„უპრეცენდენტო მასშტაბის, 35 %-იანი ჰოსპიტალიზაცია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს“ -  გიორგი კანდელაკი

„უპრეცენდენტო მასშტაბის, 35 %-იანი ჰოსპიტალიზაცია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს“ - გიორგი კანდელაკი

access_time2020-11-25 15:00:20

დღეს ჩვენ გვაქვს გამოვლენილი შემთხვევების 30-35% -იანი ჰოსპიტალიზაციის ჯერ არნახული, არსად გაგონილი, საღი აზრისთვის მიუწვდომელი მასშტაბი. -  ამის  შესახებ განცხადებას  აშშ–ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი და ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ავრცელებს. მისი თქმით, ვითარებითან გამოსვლის ერთი ძალიან მარტივი  გზა არსებობს,  რომელსაც არც ტექნოლოგიური და  არც მეცნიერული  პოტენციალი სჭირდება, კანდელაკის თქმით, ეს ჰოსიტალიზების შეწყვეტაა. 


 „ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, აღარ გვყოფნის საწოლები, ექთნები, ექიმები რომ გავუმკლავდეთ კოვიდს. ვეღარ ხდება მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, არის ამ მიზეზით გამოწვეული მსხვერპლიც - როდესაც ვერ მოხერხდა პაციენტების საავადმყოფოში მოთავსება. და ამ დროს არსებობს ერთი, ძალიან მარტივი გზა ამ ვითარებიდან გამოსვლის, რომელსაც არც მატერიალური რესურსი სჭირდება, არც ტექნოლოგიური აღჭურვილობა, არც მეცნიერული პოტენციალი - ეს არის არასაჭირო ჰოსპიტალიზაციების შეწყვეტა!   თითქოს ყველამ იცის დეკლარირებულ დონეზე, ამ საკითხზე დღეს უკვე ყველა საუბრობს რომდენიმე კვირაა, მაგრამ რაღაც მოჯადოებული აურა არ იძლევა ამ მარტივი ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას. დღეს ჩვენ გვაქვს გამოვლენილი შემთხვევების 30-35% -იანი ჰოსპიტალიზაციის ჯერ არნახული, არსად გაგონილი, საღი აზრისთვის მიუწვდომელი მასშტაბი. აშშ-ს, ევროპის გამოცდილება რომ ავიღოთ - 5-10% ია, მაქსიმუმ 15%. ჩვენ შეგვიძლია ერთი დღის განმავლობაში, გავაორმაგოთ საწოლები, გავაორმაგოდ თითო პაციენტის წილ მოსული ექთნის და ექიმის რაოდენობა, უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ჰოსპიტალიზაციის განხორციელება, ავწიოთ მოვლის და მკურნალობის ხარისხი და ეს უკანასკნელი ასევე პირდაპირპროპორციულია ვენტილირებული პაციენტების შემცირებასთანაც, რადგან ექიმს რჩება მეტი დრო და ყურადღების საშუალება, მაქსიმალურად თავიდან აიცილოს არასაჭირო ინტუბაცია.

ამ ყველაფერს სჭირდება მარტივი რამ: პროტოკოლებში მკაცრად გაწერილი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები! კოვიდი ერთ-ერთი გამორჩეული დაავადებაა, რომელსაც აქვს ძალზე ობიექტური, ადვილად გაზომვადი, ძნელად მანიპულირებადი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმი და ამ საკითხის მკაცრად გაკონტროლებაც არ წარმოადგენს პრობლემას. და ამის მაგივრად იმართება მრავალსაათიანი შეხვედრები, განხილვები, „აზრთა“ ჭიდილი, ექსპერტთა  მწუხარება არსებულ ვითარებაზე, ხელისუფლების ტანჯვა-ვაება მომავალზე ფიქრით -  მოკლედ სადომაზოხიზმი მოქმედებაში, საქმის ნაცვლად! ხოლო მას, ვისაც ეს ეხება, აი ის სრულ კმაყოფილებაშია არსებული ვითარებით და პერიოდულად ამაყობს ამ პროცენტით.

ნამდვილად წააგავს ეს ყველაფერი გაბრიელ გარსია მარკესის რომანს: გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა-ს. ყველამ ყველაფერი ვიცოდით, ყველასთვის ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ არავინ არაფერი ამისთვის არ გავაკეთეთ.


ღვთის წყალობით, თუ მართლა პიკის მიდამოებში ვართ (მე ასე მგონია, თუმცა ამ საკითხში შესაძლოა ვცდებოდე) გავუძლებთ რაღაცნაირად, მაგრამ თუ არ ვართ?“ -  წერს გიორგი კანდელაკი

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up