტეს, რომ მწვანილი და ბორჯომი გვასაზრდოებდა და ჰესები საჭირო არ იყო“, - განაცხადა მებონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. „ენგურჰესის“ დადგმული სიმძლავრეა 1 300 მგვტ-ია. წლიური გამომუშავება კი საშუალოდ, 3-დან 4 მლრდ კვტ-სთ.


შპს ენგურჰესის და მისი შვილობილი კომპანიის, შპს ვარდნილჰესების კასკადის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.


შედარებისთვის, „ნამახვანჰესის“ საინვესტიციო თანხა 800 მლნ დოლარია. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მონაცემებით, ჰესის ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ კასკადის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1,496 მლრდ კვტ-სთ.


BPN.GE



თეგები:
ენგურჰესი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up