„დღეს ეკონომიკას არ მართავენ ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანები,სიღარიბის მიზეზიც ესაა“

„დღეს ეკონომიკას არ მართავენ ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანები,სიღარიბის მიზეზიც ესაა“

access_time2018-10-03 18:30:00

ქვეყანაში რომ სიღარიბეა ეს ფაქტი UNICEF-ის კვლევამაც დაადასტურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე სიღარიბის სრულად დაძლევა თუ არა, მისი შემცირება მაინც. ამის გასარკვევად ეკონომისტს, პროფესორ ლადო პაპავას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით, ქვეყანაში არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩაეყარა.


 

როგორც ბ-ნი ლადო განმარტავს, ნაციონალური მმართველობის დროს შემოსული ინვესტიციები ძირითადად  არა ეკონიმიკის რეალურ სექტორში, არამედ უძრავ ქონებაში იდებოდა. ქვეყანას ჰქონდა ეკონომიკური ზრდა, თუმცა, ეს ინკლუზიური არ იყო. უძრავ ქონებაში ჩადებული კაპიტალი  სპეკულაციურია და ის არ ქმნის არც სამუშო ადგილებს და არც სიმდიდრეს.  აქედან გამომდინარე, ბ-ნი ლადო აცხადებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა, აბსოლუტურად მცდარი იყო.


 

„როდესაც სააკაშვილი  ამბობს, რომ 2008 წელს გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს ვერაფერი დააკლო, ტყულია, რადგან ეკონომიკურ კრიზისს გადაგვარჩინა არა სააკაშვილის პოლიტიკამ, არამედ იმან, რომ საქართველოს 2008 წლის ზაფხულში თავს დაესხა რუსეთი და როგორც აგრესიის მსხვერპლს, საერთაშორისო თანამეგობრობამ დახმარების სახით 4,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოგვიყო. დამატებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოგვცა 1,350 მილიარდი დოლარი. 4,5 მილიარდი აშშ დოლარიდან კი 2 მილიარდი აშშ დოლარი გრანტი იყო. რა თქმა უნდა, გლობალური კრიზისი საქართველოს არ დაეტყო, სწორედ ეს იყო საქართველოსათვის „ომის პარადოქსი“.


 

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ საქართველოს მთავრობას, კონკრეტულად კი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა შეემუშავებინათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, დოკუმენტი, რომელსაც ”საქართველო 2020” ჰქვია. ის შემუშავდა მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით და ამ პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი ეკონომისტები. დოკუმენტი აგებულია იმაზე, რომ საქართველოში სწორედ ინკლუზიური ეკონომიკა უნდა განვითარდეს. სხვა სიტყვებით უნდა გვქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ადამინები მიიღებენ მონაწილეობას. ამისთვის კი უნდა შეიქმნას არაერთი საწარმო, განვითარდეს ეკონომიკის რეალური სექტორი. დოკუმენტზე მუშაობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დასრულდა, 2014 წლის ზაფხულში კი დამტკიცდა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას მისცა დავალება, რომ ყველა სამთავრობო სტრუქტურას ამ სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა შეემუშავებინა ყოველწლიური სამოქმედო გეგმები და წარედგინა მთავრობაში. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი ჩაანაცვლა გიორგი კვირიკაშვილმა და ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა, რადგანაც ეკონომიკის არმცოდნე კვირიკაშვილმა აქცენტი პრიმიტიულ ოთხპუნქტიან გეგმაზე აიღო, რაც ახალი პრემიერის, ბატონი მამუკა ბახტაძის მთავრობაში, საბედნიეროდ, დავიწყებას მიეცა“-აცხადებს ბ-ნი ლადო.




მისი განმარტებით, ქვეყანას  ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მხოლოდ ფორმალურად გააჩნია, რადგან დოკუმენტი ”საქართველო 2020” ოფიციალურად გაუქმებული არ არის.


 

კითხვაზე, როგორ უნდა ვებრძლოთ სიღარიბეს, ბ-ნი ლადო გამარტავს, რომ ამისათვის საჭიროა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. მისი განცხადებით, ქვეყანაში მთავარი პრინციპია დარღვეული. კერძოდ, ბ-ნი ლადოს ინფორმაციით, დღეს ეკონომიკას არ მართავენ ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანები. მაგალითად, ბ-ნი კვირიკაშვილი პროფესიით ექიმი იყო, რომელსაც შემდეგ ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჰქონდა მიღებული განათლება. დღესაც მოქმედი ეკონომიკის მინისტრი პროფესიით კვლავ ექიმია.


 

„პარლამენტში, როდესაც მისი კანდიდატურა განიხილებოდა, თქვა რომ ქვეყანას არ უნდა ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც მიიღწევა ქარხანის აშენებით. არადა, სინამდვილეში მხოლოდ ისეთი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება, რომელიც საწარმოების შექმნა-ამოქმედებას დაეფუძნება. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ის აუცილებლად უნდა იყოს მაკროეკონომისტი, როგორიც იყო, მაგალითად, ბატონი ნოდარ ხადური. მა უნდა იცოდეს მაკროეკონომიკა. დღეს კი ამ თანამდებობაზე არის ადამიანი, რომელიც ფინანსური მენეჯერია. ამას კი კავშირი არ აქვს ქვეყნის მაკროეკონომიკასთან. ამიტომ მთავარი პრობლემა არაკომპეტენტურობაში და არაკვალიფიციურობაშია. ყველა დარგს სჭირდება სპეციალისტი“-აცხადებს ბ-ნი ლადო.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციების გასამყარებლად, ბ-ნი ლადო მიიჩნევს, რომ მან უნდა შექმნას სათათბირო ორგანო - ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო, რომლებშიც შევლენ წამყვანი ეკონომისტები და რომლების დაეხმარებიან ბ-ნ მამუკა ბახტაძეს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში. ”ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო წარმატებით მუშაობს აშშ-ის პეზიდენტის დასახმარებლად, და ამ გამოცდილების გაზიარება აუცილებელია საქართველოსთვისაც“- აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება

 ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება
access_time2018-12-11 16:50:49
სადაზღვევო კომპანიების და დაზღვევის ბროკერების იმერ გავრცელებულ განცხადებას, საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით,  „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უპასუხა.   „არ ვეთანხმები ამ მიდგომას, რადგან ჩვენი კომპანია სულ ორი წელია, რაც ბაზარზეა და საუკეთესოა. პირველ რიგში, განმასხვავებელი არის ის, რომ ჩემი აზრით, საუკეთესო მომსახურების კომპანიაა. კომპანიამ თავისი პროდუქტებითა და მომსახურების ხარისხით...

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად
access_time2018-12-11 15:55:25
 სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს. ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. კომერსანტი სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის...

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს
access_time2018-12-11 13:55:00
„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. Swoop-ის ბაზაზე „თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა Vendoo-ზე მეწარმეებს პროდუქციის მიწოდება, მომხმარებლებს კი, მისი შეძენა შეეძლებათ. „გვაქვს ამბიცია, გავაკეთოთ ქართული ამაზონი“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან
access_time2018-12-11 13:00:00
თბილისში, ბაგებში, ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლები აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული მათ არაერთგზის მიმართვას თბილისის მერიის სამსახურებისადმი, რეაგირება არ მოჰყოლია. მობინადრეები ცდილობდნენ მერის და სათანადო სამსახურების ყურამდე მიეტანათ საკუთარი პოზიცია, სამართლიანი პროტესტი, შეშფოთება და გულისწყრომა, რომელიც დეველოპერული კომპანია „მეტრა...

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“ საახალწლო აქტივობა

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“  საახალწლო აქტივობა
access_time2018-12-11 11:25:54
5 დეკემბრიდან „თბილისი მოლში“ ორი სადღესასწაულო კუთხე გაიხსნა - ქართული ახალი წლის და ევროპულის შესაბამისი. ასე დაიწყო „თბილისი მოლის“ საახალწლო კამპანია „თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი“, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს საკითხს, თუ ვინ უნდა მოიყვანოს ახალი წელი საქართველოში - სანტა კლაუსმა თუ თოვლის ბაბუამ. საახალწლო აქტივობის ხანგრძლივობა 5 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლითაა. 7-დან 29 დეკემბრის პერიოდში, მომხმარებლებს საკუთარი რჩეულისთვის ხმის...


მსგავსი სიახლეები

up